ომიდან რუსეთში დაბრუნებულმა მებრძოლებმა მოკლეს და დაასახიჩრეს 200 ადამიანი

უკრაინის ომიდან შინ დაბრუნებულმა რუსმა სამხედროებმა მოკლეს და დაჭრეს ორასზე მეტი თანამოქალაქე, ამის შესახებ გამოცემა “Вёрстка“ღია მონაცემების გაანალიზების საფუძველზე წერს. რუსული მედიის თანახმად. უკრაინის ომიდან დაბრუნებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ადამიანის სიკვდილით დასრულებული სულ მცირე 84 დანაშაული ჩაიდინეს, მათ შორის განზრახ მკვლელობა და სხეულის განზრახ დაზიანება, რაც სიკვდილით დასრულდა. შედეგად დაღუპულია რუსეთის 107 მოქალაქე. ასობით ადამიანმა მიიღოს […]

რადოსლავ სიკორსკი – ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან ომის 5 წუთში დასრულება შეუძლია

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია, უკრაინაში დაწყებული ომი ხუთ წუთში დაასრულოს – რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან ერთი სატელეფონო ზარით. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლონელმა პარლამენტარმა სიკორსკის ჰკითხა, აქვს თუ არა პოლონეთს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების სცენარები. ”დიახ, აქვს. უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ე.წ. მშვიდობის ფორმულის […]

მედია – აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიწოდების მიზნით კონტრაქტებს ამზადებს

შეერთებული შტატები უკრაინისთვის დღემდე ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდებას გეგმავს, – ინფორმაციას POLITICO ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აშშ ემზადება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 6 მილიარდ დოლარამდე ღირებულების იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებაზე კონტრაქტების გასაფორმებლად. POLITICO წერს, რომ პაკეტი, რომელიც შეიძლება პარასკევს გამოცხადდეს, უკრაინისთვის დამტკიცებული 61 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების ნაწილია. გამოცემა ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ […]

„რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა დღეს გაიმართება

„რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 21-ე შეხვედრა დღეს, ვირტუალურ ფორმატში გაიმართება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა იმაზე, თუ რა საკითხებს განიხილავენ შეხვედრაზე. „ვემზადებით „რამშტაინის“ შეხვედრისთვის – კონკრეტულად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია გადავლახოთ სირთულეები და პრობლემები, რომლებიც დაგროვდა ნახევარი წლის განმავლობაში, როდესაც ველოდით გადაწყვეტილებებს ამერიკის მხარდაჭერის შესახებ. […]

გერმანიის საგარეო უწყება – საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წარმოადგენს ისტორიულ შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ, – ასე ეხმაურება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ინიცირების გამო ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. უწყების განცხადებით, საქართველოში ათასობით ადამიანი ყოველ ღამით მართავს საპროტესტო აქციას სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტზე – შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა

ამ კანონპროექტზე უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. გავიმეორებ – ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. „ეს არის ისეთი კანონმდებლობის მსგავსი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ კრემლში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ მედია ორგანიზაციების, სამოქალაქო […]

წულუკიანი: ვიღებთ ამ ქართულ კანონს და უკან დახევა ნამდვილად არ იქნება

ჩვენ გვქონდა გენერალური რეპეტიცია, ჩემს ამჟამინდელ ენაზე რომ ვთქვა, 2020 წელს, როდესაც ძალიან დიდი თანხები მოხმარდა რევოლუციური სცენარის განხორციელების მცდელობასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას, როდესაც გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პირველ რიგში ISFED-მა გააყალბა და ამას უნდა მოჰყოლოდა დესტაბილიზაცია. ეს რეპეტიცია მათ განვლეს, ჩავარდა და ახლა უფრო მეტი რესურსი მობილიზდა, რათა 2024 წლის არჩევნები და არჩევნების […]

ბოკერია: რუსეთის მიღმა, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენივე მთავრობაა

25 აპრილს ვაშინგტონში, American Enterprise Institute-ში გაიმართა დოკუმენტური ფილმის – ბუჩამდე იყო აფხაზეთი – ჩვენება. ფილმის ჩვენებამდე მოეწყო დისკუსია, რომელშიც Middle East Institute-ისა და American Enterprise Institute-ის წარმომადგენლებთან ერთად, ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მიიღო მონაწილეობა. დისკუსიის მთავარი თემა იყო აფხაზეთის ომის დროს რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულები, რუსეთიდან მომდინარე საფრთხე საქართველოსა და დასავლეთისთვის […]

უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრს კორუფციის ბრალდების გამო გადადგომა სურს

25 აპრილს უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოაცხადა, რომ გადადგება მას მერე, რაც ის ეჭვმიტანილი უწოდეს კორუფციის მრავალმილიონიან საქმეში, რომლის გამოძიება მიმდინარეობს. მიკოლა სოლსკიმ თავისი გადადგომის განაცხადი გაკეთა წერილობით, რომელიც უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა Facebook-ით გაავრცელა. სტეფანჩუკის თანახმად, სოლსკის განცხადება განიხილება პარლამენტის უახლოეს სხდომაზე. სოლსკის ბრალად ედება 7 მილიონი დოლარის საფასურის მიწების მიტაცება. თვითონ მინისტრი […]

წულუკიანი: ჩვენ ვიქნებით ევროკავშირში, მაგრამ ვიქნებით კვლავ ქართველები, კვლავ ქრისტიანები

ოპოზიციის პოზიცია არის, რომ ნებისმიერ ფასად ვიყოთ ევროკავშირში. ჩვენ ვიქნებით ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ ვიქნებით კვლავ ქართველები, კვლავ ქრისტიანები და მყარად იმ ფესვებზე, საიდანაც ჩვენი ისტორია და კულტურა აღმოცენდა. აი, ეს ფუნდამენტური განსხვავებაა ჩვენ შორის.