ახალგაზრდა ბიჭს მეტროში ხელი ჰკრეს, კაცს მატარებელმა გადაუარა – მედია

პოლიციაა მობილიზებული ამ წუთებში მეტროსადგური უნივერსიტეტში – როგორც თვითმხილველები ადგილზე მყოფ “პირველების” კორესპოდენტს უყვებიან, მაშველებმა ლიანდაგიდან ახალგაზრდა კაცის ცხედარი ამოიტანეს.
თვითმხილველთა მონაყოლის თანახმად, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა, ახალგაზრდას ხელი ჰკრა. კაცი ლიანდაგში ჩავარდა და მატარებელი დაეჯახა.
მომხდარის გამო თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო