“ეს არის პირდაპირ გზა, რომ აიყვანონ ახალი “ტიტუშკები” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ გომელაურს -ში “ტიტუშკები აჰყავს”.
პრეზიდენტის თქმით, „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებები მეტყველებს, რომ -ში რესურსები აღარ ჰყოფნით.
კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც არის ძალიან ძლიერი დარღვევა ყველაფრის. საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ ცვლილებეზე, რომ გამარტივდეს ახალი პერსონალის აყვანა, ისე, რომ არ მოეთხოვოს მათ დიპლომები, ეს უკვე, როგოროც ჩანს, წესი ხდება ამ ქვეყანაში, რომ დიპლომები ამ ქვეყანაში არავის არ სჭირდება, ეს არის პირდაპირ გზა, რომ აიყვანონ ახალი ტიტუშკები და ეს არის ნიშანი იმისა, რომ რესურსები აღარ ჰყოფნით, რაც ძალიან საინტერესო არის”- განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს და საკუთარი ბრძანებით კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობები განსაზღვროს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან