თბილისის ქუჩები, რომლებსაც 25 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 25 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ბეჟანიშვილის და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, ფერაძის, გოგიძის, […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აპრილს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ოძისი, ბაქაქურები და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში პოზიტიური მშობლობის პროგრამის შესახებ იმსჯელეს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში შეკრებილმა ექსპერტებმა, სპეციალისტებმა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა პოზიტიური მშობლობის პროგრამა განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროგრამა ოჯახის გაძლიერებას ემსახურება და მისი მიზანია, დაეხმაროს მშობელს, რომელსაც სჭირდება პროფესიონალის მხარდაჭერა ბავშვის აღზრდის პოზიტიური უნარების შესაძენად ორ შემთხვევაში: პრევენცია – პრობლემის წარმოქმნისთანავე დაიწყოს მუშაობა პროფესიონალმა, იმისათვის რათა ის არ გაღრმავდეს […]
იგორ ნარმანია – შსს-ს განცხადებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რეჟიმი არის შეშინებული, დასუსტებული და ეშინია ქართველი ახალგაზრდების

შსს-ს განცხადებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რეჟიმი არის შეშინებული, დასუსტებული და ეშინია ქართველი ახალგაზრდების – შსს ან სუს-ი თუ კი გააგრძელებენ ასეთი განცხადებების გაკეთებას, უფრო მეტ გაბრაზებულ ადამიანს მიიღებს თბილისის ქუჩებში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა იგორ ნარმანიამ განაცხადა. მისივე თქმით, „რუსული ოცნების მესვეურებმა“ რაც არ უნდა განაცხადონ, ახლა საპროტესტო აქციებზე […]
იოავ გალანტი – სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ მეთაურების ნახევარი ლიკვიდირებულია

სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ მეთაურების ნახევარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა. „სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ მეთაურების ნახევარი ლიკვიდირებულია, მეორე ნახევარი კი იმალება“, – დასძინა იოავ გალანტმა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთში ისრაელის მთავარი მიზანი ათიათასობით დევნილი ისრაელის მოქალაქის საკუთარ სახლებში დაბრუნებაა. „ამ საკითხის გადასაჭრელად რამდენიმე ალტერნატივას განვიხილავთ და ამ მხრივ მომავალი პერიოდი […]
მღვდელს, რომელმაც ნავალნის წესი აუგო, კირილმა მღვდელმსახურება შეუჩერა

მღვდელს, რომელმაც რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის წესი აუგო, მღვდელმსახურება შეუჩერეს. ამის შესახებ რუსული ტელეგრამ არხი „სირენა“ იუწყება, რომელიც პატრიარქ კირილის მიერ ხელმოწერილ შესაბამის განკარგულებას ავრცელებს. გადაწყვეტილების მიზეზები დოკუმენტში დასახელებული არ არის, თუმცა ცნობილია რომ დმიტრი საფრონოვმა ნავალნის საფლავზე გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს პანაშვიდიც გადაიხადა. საფრონოვის ხელმოწერა ფიგურირებდა მღვდელმსახურთა განცხადებაშიც, რომლითაც ნავალნის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას მოითხოვდნენ. ოპოზიციონერი […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6910 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6910 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6910 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6802 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0108 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8756 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8555 ლარს შეადგენდა. […]
ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე – რა მნიშვნელობა აქვს რა წერია, აქ მთავარია, რომ ევროპარლამენტში არის ჯგუფი, რომელიც აქტიურად ლობირებს, რომ საქართველო დასანქცირდეს, ევროკავშირისკენ სვლა შეფერხდეს

რა მნიშვნელობა აქვს რა წერია [ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში] აქ მთავარია, რომ ევროპარლამენტში არის ჯგუფი, რომელიც აქტიურად ლობირებს საკითხს იმის თაობაზე, რომ საქართველო სხვადასხვა ეტაპზე დასანქცირდეს, საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა შეფერხდეს და უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშად ჩარევა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. ქადაგიშვილის მტკიცებით, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული დოკუმენტი საქართველოს დაზიანებისკენ […]
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 24 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1.08 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 2.01 თეთრით. 24 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.691 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8756 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.74 ლარია, ხოლო ევროსი – 2.94 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.70 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.89 ლარად.
გალანტი: IDF-მ სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მეთაურების ნახევარი მოკლა

ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მეთაურების ნახევარი მოკლა. იოავ გალანტი ისრაელის თავდაცვის ძალების ჩრდილოეთ სარდლობას ქალაქ საფედში სტუმრობდა, სადაც ჰეზბოლას წინააღმდეგ ისრაელის არმიის წარმატებაზე ისაუბრა. “სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მეთაურების ნახევარი განადგურებულია. დარჩენილი ნახევარი კი ან იმალება ან ტოვებს ლიბანს” – თქვა იოავ გალანტმა. გალანტის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალების […]