ვაცხადებთ მობილიზაციას კანონის მე-2 მოსმენით განხილვის დღისთვის – ექვსი პარტია

ექვსი ოპოზიციური პარტია საერთო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერენ, რომ რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას აცხადებენ. მათი განცხადებით, რუსული კანონი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან – გახდნენ EU-სა და NATO-ს წევრი და ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველყოფის გრძელვადიან მიზანთან. “შეშინებული რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, აგრესიული საპარლამენტო ჯგუფისა და მოძალადე საპოლიციო დანაყოფის გამოყენებით […]
IRGC-ის მეთაური: ირანმა შესაძლოა “ბირთვური იარაღის დოქტრინას” გადახედოს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურის აჰმამდ ჰაგტალაბის თქმით, ირანმა ისრაელის მოსალოდნელი თავდასხმის გამო შესაძლოა “ბირთვული იარაღის დოქტრინას” გადახედოს. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს. “ჩვენი ბირთვული იარაღის დოქტრინის და პოლიტიკის გადახედვა სრულიად შესაძლებელია” – თქვა აჰმად ჰაგტალაბმა. ისრაელი სხვა სახელმწიფოებთან ერთად წლების განმავლობაში ადანაშაულებს ირანს, რომ მათ ატომური იარაღის შექმნა სურთ. თეირანის მტიცებით, […]
გამოდით დამენახეთ!! ვისთვისაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძეზე ხელის გარტყმა გმირობაა და ალეკო ელისაშვილის დაკავების დროს გამსკდარი ტუჩი შურისძიებაა
გამოდით დამენახეთ!! ვისთვისაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძეზე ხელის გარტყმა გმირობაა და ალეკო ელისაშვილის დაკავების დროს გამსკდარი ტუჩი შურისძიებაა გამოდით დამენახეთ!! ვისთვისაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძეზე ხელის გარტყმა გმირობაა და ალეკო ელისაშვილის დაკავების დროს გამსკდარი ტუჩი შურისძიებაა?! – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ყველა, ვინც ასე ფიქრობს, ალეკო […]
პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია – „არა რუსულ მთავრობას – არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შეწყდეს. დღეს, 19:00-ზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ და განვაგრძობთ ბრძოლას უწყვეტად, სანამ არ მივაღწევთ შედეგს. არ არის დრო მეორე და მესამე მოსმენის დალოდების, კანონი უნდა ჩავარდეს ახლავე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ხუთშაბათს ნიუ-იორკში განახლდება დონალდ ტრამპის სასამართლო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უპრეცედენტო სასამართლო პროცესი 18 აპრილს განახლდება ნიუ-იორკში. მოსამართლე შეეცდება, დაასრულოს მსაჯულთა შერჩევა და მომავალი კვირის დამდეგს დაიწყოს არგუმენტების მოსმენა პოლიტიკურად ფეთქებადი საქმის თაობაზე. ისტორიაში ეს სისხლის სამართლის პირველი საქმეა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ, თანაც ისეთისა, რომელიც ხელახლა არჩევისთვის იბრძვის საპრეზიდენტო არჩევნებში. ტრამპს ბრალს სდებენ იმაში, რომ ის შეეცადა დაემალა […]
ექვსი ოპოზიციური პარტიის განცხადება: მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა

„უცხოეთის აგენტების კანონის“ შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელა ექვსმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ. მათ მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული რუსული კანონი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან საქართველო გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს სრულუფლებიანი წევრი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველყოფის გრძელვადიან მიზანთან“. პარტიები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიზანია „მოკლას საქართველოს ევროპული მომავალი“. „შეშინებული რუსი […]
ოპოზიციური პარტიები – შეშინებული რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, აგრესიული საპარლამენტო ჯგუფისა და მოძალადე საპოლიციო დანაყოფის გამოყენებით ცდილობს მოკლას საქართველოს ევროპული მომავალი

შეშინებული რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, აგრესიული საპარლამენტო ჯგუფისა და მოძალადე საპოლიციო დანაყოფის გამოყენებით ცდილობს, მოკლას საქართველოს ევროპული მომავალი, რასაც დაუპირისპირდა სოლიდარული, მტკიცე, ძლიერი და ერთიანი ქართული საზოგადოება, – ამის შესახებ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს 6 პარტია აწერს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ წინააღმდეგობაშია საქართველოს […]
ნათია თურნავა სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს პოლ ჰილბერს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს პოლ ჰილბერს შეხვდნენ. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდის ფაქტორებს, ასევე იმ დადებით შედეგებს, რომელიც გატარებული ეკონომიკური პოლიტიკით იქნა მიღწეული. ხაზი გაესვა ქვეყანაში ფინანსური ბაზრების […]
დიმიტრი პესკოვი – უკრაინის ვალებით დამძიმება ხდება, რაც აშშ-ის კოლონიური პოლიტიკაა

აშშ-ის დახმარება უკრაინის შემდგომი სამხედრო მოქმედებების პროვოცირებას იწვევს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. დიმიტრი პესკოვი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, უკრაინის დახმარების კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატა კენჭს შაბათს უყრის. „ნებისმიერ შემთხვევაში, დახმარების ნებისმიერი სახით გაწევა, უკრაინის შემდგომი საბრძოლო მოქმედებების პროვოცირებაზე საუბარია, რაც აშშ-სთვის გარანტირებულ სარგებელს უზრუნველყოფს. რაც არ […]
დავით ონოფრიშვილმა ავსტრიის საფინანსო ბაზრის საზედამხედველო უწყების დაზღვევისა და საპენსიო ზედამხედველობის მიმართულების მმართველ დირექტორს უმასპინძლა

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, ავსტრიის საფინანსო ბაზრის საზედამხედველო უწყების (FMA) მმართველ დირექტორს დაზღვევისა და საპენსიო ზედამხედველობის მიმართულებით, პეტერ ბრაუმულერს თბილისში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრისას, დღის წესრიგით გათვალისწინებულ თითოეულ თემაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი ქვეყნის გამოცდილება. დავით ონოფრიშვილმა […]