დევიდ კემერონი: ბრიტანეთი ღიაა ყაზახეთთან უფრო ღრმა პარტნიორობისთვის

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მისი ქვეყანა ღიაა ყაზახეთთან უფრო ღრმა პარტნიორობის დასამყარებლად. 25 აპრილის ინტერვიუში კემერონმა თქვა, რომ ყაზახეთი, როცა რუსეთთან და ჩინეთთან კავშირებს და თანამშრომლობას ინარჩუნებს, ასევე აქვს არჩევანი დიდი ბრიტანეთთან უფრო ღრმა ურთიერთობის სასარგებლოდ. “მე მგონია, რომ ჩვენ გვაქვს მშვენიერი პარტნიორობა განათლების, ბიზნესის, ეკონომიკის, ვაჭრობის, პოლიტიკური თანამშრომლობის […]

რუსეთის პრეზიდენტი მაისში ჩინეთს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მაისში ჩინეთში ჩასვლას გეგმავს. პუტინმა თავისი ამ გეგმის შესახებ გამოაცხადა 25 აპრილს, მეწარმეთა კავშირის შეხვედრაზე მოსკოვში. პუტინს არც ზუსტი თარიღი გაუმხელია და არც სხვა დეტალი. უკრაინაში ომის გამო მზარდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაში მყოფი რუსეთი ჩინეთზე, ცივის ომის დროს კომუნისტურ ბლოკში თავის მეტოქეზე, გახდა დამოკიდებული.

დაუყოვნებლივ გაიწვიეთ რუსული კანონი და გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი – სოფო ჯაფარიძის გაფრთხილება (ვიდეო)

სოფო ჯაფარიძე კატეგორიულად ითხოვს და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გაიწვიოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი. ამის შესახებ მან 25 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, როდესაც წაიკითხა მათი მეგობრების მონაწილეობით, ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციის ტექსტი.

მაინც მშვიდად გვძინავს ღამით, მაინც ვაპირებთ 29-ში [აპრილს] აქციაზე წასვლას

მაინც მშვიდად გვძინავს ღამით, მაინც ვაპირებთ 29-ში [აპრილს] აქციაზე წასვლას, მაინც გავაგრძელებთ ბრძოლას და მაინც ვიდგებით იმ პოზიციებზე, რომელზეც ვიდექით მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა 2011 წელს და თქვა, რომ ჩვენ გავერთიანდებით და ვიქნებით დემოკრატიული, ძლიერი სახელმწიფო, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. წამყვანმა მას ჰკითხა, რა არის მთავარი […]

წულუკიანი: დასჯის მცდელობაა, უვიზოს შეჩერება წარმოუდგენელი და შეუძლებელია

[ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზე ჩანაწერის] მიზანი იყო ის, რაც მიზანი იყო თავის დროზე საქართველოს დასჯის, როდესაც მოლდოვას და უკრაინას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არ მიანიჭეს. მაშინ ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება, რომელსაც ჩვენ დღემდე რომანტიკულად უსამართლო გადაწყვეტილებას ვეძახით. მაგრამ რეალურად ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება რაღაცის გამო, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ, ვგულისხმობ მეორე ფრონტის გახსნას. ეს არის მორიგი […]

ვლადიმირ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ის მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ პუტინმა მეწარმეთა და ენტერპრენერების რუსული კავშირის კონგრესზე ისაუბრა. პუტინმა ეს მაშინ თქვა, როდესაც კონგრესის ერთ-ერთმა მონაწილემ მას თხოვნით მიმართა, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს ნიკოლაი ჩერნიშევსკის რომანი “როგორ მოვიქცეთ?” გადასცეს. სპიკერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა სიმ წარსულში ეს რომანი მის ერთ-ერთ საყვარელ წიგნად დაასახელა. “აუცილებლად […]

თიბისი კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება

25-დან 28 აპრილის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით შოპინგისას, დაიბრუნეთ თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი extra.ge –ზე. ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ელოდება. დღესასწაულისთვის მოსამზადებლად, extra.ge-ზე ყველა ნივთის შეძენას შეძლებთ: ავეჯი, ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები, სახლი და სხვა. შეკვეთას მთელ საქართველოში უფასოდ მიიღებთ. გარდა ამისა, შეთავაზება გავრცელდება extra.ge-ის სწრაფი მიწოდების სერვისზე –ექსტრა ექსპრესზე. შეკვეთას […]

საბო: მუდრიკმა უკრაინელ ფეხბურთელებს ანტირეკლამა გაუკეთა

კიევის “დინამოსა” და უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ ნახევარმცველების – ვლადიმერ ბრაჟკოს (კიევის დინამო) და გეორგი სუდაკოვის (შახტარი) სათამაშო დონე შეაფასა. “მაღალი კლასის ფეხბურთელები არ გვყავს! ჩემი აზრით, ნომერ პირველი ბრაჟკოა. ის პირველი წავა საზღვარგარეთ. კარგი მონაცემები აქვს: ბურთის ართმევა, მოედნის ხედვა, გადაცემები და შესანიშნავი დარტყმა. მეორე ასეთი ფეხბურთელი უკრაინის ჩემპიონატში არ არის. სუდაკოვი? […]

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ ახალგაზრდების აქცია დასრულდა

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ ახალგაზრდების აქცია, დასრულდა. როგორც მათ განაცხადეს, აქციას პარლამენტთან 26 აპრილსაც, კვლავ 19:00 საათზე გამართავენ. მათივე თქმით, პროტესტი კანონპროექტის მეორე მოსმენამდე აქტიურად გაგრძელდება. დღევანდელ აქციაზე მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, შემდეგ მსვლელობით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მივიდნენ. ამის შემდეგ მათ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს და ბოლოს, კვლავ საკანონმდებლო ორგანოს წინ დაბრუნდნენ, სადაც […]

საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, ე.წ საგადასახადო ამნისტია – ვის შეეხება ცვლილება?

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან, ცერემონიების სასახლეში, სადაც ეკონომიკური ფორუმი გაიმართა, ოფშორების შესახებ საგადასახადო შეღავათებზე ისაუბრა. BMG-ის მხრიდან კითხვები დაისვა, ოფშორებიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანის საკითხზე, რაზეც ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რომ კანონპროექტი ასევე მოიცავდა ფიზიკური პირების ე.წ საგადასახადო ამნისტიას, რისთვისაც შემოსავლების სამსახური კანონის ძალაში შევლისთანავე მზად იქნება. „კანონპროექტი ასევე მოიცავდა ფიზიკური პირების ე.წ საგადასახადო ამნისტიას/საგადასახადო დავალიანების […]