„მშვიდობიანი საპროტესტო აქციების უფლება ფუნდამენტური უფლებაა“ – სამი ევროპარლამენტარი

საქართველოს საკითხებზე მომუშავე სამი მაღალი რანგის ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან შეუთავსებელია. ისინი შეშფოთებას გამოხატავენ პოლიციის მიერ დემონსტრაციების დაშლის გამო. „ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებით პარლამენტში“, – წერენ დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი და სვენ მიკსერი. · დევიდ მაკალისტერი […]

კრემლი ამბობს, რომ აშშ-ის ახალი დახმარება, უკრაინაში ფრონტის ხაზზე ვითარებას ვერ შეცვლის

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ შესაძლო ახალი ამერიკული სამხედრო დახმარება, უკრაინისთვის ფრონტის ხაზზე გარდამტეხ ცვლილებებს ვერ მოახდენს. მოსკოვში ასე გამოეხმაურნენ ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებას, სადაც მაიკ ჯონსონი ამბობს, რომ ამერიკამ უნდა გაგზავნოს სამხედრო დახმარება უკრაინაში დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შტატებს, მოგვიანებით ომში ამერიკელი სამხედროების გაგზავნა მოუწევს. ამერიკის კონგრესი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხს შაბათს […]

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლს ააქტიურებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სურსათის ეტიკეტირებას, მიკვლევადობას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. სააგენტოს ინსპექტორებმა, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს მასშტაბით შეამოწმეს საზკვების 600-ზე მეტი ობიექტი, მათ შორის, თბილისში სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა 200-მდე ბიზნესოპერატორთან; 24 ობიექტში, მათ შორის […]

„სეზონის დადგომასთან ერთად, დაქირავებაზე მოთხოვნის ზრდას ველოდებით“ – Noble Real Estate

უძრავი ქონების კომპანია Noble Real Estate – ს თანადამფუძნებელი, ვაჟა მებაღიშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უძრავი ქონების დაქირავებაზე მოთხოვნა შემცირებულია, თუმცა შესაბამისი სეზონის დადგომასთან ერთად, დაქირავებაზე მოთხოვნის ზრდას არის მოსალოდნელი. მისივე ცნობით, უძრავი ქონების დაქირავების ღირებულებაც მნიშვნელოვნადაა შემცირებული და ფასი ლოგიკურ ნიშნულს უბრუნდება. „ჩვენი უძრავი ქონების კომპანია ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატებზე მუშაობს, სადაც […]

ექვსი ოპოზიციური პარტიის განცხადება: მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა

ე.წ. „უცხოეთის აგენტების კანონის“ შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელა ექვსმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ. მათ მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული რუსული კანონი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან, საქართველო გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს სრულუფლებიანი წევრი, “ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველყოფის გრძელვადიან მიზანთან“. პარტიები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიზანია „მოკლას საქართველოს ევროპული მომავალი“. „შეშინებული […]

ოპოზიციონერი დეპუტატები: მოვითხოვთ რეაგირებას ძალადობის ყველა შემთხვევაზე

ოპოზიციონერი დეპუტატები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე გამოძიებას ითხოვენ. ამის შესახებ მათ პარლამენტი ბრიფინგზე განაცხადეს. ლელოს წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, პოლიტიკური ძალადობა ნორმად აქცია რუსულმა ხელისუფლებამ და ახლა ბიძინა ივანიშვილიც იგივეს ცდილობს. “პოლიტიკური ძალადობა გახადა უკვე ნორმად რუსულმა ხელისუფლებამ. რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არა მარტო სცემენ, არამედ კლავენ კიდეც. და ბიძინა ივანიშვილს თუ […]

რასა იუკნევიჩიენე: რუსულ კანონს კრემლამდე მივყავართ და არა ევროკავშირამდე

საქართველოს დებიძინიზაციის კანონები სჭირდება და არა რუსული უცხოელი აგენტების კანონი, თუ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ეს კი ქვეყანას კრემლის აგენტებისგან გაწმენდაში დაეხმარება. მე სრულიად ვუჭერ მხარს ქართველების პროტესტს უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ, რადგანაც ამ კანონს მივყავართ რუსეთამდე და არა ევროკავშირამდე.

რუსეთის დუმის სპიკერი: ვაშინგტონმა და ბრიუსელმა საქართველოს ხელისუფლების დამხობა გადაწყვიტეს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის კვალდაკვალ, საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ ე.წ. „აგენტების კანონს“, მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა. „საქართველოში ვნებები მძვინვარებს“, – დაწერა ტელეგრამ-არხზე ვოლოდინმა. პოლიტიკოსმა დაასახელა არგუმენტები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ იყენებს. როგორც მან თქვა, საკანონმდებლო ინიციატივა „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ახლა განიხილება არა მხოლოდ საქართველოში, […]

რასა იუკნევიჩიენე – საქართველოს სჭირდება „დებიძინიზაციის“ კანონები, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის კრემლის აგენტებისგან გაწმენდას

საქართველოს სჭირდება „დებიძინიზაციის“ კანონები და არა რუსული კანონი უცხოური აგენტების შესახებ, თუ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება სურს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ში წერს. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის კრემლის აგენტებისგან გაწმენდას. „სრულად ვუჭერ მხარს ქართველებს, რომლებიც აპროტესტებენ უცხოური აგენტების შესახებ კანონს, რადგან ეს კანონი რუსეთში მიდის და არა ევროკავშირში“, – წერს […]

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის წევრთან, ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს. უწყების ცნობით, ალეკო ელისაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის მომართვის საფუძველზე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო, ელისაშვილი დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში, სადაც მოხდება გამოძიების ფარგლებში მისი გამოკითხვა“, – აცხადებენ […]