წვიმა, ელჭექი, სეტყვა – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 26 აპრილს […]

ნახეთ, რა გელოდებათ დღეს – ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის

ვერძი კარგი დროა რომანტიკული ურთიერთობებისთვის. შესაძლოა, დაიწყოთ ფიქრი სამსახურის შეცვლაზე, აქტუალურია ასევე, ხელმძღვანელ პირებთან სხვადასხვა საკითხების განხილვა. კურო დღეს, შესაძლოა, ძველი ვალი დაგიბრუნონ, ან შეასრულონ ძველი დაპირებები. ერიდეთ ავადმყოფ და წუწუნა ადამიანებთან კონტაქტს, რადგან შეიძლება მათი ზეგავლენის ქვეშ მოექცეთ. ტყუპები კარგია, დღეს, ცოდნის ამაღლება, რაიმეს სწავლა, ლექციების ჩატარება. იმუშავეთ სამომავლო გეგმებზე. კირჩხიბი სასურველია, გადახედოთ თქვენს […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 26 აპრილს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6859 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6910 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0051 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8804 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.8756 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა.

ბუნდესლიგის სტადიონთან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს

Sport1-ის ცნობით, “მაინცის” სტადიონთან სარემონტო სამუშაოებისას მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 500-კილოგრამიანი აუფეთქებელი ავიაბომბი აღმოაჩინეს. მიმდებარე ტერიტორიიდან სამშენებლო კომპანიის ყველა თანამშრომელი და დაახლოებით 4 600 მცხოვრები გაიყვანეს. გამნაღმველებმა ბომბი გააუვნებელყვეს. 28 აპრილს, ბუნდესლიგის 31-ე ტურში, “მაინცი” “კიოლნს” უმასპინძლებს და “მევა არენაზე” მწვრთნელების წინასამატჩო პრესკონფერენცია არ გაიმართა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც გერმანიაში სტადიონთან ბომბი აღმოაჩინეს – […]

“ჯუღელი მომდევნო კვირას იტალიაში ჩავა, კვარაცხელიას “ნაპოლიდან” წასვლის შანსი გაიზარდა” – La Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე წერს

ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლი” შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვოს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, “კვარას” აგენტი მამუკა ჯუღელი მომდევნო კვირას იტალიაში გაემგზავრება და ნეაპოლური კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. “ჯუღელის იტალიაში აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება და მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ისაუბრებენ, ქართველის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია, ჩავის “ბარსელონაში” დარჩენამ კვარაცხელიას “ბლაუგრანაში” […]

მზის მოტივტივე სადგური წელიწადში $33 000-ის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს – “აგრო იმპექსი”

“აგრო იმპექსის” მიერ სოფელ ლემშვენიერაში დამონტაჟებული მზის მოტივტივე ელექტროსადგური, წელიწადში 33000 დოლარის ღირებულების, 3000 კილოვატ ენერგიას გამოიმუშავებს,- ამის შესახებ კომპანიის თანამფლობელმა, ლაშა ჯინჭარაძემ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, კომპანიამ ელექტროსადგურის მონტაჟი “თიბისის” აგრო სესხის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში განახორციელა და ის საქართველოში პირველია. „რაკი აგრარულ სექტორში ვართ, ჩვენთვის […]

კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია – პატელი “აგენტების კანონზე”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე მორიგ ჯერზე გასცა პასუხი საქართველოში პირველი მოსმენით მხარდაჭერილი „აგენტებს კანონის“ შესახებ დასმულ შეკითხვას. ამჯერად, შეკითხვის ფონი იყო იყო ევროპარლამენტის მიერ 25 აპრილს მიღებული რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირსა და დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გადახედვისა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ. რეზოლუციას არ აქვს სავალდებულოდ შესასრულებელი ხასიათი. ვედანტ პატელს […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 26 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის, ხუდადოვის, ჩხიკვაძის, მესხის, არგვეთის, ტყეშელაშვილის, მანგლისის, ზაქარაიას, მანჯგალაძის, ქურდიანის, ჩერნიშევსკის, ჯავახიშვილის, არჩილ და გია ქურდიანების, ჩიქობავას, ნეკრასოვის, აბასთუმნის, სამღერეთის, გოგოლის, ჩუბინაშვილის, […]

„უნიკის პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია” – მაგდა ზაქარიაშვილი

ბავშვის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი ბრენდი „უნიკი“ პანდემიის დროს კასპის რაიონის სოფელ ჭალაში შეიქმნა. როგორია ბრენდის განვითარების ისტორია, სად შეიძლება მისი შეძენა და როგორია მომხმარებლის მხრიდან დაინტერესება, თემაზე „კომერსანტთან“ ბრენდის დამფუძნებელმა მაგდა ზაქარიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ბრენდის შექმნა საკუთარი შვილის გამო გადაწყვიტა, რომლისთვისაც კომფორტული ტანსაცმლის შექმნა სურდა. „თავიდან ტანსაცმელს სამკერვალოში ვკერავდი, შემდეგ USAID-ის გრანტი ავიღე […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აპრილს, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ოძისი, ახმაჯი, ლამისყანა, ჭაშა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, არმაზი, ძეგვი, ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 […]