„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი – მსვლელობები ქუთაისის გარდა, იგეგმებაზუგდიდსა და ბათუმში, ბოლოს კი ყველაფერი დაგვირგვინდება თბილისის ქუჩებში

მსვლელობები ქუთაისის გარდა, იგეგმება ზუგდიდსა და ბათუმში, ბოლოს კი ყველაფერი დაგვირგვინდება თბილისის ქუჩებში, – ამის შესახებ ქობულეთის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, „იშვიათია ასეთი მომენტები, როდესაც ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, ერთი იდეის გარშემო ერთიანდება, ამიტომ ეს ცხადყოფს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია“. „ასეთი ერთიანი საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს მინახავს დამოუკიდებელი […]
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროკავშირი ევროპის იმუნიზაციის კვირეულს აღნიშნავენ

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირის მხარდაჭერით აწყობს ევროპის იმუნიზაციის კვირეულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომლის მიზანიც მოსახლეობისთვის იმუნიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებაა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება შემეცნებითი და საინფორმაციო აქტივობები როგორც ბავშვების, ასევე მათი მშობლებისთვის. „ევროპის იმუნიზაციის კვირეული ყოველ წელს, აპრილის ბოლოს აღინიშნება. ამ კვირეულის დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმუნიზაციასთან დაკავშირებული […]
Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება „ხელმისაწვდომი AI : ბიზნესის ყოველდღიური დავალებების ავტომატიზაციისთვის“, 25 აპრილს, ბათუმში, Ripple.space-ში გაიმართება. ღონისძიებაზე საერთაშორისო კონსულტანტი, Bankso Nomand Fest-ისა და Accessible AI Podcast-ის თანადამფუძნებელი და მონაცემთა მეცნიერი – შოლა აბიდოიე ბიზნესის წარმატებაში AI-ს […]
სახელმწიფოსთან მოლაპარაკება 5-მდე ალტერნატიულ ლოკაციაზე მიმდინარეობს – შოვის ინვესტორის გეგმები

საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სიმეტრიას“ შორის, რომელიც კურორტ შოვის განვითარების პროექტზე მუშაობდა, ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ხელმძღვანელმა და „სიმეტრიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილმა BMG-ის განუცხადა, შარშან მომხდარი სტიქიიდან გამომდინარე, პროექტი შოვში ვეღარ განხორციელდება და ეკონომიკის სამინისტროსთან რაჭის მასშტაბით 5-მდე ალტერნატიულ ლოკაციაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. გიორგი ჯახუტაშვილის განცხადებით, ინვესტორის ინტერესი კვლავ რაჭაში […]
გერმანიის მემარჯვენე პოპულისტური პარტია AfD-ს პოლიტიკოსი შესაძლოა რუსეთიდან იღებდა ფულს

მემარჯვენე პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პოლიტიკოსმა პეტრ ბისტრონმა შესაძლოა რუსეთიდან ამანათებით მიიღო ფული. ეს გამომდინარეობს ბუნდესტაგის დეპუტატისა და პროდიუსერ არტიომ მარჩევსკის საუბრის ჩანაწერიდან. ამის შესახებ Der Spiegel-ს უთხრა რამდენიმე თანამოსაუბრემ. ისინი ახლოს დგანან სადაზვერვო სამსახურებთან, რომლებიც გამოძიებას აწარმოებენ. ბისტრონი ეჭვმიტანილია რუსეთის სასარგებლოდ პროპაგანდასა და ევროპელ პოლიტიკოსებზე ზემოქმედების მცდელობაში. გაერმანული გამოცემის წყაროთა თქმით, საუბარში პოლიტიკოსმა […]
„ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თქმით, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ფაზა დასკვნით ეტაპზეა და მომდევნო თვიდან, ეტაპობრივად დაიწყება ბინების იქ მცხოვრებლებისთვის გადაცემა. „582 ოჯახი დაკმაყოფილდება და ძალიან მახარებს ფაქტი, რომ ეს პატარები, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდებოდნენ ამ პროექტის განხორციელებას უკვე მართლა აიხდენენ მათ ოცნებებს“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. წელსვე დაიწყება მეორე ფაზის განხორციელება რაც გულისხმობს, […]
ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩავიდა

ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი შანხაიში ჩავიდა და ჩინელ ბიზნეს ლიდერებს შეხვდება. პარასკევს პეკინში გაემგზავრება და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ იის შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, ენტონი ბლინკენი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინსაც შეხვდება.
თიბისი ბანკის პარტნიორი ატელიე La Mode შოურუმს ხსნის

ატელიე “ლა მოდი”, ერთი შეხედვით, კლასიკური მცირე ბიზნესია, მაგრამ ბიზნესად ყოფნა უფრო გვერდითი ეფექტია, ვიდრე მიზანი. “ლა მოდის” დამფუძნებლის, სოფო ჭუმბურიძისთვის მსგავსი ატელიე ბავშვობის ახდენილი ოცნება, მთავარი გატაცება და შემოქმედებითი უნარის გამოვლენის საუკეთესო ასპარეზია. ყველაფერი ერთ ზაფხულს დაიწყო, როცა სოფელში არდადეგებზე ჩასულმა გოგონამ პირველად ნახა საკერავი მანქანა. ამ უჩვეულო ნივთმა ცნობისმოყვარეობა იმდენად გაუღვივა, რომ ძველი […]
პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა. “საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა“, – წერს ადმინისტრაცია. შეგახსენებთ, რომ ლაზარე გასული წლის მარტის აქციების დროს დაიჭირეს, როსედაც ის რუსულ კანონს აპროტესტებდა.
ირაკლი კობახიძე უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა კონფერენციის ერთ-ერთი სპიკერი იქნება

25 აპრილს, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა კონფერენციის (CPAC) ერთ-ერთი სპიკერი იქნება. კობახიძე უნგრეთის პრემიერმინისტრთან, ვიქტორ ორბანთან ერთად ღონისძიების გახსნით პანელში მიიღებს მონაწილეობას. კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედებების კონფერენცია უნგრეთში მესამედ ტარდება. გასულ წელს, მასში მონაწილეობა ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. ამერიკელ კონსერვატორთა კავშირის ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია (CPAC) პირველად 1974 წელს გაიმართა. ეს ყოველწლიური […]