დაღესტანში ჩეჩნეთის МЧС-ის მეთაური არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვისას დააკავეს

დაღესტნელმა სამართალდამცავებმა დააკავეს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეთაური ალიხან ცაკაევი. დაკავების მიზეზი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა გახდა. დაკავებულს თან არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი საბუთები. როგორც დამოუკიდებელი რუსული მედიები და Telegram არხები წერენ, ჩეჩნეთი-დაღესტნის საზღვარზე მესაზღვრეებმა ცაკაევის გაჩერება სცადეს. მეთაურმა მანქანა მოაბრუნა და სამართალდამცავების გატანა სცადა. დაღესტნის შსს-ს თანამშრომლებმა ცაკაევი დააკავეს და ცოტა ხანში გაუშვეს. […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6728 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6728 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6728 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6753 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8532 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8473 ლარს შეადგენდა. […]

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირების დაკავების გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირების დაკავების გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bild-ი ავრცელებს. Bild-ის ცნობით, ეს რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი პირების დაკავებაზე გერმანიის მთავრობის ოფიციალური რეაქციაა. „ჩვენ უკრაინის ფართომასშტაბიან მხარდაჭერას გავაგრძელებთ და საკუთარ თავს იმის უფლებას არ მივცემთ, რომ შევშინდეთ“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი […]

„ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანის, ჩვენი ქვეყნის ღალატი“ – “სარდანაშვილის მეღვინეობა” რუსულ კანონზე

„ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით ღალატი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ისტორიული არჩევანის, რაც ძალიან ბევრ ნეგატიურ შედეგს გამოიღებს საზოგადოების ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში და ნებისმიერ სფეროში“ – ეს განცხადება „საქმიანი დილის“ ეთერში “სარდანაშვილის მეღვინეობის” დამფუძნებელმა ალეკო სარდანაშვილმა გააკეთა. მეღვინე ამბობს, რომ სწორედ ევროკავშირის გრანტების დახმარებით შეძლო არაერთმა ქართველმა მეწარმემ წარმოების განვითარება და საკუთარი პროდუქციის ევროპულ ბაზრებზე გატანა. „ცალსახად […]

ფოტოექსკურსია “კორიდას” ხორცპროდუქტების საწარმოში

თავდაპირველად, კომპანიის ახლანდელი მასშტაბები წარმოუდგენელიც კი იყო, თუმცა სწორი სტრატეგიითა და ხარისხიანი პროდუქტით მალევე იქცა ბაზრის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ. წარმოების გამართვის შემდეგ, მცირე რაოდენობით მზა ხორცპროდუქტების წარმოება დაიწყეს. ახლა კი უკვე ჰყავთ მასშტაბური რაოდენობის რეგულაური მომხმარებელი და დასაქმებული 400-ზე მეტი ადგილობრივი კადრი. როგორც კომპანიაში ამბობენ, “კორიდას“ ხორცპროდუქტების ფასი კონკურენტუნარიანია და მრავალფეროვან სეგმენტს მოიცავს. დიდია იმ […]

ამ კანონმა შეიძლება დააზიანოს საქართველოს EU-სკენ მიმავალი გზა – ნიდერლანდები

შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიღებით. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გადამწყვეტ მუშაობას. ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება დააზიანოს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს

ექვსი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უკანასკნელ დღეებში საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა სრულიად გაერთიანებული და საკუთარ არჩევანში დარწმუნებული თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთებით აღსასვსე ქართველი ერი და საქართველოს გვერდით მდგარი მთელი ცივილიზებული სამყარო. განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული რუსული კანონი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან, საქართველო გახდეს ევროკავშირისა […]

რუსეთის დუმის თავმჯდომარე იმეორებს „ოცნების“ არგუმენტებს რუსულ კანონზე

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი ტელეგრამის არხზე ეხმაურება საქართველოში „რუსული კანონის“ განხილვას. „ამ კუთხით სწორია შემდეგი თქმა: თუ რომელიმე ქვეყანას სურს, გახდეს სუვერენული სახელმწიფო, სადაც ხალხს აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი მომავალი, ის ვალდებულია მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომლის არსი არის, აიკრძალოს გარე ჩარევა შიდა საქმეებში“, — წერს ვიაჩესლავ ვოლოდინი. მისი თქმით, კანონის […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6728 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6728 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6728 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6753 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8532 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8473 ლარს შეადგენდა. […]

სტრაბიზმი განკურნებადი დაავადებაა – მაია საგინაშვილი

სტატისტიკურად სტრაბიზმი ანუ სიელმე ბავშვების დაახლოებით 2%-ში გვხვდება. ტერმინი ძველი ბერძნული სიტყვიდან – strabismós მომდინარეობს, რაც „მოჭუტულს“ ნიშნავს. სიელმის მკურნალობა დამოკიდებულია სტრაბიზმის ტიპზე და გამომწვევ მიზეზზე. ეს შეიძლება მოიცავდეს სათვალეების გამოყენებას და ოპერაციასაც. ითვლება, რომ სტრაბიზმი განკურნებადი დაავადებაა, თუმცა მის დროულ აღმოჩენას, დიაგნოსტირებასა და სათანადო მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ […]