წელს „შუა დერეფანში“ შარშანდელზე 2-ჯერ მეტი, 50 000 ერთეული კონტეინერი გადაიზიდა

მიმდინარე წლის 11 თვეში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მეშვეობით ე.წ „შუა დერეფანში“ 50 000 კონტეინერის გადაზიდვა მოხდა, – ამის შესახებ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციაში აცხადებენ. „შუა დერეფანში“ წლის დასაწყისიდან 328 საკონტეინერო მატარებელმა გაიარა, საიდანაც 304 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მოდიოდა. ნოემბერში აღნიშნულ მარშრუტზე დაახლოებით 3 700 კონტეინერის გატარება მოხდა. ცნობისთვის, გასულ წელს, ჯამში, 20 200 […]

რა საკითხები განიხილეს სებ–ის ვიცე–პრეზიდენტმა და კორეის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა?

საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია სამხრეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში კორეის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკს ეწვია. ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს. „სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტ იონგრეოლ ლის შეხვდა. ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და არსებული პროექტები განიხილეს. ასევე საუბარი შეეხო საქართველოს საგადახდო სისტემებსა და ცენტრალური ბანკის როლს ინოვაციებსა და ფინანსურ სტაბილურობაში, სტაბილურ […]

„ეს არის უკვე რუსული რეჟიმი“ — პრეზიდენტი შსს-ს და სუსის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევაზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე — 10 დეკემბერი — საქართველოში ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღეა. ზურაბიშვილის თქმით, შავი ნიღბების მიუხედავად, ისტორიაში შევლენ ყველანი, ვინც ადამიანის უფლებების გათელვაში მონაწილეობენ. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობას ადგილი აქვს როგორც დაკავების დროს, ისე დაკავების შემდგომ პერიოდში. „თვითონ სახალხო დამცველმა […]

“განყოფილებაში მეუბნებოდნენ, ვიცით შენზე, რომ სტრიპტიზს ცეკვავ ჩახდილი და გახდილიო” – აქციაზე დაკავებული ბეატრის გაზდელიანი

პრაიმ ჰაუსის” ყოფილი მონაწილე, ბეატრის გაზდელიანი, რომელიც აქციაზე დააკავეს, განსასჯელის სკამზე ზის. ახალგაზრდას, რომელიც ხელებაწეული სპეცრაზმის პირისპირ იდგა და მეგობრის დაკავებას აპროტესტებდა, ახლა ხულიგნობას და პოლიციელების დაუმორჩილებლობას ედავებიან. ბრალდებული ამტკიცებს, რომ დაკავების დროს მას ამცირებდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. თავიდან დააკავეს ჩემი მეგობარი გიორგი ბრეგვაძე, რომელიც არაფერს არ აკეთებდა, უბრალოდ იდგა თავისთვის და როცა დავინახე, […]

“ყველანი ვსაუბრობთ ხარებაზე და გომელაური ბევრს გამოგვრჩა…” – რას ჰყვება გომელაურზე ნიკა მელია

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა მელია: 462 ადამიანია არის დაპატიმრებული უკანასკნელი 12 დღის განმავლობაში. მოქალაქეები უკვე შსს–ს აღარ ეძახიან, შიფრავენ აბრევიატურას ასე – შენი სიცოცხლე საფრთხეშია და მართალია და ასეა. ესაა სათავე ბოროტების – ივანიშვილ–გომელაურის ბოროტების სათავე. ადამიანები აწამეს… ყველანი ვსაუბრობთ ხარებაზე, იმას თავისი ცოდვა ეყოფა და კიდევ დაიმატებს, მაგრამ გომელაური ბევრს გამოგვრჩა, ბევრს, ყველას […]

ნიკა მელია – მოქალაქეები შსს-ს აბრევიატურას ასე შიფრავენ: “შენი სიცოცხლე საფრთხეშია“ – პოლიციური ცხოვრება მალე უნდა დასრულდეს, სისტემის არ ჩამონგრევა გარუსებას ნიშნავს და არ მგონია, ქვეყანას ეს ბედისწერა ჰქონდეს

თქვენ გგონიათ, შსს ადამიანის უფლებებს იცავს? მოქალაქეები ამ უწყების აბრევიატურას როგორც – შენი სიცოცხლე საფრთხეშია – ასე შიფრავენ. ამ სამინისტროში მწამებლები მუშაობენ, ყველა “ხარებას” რომ ახსენებს, გომელაური დაგვავიწყდა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, შსს-თან აქციის მიმდინარეობისას განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე პროცესებში ყველაზე სამარცხვინო და ამორალური საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან. “გომელაურის ბრძანებითაც […]

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს “2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების” შესახებ, რომელშიც მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და შესაძლო რისკები. აღნიშნული დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ წარადგინა. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, […]

ეკატერინე გალდავა კორეის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია სამხრეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში კორეის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტ იონგრეოლ ლის შეხვდა. “ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და არსებული პროექტები განიხილეს. ასევე საუბარი შეეხო საქართველოს საგადახდო სისტემებსა და ცენტრალური ბანკის […]

მეტროში დაიღუპა კაცი, რომელსაც სავარაუდოდ ხელი ჰკრეს

მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ლიანდაგებზე ჩავარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ნეტგაზეთს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უდასტურებენ. მეტროს მეორე ხაზზე გადაადგილება მხოლოდ სადგურ „დელისამდე“ შეიძლება. სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობა „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურიდან, სადაც მომხდარის შემსწრე ადამიანი ჰყვება, რომ გარდაცვლილს ხელი ჰკრეს. იგივე ინფორმაციას ავრცელებს სხვა მგზავრიც. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

ონლაინ აზარტული თამაშების გადასახადი იზრდება – მთავრობა ბიუჯეტში დამატებით 115 მილიონის მიღებას გეგმავს

2025 წლიდან ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიებისთვის გადასახადების დონე გაიზრდება – ამას ითვალისწინებს ქართული ოცნების დეპუტატების მიერ რეგისტრირებული კანონპროექტი. დოკუმენტის თანახმად, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ონლაინ აზარტული თამაშების გამართვის ლიცენზიას ფლობენ მოგების გადასახადი არსებული 15%-დან 20%-მდე გაეზრდებათ. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ ცვლილების შედეგად ბიუჯეტში დამატებით 115 მილიონი ლარი შევა. “კანონპროექტის მიღების შედეგად, 62 ორგანიზატორის მიერ, რომლებიც […]