პრეზიდენტი – არ შეიძლება ისაუბრო, დიდი განცხადებები აკეთო და მთავარი გადაწყვეტილებები არ იყოს მიღებული – ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და პარტნიორი ქვეყნის მეთაურები ვერ იტყვიან, „არ ვიცოდი“, ყველამ ყველაფერი იცის

ალბათ, ნახეთ ამერიკის პრეზიდენტთან მოკლე, მაგრამ შინაარსიანი შეხვედრა, სადაც ზუსტად იგივე შინაარსით მივმართე ყველას, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და ყველამ უნდა მოახდინოს რეაგირება , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან ყველა ქვეყნის ლიდერს მიაწოდა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ამიტომ ამის მერე […]
შსს – საქალაქო სასამართლომ „ფორმულას“ მიმართ შს სამინისტროს თანამშრომლის სარჩელი არ დააკმაყოფილა – დავა გაგრძელდება ზემდგომ ინსტანციებში

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის სარჩელი არ დააკმაყოფილა. უფრო კონკრეტულად, შსს-ის ინფორმაციით, სასამართლო დავა ეხება 2021 წელს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტებს, სადაც აღნიშნული იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი კომენდანტის საათის დროს, ოპერატიული ნომრის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა პროსტიტუციაში ჩაბმული პირების სატრანსპორტო საშუალებების გაცილებას და უზრუნველყოფდა მათ უსაფრთხო გადაადგილებას“. […]
მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა

მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ამ ეტაპზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა. პარლამენტმა საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი 87 ხმით მიიღო. დოკუმენტი პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. კაკაურიძის განცხადებით, ისევე როგორც გასულ წლებში, მიმდინარე წელსაც ეკონომიკური ტენდენციები გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ბიუჯეტის დაგეგმვის დროს იყო პროგნოზირებული. მისი თქმით, განახლებული ბიუჯეტი წარდგენილია წლიური 9%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში. ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი […]
ახალგაზრდა ბიჭს მეტროში ხელი ჰკრეს, კაცს მატარებელმა გადაუარა – მედია

პოლიციაა მობილიზებული ამ წუთებში მეტროსადგური უნივერსიტეტში – როგორც თვითმხილველები ადგილზე მყოფ “პირველების” კორესპოდენტს უყვებიან, მაშველებმა ლიანდაგიდან ახალგაზრდა კაცის ცხედარი ამოიტანეს. თვითმხილველთა მონაყოლის თანახმად, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა, ახალგაზრდას ხელი ჰკრა. კაცი ლიანდაგში ჩავარდა და მატარებელი დაეჯახა. მომხდარის გამო თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
“ეს არის პირდაპირ გზა, რომ აიყვანონ ახალი “ტიტუშკები” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ გომელაურს შსს-ში “ტიტუშკები აჰყავს”. პრეზიდენტის თქმით, „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებები მეტყველებს, რომ შსს-ში რესურსები აღარ ჰყოფნით. კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც არის ძალიან ძლიერი დარღვევა ყველაფრის. საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ ცვლილებეზე, რომ გამარტივდეს ახალი პერსონალის აყვანა, ისე, რომ არ მოეთხოვოს მათ დიპლომები, ეს უკვე, როგოროც ჩანს, წესი ხდება ამ ქვეყანაში, […]
“ეს არის ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება” – პრეზიდენტი სუსის განცხადებაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში მედიის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 10 დეკემბრის განცხადებას და მას “ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება” უწოდა. „სუსის დღევანდელი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს. ეს რაღაც სცენარების დატრიალება, რა სცენარიც მოიცავს „გვამებს“, ეს არის ადამიანების პირდაპირ ფსიქოლოგიური დატერორება იმ დროს, როდესაც გარეთ არის მშვიდობიანი აქციები. გუშინ საღამოს ძალიან კარგად […]
პაატა სალია, არჩილ გორდულაძე და სხვები | „ოცნებამ“ 8 ახალი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 8 წევრის ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება ცნო. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის ადგილმონაცვლე იქნება ლევან მაჭავარიანი, ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე — არჩილ გორდულაძე, ირაკლი ღარიბაშვილის ადგილმონაცვლე — სალომე ჯინჯოლავა, მაკა ბოჭორიშვილის ადგილმონაცვლე — თორნიკე ბერეკაშვილი, მარიამ ქვრივიშვილის ადგილმონაცვლე — თორნიკე ჭეიშვილი, ანრი ოხანაშვილის ადგილმონაცვლე — პაატა სალია, მიხეილ ყაველაშვილის ადგილმონაცვლე — გიორგი გუგუჩია და დავით სონღულაშვილის ადგილმონაცვლე […]
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ჟურნალისტები დააჯილდოვა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტები დააჯილდოვა. მათ შორის არიან ის ჟურნალისტები, რომელთაც მიმდინარე მასშტაბური პროევროპული პროტესტის მიმდინარეობისას და გაშუქებისას ძალოვნები, მათთან დაკავშირებული არაიდენტიფიცირებადი პირები და ჯგუფები ძალადობრივად გაუსწორდნენ. პრეზიდენტის ჯილდო გადაეცათ ჯონი ბაკურიძეს, სერგი ბარამიძეს, ნუცა ბახუტაშვილს, დავით ბერაძეს, დავით ბიჭიკაშვილს, სალომე ბოკუჩავას, ნიკა ბუჭოშვილს, მინდია გაბაძეს, მარიამ გაფრინდაშვილს, გურამ როგავას, რუსუდან დუმბაძეს, აკაკი ზარქუას, ვასილ […]
ზურაბიშვილი: გადავედით რეჟიმში, რომელიც თავის მოქალაქეებზე ტერორს აწარმოებს

ქვეყანაში არა მხოლოდ ადამიანის უფლებების შეზღუდვა დაიწყო, არამედ ჩვენ გადავედით რეჟიმში, რომელიც აწარმოებს ნამდვილ ტერორს თავის ახალგაზრდებზე, მოქალაქეებზე, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტზე. რომელიც არ ერიდება იმას, რომ წამებაც გამოიყენოს – ეს სხვა სიტყვებით და მოკლედ აღწერილი რუსული რეჟიმია. ამ ქმედებებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია. ამ დღეებში 30 თუ 32 ინტერვიუ მივეცი სხვადასხვა ევროპულ და ამერიკულ მედია წარმომდგენლებს […]