პრეზიდენტი – ნიღბების ტარების აკრძალვის შესახებ კანონში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ თავიანთ „ტიტუშკებს“ აღარ ჰქონდეთ უფლება, ნიღბები ატარონ – ასევე მზადდება ინიციატივა, რომ საჯარო სექტორში შეძლონ ადამიანების დატერორება

რეჟიმი ახალ კანონებს ამზადებს – ნიღბების ტარების აკრძალვის შესახებ კანონში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ თავიანთ „ტიტუშკებს“ აღარ ჰქონდეთ უფლება, ნიღბები ატარონ – ასევე მზადდება ინიციატივა, რომ საჯარო სექტორში რეორგანიზაციის გამარტივებით შეძლონ ადამიანების დატერორება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტმა იმ ორ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის შემუშავებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს. „რეჟიმი ახალ კანონებს […]

სალომე ზურაბიშვილი – როგორც ჩანს, წესი ხდება, რომ ამ ქვეყანაში დიპლომები არავის არაფერში სჭირდება – ეს პირდაპირ არის გზა იმისთვის, რომ აიყვანონ ახალი „ტიტუშკები”

როგორც ჩანს, წესი ხდება ამ ქვეყანაში, რომ დიპლომები არავის არაფერში სჭირდება. ეს პირდაპირ არის გზა იმისთვის, რომ აიყვანონ ახალი „ტიტუშკები“, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, რომლის თანახმად, შს მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა. „კიდევ ერთი ინიციატივა, […]

„გამოღვიძება წარმატებით დაიწყო, რისკები იგივეა“ – აქციის დაშლისას მძიმედ დაშავებული ალექსი თირქია ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს

3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებული 21 წლის ალექსი თირქიას გამოღვიძების პროცესი წარმატებით დაიწყო. ის მოხსნეს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან, თუმცა მდგომარეობა ისევ მძიმეა. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა კახაბერ ჭელიძემ მიაწოდა. მისი თქმით, მხედველობის ფუნქციის შემოწმება შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც პაციენტი სრულად გამოიღვიძებს. „სამკურნალო ძილიდან გამოსვლის პროცედურა უკვე დაწყებულია. მნიშვნელოვანი […]

“გვამების სცენარი” – პრეზიდენტი სუს-ის განცხადებაზე

სცენარების დატრიალება, რომელიც გვამებს მოიცავს – ასე ეხმაურება პრეზიდენტი სუს-ის განცხადებას და ამბობს, რომ აქციები აბსოლუტურად მშვიდობიანია. “ეს რაღაცა სცენარების დატრიალება, რომელი სცენარიც მოიცავს გვამებს, არის ადამიანების პირიდაპირ ფსიქოლოგიური დატერორება, იმ დროს, როცა გარეთ არის მშვიდობიანი აქციები, რაც გუშინ საღამოს ძალიან კარგად გამოჩნდა, როცა არ არიან არც ტიტუშკები და არც სხვები, ძალიან მშვიდობიანად ტარდება აქციები […]

“სახალხო დამცველმა თვითონ გამოიყენა სიტყვა „წამება“, ესეც შევა ისტორიაში” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, განაცხადა: “ეს დღე ითვლება როგორც ადამიანის უფლებების აღნიშვნის დღე. ეს დღე საქართველოში არათუ ადამიანის უფლებების აღნიშვნის, არამედ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღეა. ასე უნდა ვახსენოთ ეს დღე და ასე დარჩება ეს დღე საქართველოს ისტორიაში. ყველანი, ვინც ამაში მონაწილეობდნენ ან კიდევ მიიღებენ მონაწილეობას ამ დღეებში, ისინიც საქართველოს ისტორიაში უთუოდ შევლენ. ქართველი ხალხი, […]

ეს დღე საქართველოში არათუ ადამიანის უფლებების აღნიშვნის, არამედ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღეა – სალომე ზურაბიშვილი

ეს დღე საქართველოში არათუ ადამიანის უფლებების აღნიშვნის, არამედ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღეა – რაც არ უნდა ნიღბები ატარონ, იცოდნენ, რომ გამოირკვევა ვინ სად იყო და ყველას დავიმახსოვრებთ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელება. „ეს დღე ითვლება როგორც ადამიანის უფლებების აღნიშვნის დღე. ეს დღე საქართველოში […]

პარლამენტმა 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომდევნო წელს მთავრობის ხარჯები 27.9 მილიარდ ლარზე არის დაგეგმილი, რაც ბიუჯეტის წინა პროექტზე 895 მილიონი ლარით არის გაზრდილი, რაც რიგ სამინისტროებში დაფინანსების ზრდით არის განპირობებული. ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი თანხა – 8.8 მილიარდი ლარი ჯანდაცვის სამინისტროზე მიიმართება. ასევე 200 მილიონი ლარით გაიზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება, რაც 3.08 მილიარდ ლარს მიაღწევს, ინფრასტრუქტურის […]

„ენგურის ხეობაში 2 ახალი ჰიდროპროექტი განხორციელდება“ – დავით მირცხულავა

„ქართულმა ოცნებამ“ 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს. გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც სპეცრაზმმა არაერთხელ დაარბია. ამ დროისთვის, ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები ყოველდღე იმართება. საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ნაწილმა ფინანსური დახმარებები შეაჩერეს. ყოველდღიურად იკლებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილიც ქართულ ეკონომიკაში. კლება შეინიშნება ისეთ დარგებში, როგორებიცაა: მშენებლობა, განათლება, ჯანდაცვა, […]

“იესო ხომ არ დამარხეს შემთხვევით? ამოვთხაროთ?” – ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წერილი და მოქალაქეების კომენტარები

გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთაველზე, აქციის მიმდინარეობისას, მომხდარ შემზარავ ფაქტს. ახალგაზრდებმა გამოიტანეს და დაწვეს კუბო, რომელზეც გამოხატული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მართლმადიდებელი ეკლესია ემზადება ქრისტეშობის დღესასწაულისთვის, რაც გულისხმობს ჩვენი გულების განწმენდას, რათა მასში იშვას უფალი. მომხდარი კი არის საშინელი ღვთისგმობა და ნებსით თუ უნებლიედთ ეშმაკის მსახურება. ასე იქცეოდნენ ეკლესიის მტრები და ღვთისმგმობელები ხატმებრძოლობის და კომუნისტების პერიოდში, […]

“თუ ქვეყანაში ასეთ რამეს გეგმავს ვინმე და იცით, ბავშვებს კი არ უნდა დასდევდეთ სადარბაზოებში…”– ხუხაშვილი სუსს

თუ ხვდებიან სუსში, ასეთ ხმამაღალ განცხადებებზე საზოგადოების პრაქტიკულად ნულოვანი რეაქცია ნულოვან ნდობას რომ ნიშნავს?! თქვე კაი ხალხო, თუ ქვეყანაში ასეთ რამეს გეგმავს ვინმე და იცით, ბავშვებს კი არ უნდა დასდევდეთ სადარბაზოებში, იმათ უნდა იჭერდეთ… იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ ჟურნალისტებზე ძალადობის “ვიღაცისთვის” ჩადებას ჩალიჩობთ “პახოდუ”… სირცხვილია ასე ნაჯახით მუშაობა… ვერც ვერავის შეაშინებთ, რაც არის თქვენი ზღაპრების […]