სირიის გარდამავალი მთავრობის დროებით პრემიერ-მინისტრად დაინიშნა მოჰამედ ალ-ბაშირი

ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ სირიის გარდამავალი მთავრობის დროებით პრემიერ-მინისტრად დაინიშნა მოჰამედ ალ-ბაშირი. თავად მან სამშაბათს სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ თანამდებობაზე 1 მარტამდე დარჩება. Al Jazeera-მ გაავრცელა ინფორმაცია ალ-ბაშირის მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ, აღნიშნავს ტელეარხი Current Time. ასადის მოწინააღმდეგე ძალების ელვისებური შეტევის დაწყებამდე, რომელიც ნოემბრის ბოლოდან მიმდინარეობდა და საბოლოოდ სირიაში ხელისუფლების შეცვლით დასრულდა, ალ-ბაშირი ხელმძღვანელობდა მეამბოხე […]
OpenAI-მ, ტექსტური მოთხოვნების საფუძველზე ვიდეოების გენერირებისთვის, ნეირონული ქსელი Sora შექმნა

ChatGPT–ის შემქმნელმა, ამერიკულმა OpenAI-მა, ჩაუშვა ნეირონული ქსელი Sora, რომელიც ქმნის რეალისტურ ვიდეოებს ტექსტური აღწერილობების საფუძველზე. ფასიანი გამოწერის მქონე ChatGPT მომხმარებლებმა Sora-ზე წვდომა 9 დეკემბრიდან მიიღეს. „ამჟამად, მომხმარებლებს აქვთ წვდომა Sora-ზე ყველგან, სადაც ChatGPT მუშაობს, გარდა დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებისა“, – ნათქვამია OpenAI-ის განცხადებაში. Sora იძლევა 20 წამამდე ვიდეოების შექმნის საშუალებას ტექსტური […]
მეტრო „უნივერსიტეტის“ ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა

მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ლიანდაგებში კაცი ჩავარდა. საბურთალოს ხაზზე მატარებლის მოძრაობა ამ მიზეზითაა შეფერხებული. მეორე ხაზი მეტროსადგურ დელისამდე მუშაობს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერენ, რომ კაცს ხელი კრეს. შემთხვევა ნახევარი საათის წინ მოხდა. რადიო თავისუფლება ინფორმაციას შსს-ში აზუსტებს. დაჩი დიდიძე, რომელიც მომხდარს შეესწრო, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე გაქცევისას დააკავა. „მატარებლის გამოჩენისას […]
პრეზიდენტი აკრიტიკებს „ოცნების“ ინიციატივებს აქციაზე ნიღბების აკრძალვასა და საჯარო სამსახურებში რეოგრანიზაციაზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივებს – საჯარო სამსახურებში რეოგრანიზაციის გამარტივებასა და აქციებზე დემონსტრანტებისათვის ნიღბების აკრძალვას. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ აღწერს სიტყვათშეთანხმება „რუსული რეჟიმი“ და მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ „გადავედით რეჟიმში, რომელიც აწარმოებს ნამდვილ ტერორს მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტზე და არ ერიდება, წამებაც გამოიყენოს“. „რეჟიმი არ კმაყოფილდება და ახალ კანონებს […]
რა ეღირება ლარი ხვალ?

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7944 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7938 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9425 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9564 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0139 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის […]
კვარაცხელია ტრავმირებულია – რამდენი ხანი მოუწევს უქმობა?

“ნაპოლის” ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ “ლაციოსთან” მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო, Pineta Grande-ის კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარა და სარეაბილიტაციო პროცესის გავლა დაიწყო. ნეაპოლური მედია წერს, რომ ასეთი დაზიანების შემდეგ ფეხბურთელს როგორც წესი ერთიდან ოთხ კვირამდე მკურნალობა სჭირდება. კვარაცხელიას მდგომარეობას ექიმები დააკვირდებიან და უფრო დეტალურ ცნობებს მოგვაწვდიან. სავარაუდოდ, ხვიჩა წელს ვერ ითამაშებს. calciomercato-ს მტკიცებით, […]
სალომე ზურაბიშვილი მედიის წარმომადგენლებს – თქვენ დგახართ ქვეყნის სადარაჯოზე, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც არა მხოლოდ კამერა და მიკროფონი, ქვეყნის მომავალი და ბედი აიღეთ ხელში

თქვენ დგახართ ქვეყნის სადარაჯოზე, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც არა მხოლოდ კამერა და მიკროფონი, ქვეყნის მომავალი და ბედი აიღეთ ხელში , – ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ორბელიანების სასახლეში დააჯილდოვა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დაჯილდოებულ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, რომლებმაც საპროტესტო აქციაზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს და ასევე, იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში აშუქებენ […]
პრეზიდენტი – ყველა იმ ორგანიზაციას მივმართე, რომელიც უფლებებს იცავს, რათა ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა გავაცნო, თუმცა, ბევრმა უკვე ძალიან კარგად იცის და არაერთი ანგარიში მომზადებული აქვთ

ყველა იმ ორგანიზაციას მივმართე, რომელიც უფლებებს იცავს, რათა ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა გავაცნო, თუმცა, ბევრმა უკვე ძალიან კარგად იცის და არაერთი ანგარიში მომზადებული აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მათ ვრცელი წერილი გაეგზავნა, რომელიც არის მოხსენება იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში და მოთხოვნა იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორმა სპეციალური […]
ბადრი ჯაფარიძე – როცა ახალ არჩევნებზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ მის ჩატარებას ახალი, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და საერთაშორისო ზედამხედველობით – ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ 26 ოქტომბრის განმეორება

როცა ახალ არჩევნებზე ვსაუბრობთ, ცხადია, ვგულისხმობთ მის ჩატარებას ახალი, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და საერთაშორისო ზედამხედველობით, – წერს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე „ფეისბუქ“ გვერდზე. მისივე თქმით, გამორიცხული უნდა იყოს 26 ოქტომბრის განმეორება. „საქართველოში მიმდინარე მანიფესტაციებში 35 წლის წინ დავიწყე აქტიური მონაწილეობა და ის, რაც ამჟამად ქუჩებში ხდება, სრულიად ახალი ფენომენია. ვფიქრობ, ახლა ვაკვირდებით […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა თიანეთისა და დუშეთის რაიონის სოფლებს შეეხება. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 დეკემბერს 11:00-იდან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში სიონი, მაგრანეთი, ვეძათხევა, ზურაბები, საჯინიბო და მიმდებარე სოფლებში; […]