ლევან ხაბეიშვილი – სამწუხაროდ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველ ხალხს წაართვას ევროპული მომავალი – დიდ ქალაქებში ჩავალთ, შევხვდებით მოსახლეობას და გვექნება განხილვა, თუ რატომ არის კანონი რუსული

ქუთაისში გვაქვს შეხვედრა – „არა რუსულ კანონს, კი ევროპას!“ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი და ჩვენდა სამწუხაროდ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველ ხალხს წაართვას ევროპული მომავალი , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დასავლელი პარტნიორების განცხადებებისგან ირკვევა, რომ ევროკავშირი არ მიგვიღებს იმ შემთხვევაში თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის […]

დავით სონღულაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო საქმეთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ,ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო საქმეთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, კომიტეტის სხდომაზე ასამბლეის დელეგაციის წევრებმა საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს. დელეგატებს სიტყვით მიმართეს: მონტენეგროს პარლამენტის თავჯდომარემ […]

კობახიძე უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა კონფერენციის ერთ-ერთი სპიკერი იქნება

ირაკლი კობახიძე 24-25 აპრილს უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა კონფერენციაში (CPAC) იღებს მონაწილეობას და ღონისძიების ერთ-ერთი სპიკერი იქნება. მთავარი მომხსენებელი კი უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანია. უნგრეთში აღნიშნული კონფერენცია მესამე წელია ტარდება. გასულ წელს მასში ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა. “მას სჯერა, რომ ქართველების დიდი უმრავლესობა უარყოფს პროპაგანდისტულ, დემონსტრაციულ ლგბტ ზეწოლას”, – ამ სიტყვებით იყო წარდგენილი ღარიბაშვილი კონფერენციაზე.

რუსთავის საკრებულოში რადიკალური ცვლილებებია, ფრაქციები ერთმანეთისკენ ხელს იშვერენ

რუსთავის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციონერი საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია და მისი ორი მოადგილე გადააყენეს, გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტთა შორის ადგილობრივი მერიის წინ მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე. ნოდარ შეროზია და ზაზა ჯაიანი საკრებულოს ფრაქციაში „რუსთავი საქართველოსთვის” წევრები არიან. თინათინ ლოცულაშვილი კი არის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან”. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასულმა ალექსანდრე ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის […]

თავდასხმის წინ, ისრაელი რაფადან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ემზადება – “როიტერი”

ისრაელმა, პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომელთა ევაკუაციას რაფადან გეგმავს, ათობით ათასი კარავი შეიძინა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“, ინფორმაციას ამის შესახებ, წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, უახლოეს კვირებში, ისრაელი რაფაზე, როგორც ღაზის სექტოში „ჰამასის“ „უკანასკნელ ბასტიონზე“, გამოცხადებული თავდასხმის განცორციელებას გეგმავს. ეგვიპტის საზღვართან მდებარე რაფის მოსახლეობას მილიონზე მეტი პალესტინელი დაემატა, რომლებიც, სექტორის სხვა ტერიტორიებიდან, „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ისრაელის ომს […]

ბაიდენი უკრაინის დახმარების პაკეტს ხელს დღეს მოაწერს

ვაშინგტონში მოელიან, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს, 24 აპრილს, ხელს მოაწერს უკრაინის მხარდაჭერის კანონპროექტს, რომელიც სენატში დამტკიცების შემდეგ, წარმომადგენელთა პალატაში თვეობით იყო შეყოვნებული. პაკეტი ითვალისწინებს რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის ახალი დახმარების გამოყოფას. პოლიტიკურად, შეერთებულ შტატებში ეს პრეზიდენტ ბაიდენის ორპარტიულ შეთანხმებასთან დაკავშირებული გამარჯვება იქნება, რასაც დემოკრატები ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი ხელახლა არჩევის არგუმენტაციისთვის […]

“არავის სანქცირება არ გვიხარია, მაგრამ…” – ხაბეიშვილი

ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არავის სანქცირება არ გვიხარია, უბრალოდ ისინი აკეთებენ რუსულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს. ჩვენ გვირჩევნია დასანქცირების ნაცვლად რუსული კანონი გაიწვიონ და ქართველ ხალხს ევროკავშირის გზაზე წინ არ გადაეღობოს ივანიშვილი და ის ხელისუფლება, რომელიც მზად არის მეორე მოსმენაზეც დაუჭირონ მხარი რუსულ კანონს. ამ ქვეყანაში მთავარი პროდასავლელი ოპოზიციონერი ლიდერი […]

2024 წლის I კვარტალში Tesla-ს წმინდა მოგება 2.2-ჯერ შემცირდა

2024 წლის პირველ კვარტალში ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-ს შემოსავლები 9%-ით, ხოლო წმინდა მოგება 2.2-ჯერ შემცირდა. ამასთან, კომპანიის აქციები 13%-ზე მეტით გაიზარდა დამატებით ვაჭრობაში მოგების გამოქვეყნების შემდეგ, რადგან Tesla-მ გამოაცხადა პროგრესი რობოტაქსის და ელექტრო მანქანების ახალი მოდელების განმავლობაში. კომპანიის პრესრელიზში ნათქვამია, რომ წმინდა შემოსავალმა პირველ კვარტალში 1,13 მილიარდი დოლარი შეადგინა, გასული წლის იმავე პერიოდის 2,5 მილიარდ […]

Startup Grind – ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება – მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

„საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind – ის მორიგი ღონისძიება „ხელმისაწვდომი AI : ბიზნესის ყოველდღიური დავალებების ავტომატიზაციისთვის“, 25 აპრილს, ბათუმში, Ripple.space – ში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. ღონისძიებაზე საერთაშორისო კონსულტანტი, Bankso Nomand Fest – ისა და Accessible […]

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში, „ჰეზბოლას“ 40-მდე ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში, „ჰეზბოლას“ 40-მდე ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელა. „ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალების გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა და არტილერიამ „ჰეზბოლას“ 40-მდე ტერორისტულ ობიექტს დაარტყეს“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ავიაიერიშების სამიზნეს აიტა ალ-შააბის გარშემო არსებული იარაღის საწყობები წარმოადგენდა.