ძარცვა, ვიტრინების ჩამტვრევა, „მოლოტოვები“ – რუსული მედიის ბრალდებები პროევროპული აქციის წინააღმდეგ

რუსული გამოცემა, forbes.ru საქართველოში მიმდინარე ამბებს ეხმიანება. სტატია, რომელი ჟურნალისტ კატია ზაგვოზკინას ეკუთვნის, პროევროპული აქციის მონაწილეებს მაროდიორობაში, ძალადობასა და ვანდალიზმში სდებს ბრალს. მასალაში აღნიშნულია, რომ რუსული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა. „საქართველოში 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების დროს 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დემონსტრანტები ანადგურებენ სახელმწიფო ქონებას, ძარცვავდნენ მიმდებარე ობიექტებს და ამსხვრევდნენ მაღაზიების […]
“ასე თუ გაგრძელდა, საშინელი გაზაფხული გველის” – ბიზნესმენი

სასტუმრო “თელავი” დამფუძნებლის, შალვა ერისთავის განცხადებით, საზოგადოებაში ძალიან დიდი დაძაბულობაა და ნათესავები ერთმანეთს არიან გადამტერებული. მან ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ სპეცეთერში სტუმრობისას ისაუბრა. მისივე თქმით, აუცილებელია რომ ეს დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ, რადგან საქართველო ერთია და გამარჯვებული მხარე არ არსებობს. „პირადად გამოვლილი მაქვს 90-იანი წლები, რა კოშმარიც იყო. დილით რომ გამოვდიოდით, არ ვიცოდით სახლში […]
EU-ში „ოცნების“ სანქცირების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს — ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირში უკვე მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლების სანქცირების მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის, განიხილება უვიზო მიმოსვლის შეჩერება კონკრეტული [კატეგორიის] პასპორტების მფლობელებისთვის. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე 16 დეკემბერს იმსჯელებენ. მომავალი კვირის ბოლოს კი საქართველოს საკითხი ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე განიხილება. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ სანქციებზე გადაწყვეტილება 27-ვე ქვეყნის თანხმობას […]
პაველ ჰერჩინსკი – არჩევნებზე იყო ბევრი დარღვევა, რაც შეუთავსებელია იმ ქვეყანასთან, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს

ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ევროკომისიის განხილვის ქვეშ მოქცეულიყო, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, 2 წლის წინ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივანიჭეთ. ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ევროკომისიის განხილვის ქვეშ მოქცეულიყო. „ჩვენ გვაქვს ევროკავშირში […]
ევროკავშირმა უკრაინისთვის 4.2 მილიარდი ევროს გადაცემას მხარი დაუჭირა

ევროკავშირმა უკრაინისთვის 4.2 მილიარდი ევროს გადაცემას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, უკრაინა მისი მაკროფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად ევროკავშირის Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში 4.2 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის სესხებსა და გრანტებს მიიღებს. საბჭოს განცხადებით, უკრაინამ ახალი დახმარების მისაღებად საჭირო პირობები და რეფორმები წარმატებით შეასრულა. ცნობისთვის, პროგრამა […]
პოლიტიკური ჯგუფი XI მოწვევის პარლამენტშიც შეიქმნება

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი, რომლის შექმნის შესაძლებლობა, როგორც გამონაკლისი, მხოლოდ წინა მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის არსებობდა, XI მოწვევის პარლამენტშიც შეიქმნება – პოლიტიკური ჯგუფის ფორმირებას “ხალხის ძალის“ წარმომადგენლები და ნებისმიერი შვიდი დეპუტატი შეძლებს, ვინც არჩევნებში წარმდგენ პარტიას დატოვებს. რეგლამენტში შესატანი ცვლილებები დეპუტატებმა: – გურამ მაჭარაშვილმა, ზაალ მიქელაძემ, სოზარ სუბარმა, დავით კაჭარავამ, ეკა სეფაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ, ირაკლი ბერაიამ და […]
„გორგია“ თანამშრომლებს ურიგებს „დახლებიდან გადამალულ“ პირბადეებსა და ნიღბებს

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“, რომელიც ხელისუფლების მიერ დემონსტრაციების კრიტიკისა და დარბევის პარალელურად სათვალეების, ნიღბებისა და ჩაფხუტების მარაგების გაყიდვებიდან ამოღების გამო გაეხვა სკანდალში, ამ პროდუქციას თანამშრომლებს ურიგებს „პირადი სარგებლობისათვის“. ამ შინაარსის ტექსტი კომპანიამ 9 დეკემბერს გაუგზავნა თანამშრომლებს. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას „გორგიაში“ უდასტურებს წყარო, რომელმაც უსაფრთხოების მოტივით ვინაობის გამხელა არ ისურვა. ამასთან, „გორგიას“ მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილს ფეისბუკზე […]
“შავი ლომი” | საერთაშორისო პრესის გამოხმაურება ისტორიულ გამარჯვებაზე – მცირე შოკი და გმირი მატკავა

“შავი ლომის” მიერ ჩელენჯ თასის პირველ ტურში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას საერთაშორისო პრესა ეხმაურება. “ეს იყო მცირე შოკი, რადგან ქართულმა “შავმა ლომმა” პირველად მოახერხა ტოპ 14-ის გუნდის, კერძოდ კი “ვანის” დამარცხება (22:19). მატჩის გმირი ლუკა მატკავა გახდა, რომელმაც გუნდს კარში დარტყმებით 17 ქულა შესძინა, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ეს იყო ქართველების მეორე გამარჯვება ჩელენჯ თასზე. ისინი […]
,, მოკლედ, რა მინდა ვთქვა: გარეთ, რუსთაველზე მყოფი ხალხი არ არის მასა, მით უფრო – ეგზალტირებული” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი: ,,ვინც ჯერ კიდევ არ გასულხართ რუსთაველზე გვიან, შუაღამის აქციაზე, გირჩევთ, გახვიდეთ. ადამიანები დგანან პატარა ჯგუფებად. ეს მაინცდამაინც სტაბილური ჯგუფები არ არის, ბევრი სპონტანურადაა შექმნილი – იშლებიან და ისევ იქმნებიან. თუ ჯგუფებს შორის მოძრაობ, მოისმენ საინტერესო საუბრებს – ლოკალურ და გლობალურ პოლიტიკაზე, წინააღმდეგობაზე, პროტესტის სტრატეგიასა და ტაქტიკებზე, პოლიტიკოსებზე, მიმდინარე მოვლენებზე… შიგადაშიგ, ეს ჯგუფები […]
„შუადღის“ მთავარმა პროდიუსერმა ნუკა ორჯონიკიძემ „რუსთავი 2“ დატოვა

„შუადღის“ მთავარმა პროდიუსერმა ნუკა ორჯონიკიძემ „რუსთავი 2“ დატოვა. შეგახსენებთ, ,,შუადღე” წამყვანებმაც დატოვეს”