კრემლი ამბობს, რომ აშშ-ის ახალი დახმარება, უკრაინაში ფრონტის ხაზზე ვითარებას ვერ შეცვლის

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ შესაძლო ახალი ამერიკული სამხედრო დახმარება, უკრაინისთვის ფრონტის ხაზზე გარდამტეხ ცვლილებებს ვერ მოახდენს.
მოსკოვში ასე გამოეხმაურნენ ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებას, სადაც მაიკ ჯონსონი ამბობს, რომ ამერიკამ უნდა გაგზავნოს სამხედრო დახმარება უკრაინაში დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შტატებს, მოგვიანებით ომში ამერიკელი სამხედროების გაგზავნა მოუწევს.
ამერიკის კონგრესი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხს შაბათს განიხილავს. ამერიკელი კანონმდებლები იმსჯელებენ კიევისთვის 60.86 მილიარდი ამერიკული დოლარის გამოყოფის შესახებ, საიდანაც 23.2 მილიარდი დოლარი ამერიკული სამხედრო საცავების შევსებას მოხმარდება.
მოსკოვში შესაძლო ახალ სამხედრო დახმარებას, “კოლონიური” სტილის დახმარებას უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს კიევს ვერ დაეხმარება. პესკოვი აღნიშნავს, რომ თანხის “დიდი ნაწილი” ამერიკულ სამხედრო ინდუსტრიაში დარჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან