„რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა 6 სექტემბერს გაიმართება

„რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 24-ე შეხვედრა 6 სექტემბერს გერმანიაში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ამავე სახელწოდების საავიაციო ბაზაზე გაიმართება, – ინფორმაციას უკრაინული მედია აშშ-ის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით რამშტაინის საჰაერო ბაზაზე დაგეგმილ შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი უხელმძღვანელებს.
აღსანიშნავია, რომ რამშტაინის ფორმატში წინა შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა და მასზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გზები განიხილეს.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი აერთიანებს თავდაცვის მინისტრებს და თავდაცვის ხელმძღვანელებს 50-ზე მეტი ქვეყნიდან.
ისინი კოორდინაციას უწევენ ნაბიჯებს, რათა უზრუნველყონ უკრაინა იმ საშუალებებით, რომელიც მას საკუთარი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად სჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო