გრიგოლ გეგელია – “ქართულ ოცნებას” არ ვეკითხებით, მოუწევს შეცვალოს საკუთარი რუსული გადაწყვეტილება – ბრძოლა წავა წინ და გამარჯვებით დასრულდება, ანუ ახალი არჩევნებით

კობახიძეს მოვუწოდებ, ნიღბების დევნას, ნიღბოსნებს სდიოს, რომლებიც ქალებს და ჟურნალისტებს ქუჩებში უსწორდებიან, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა. გეგელიას თქმით, საპროტესტო აქციები დასრულდება გამარჯვებით, რომელიც გულისხმობს ახალ არჩევნებს. მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს პროტესტის ჩახშობას. “ქართულ ოცნებას” არ ვეკითხებით შეიცვლის თუ არა გადაწყვეტილებას. მას მოუწევს შეცვალოს […]

სალომე ზურაბიშვილი – შევედით რეჟიმში, რომელიც რეალურ ტერორს ახორციელებს – ეს რუსული სტილის რეჟიმია

შევედით რეჟიმში, რომელიც რეალურ ტერორს ახორციელებს საკუთარ მოქალაქეებზე, წამების გამოყენებაზე ყოყმანის გარეშე, სხვა სიტყვებით, ეს რუსული სტილის რეჟიმია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. პრეზიდენტის თქმით, ამას ქართველი ხალხი არ აპატიებს. “ტერორი საქართველოში: 10 დეკემბერი მსოფლიო მასშტაბით ადამიანის უფლებების დღეა, მაგრამ საქართველოში ის აღნიშნავს დღეს, როდესაც უფლებები გათელილია. ეს ისტორიას დარჩება. […]

ნატალი ლუაზო – საქართველოში გრძელდება დემონსტრაციები დემოკრატიის უარყოფის წინააღმდეგ, რაც მმართველი პარტიის მიერაა თავსმოხვეული

საქართველო რუსეთი არაა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოში გრძელდება დემონსტრაციები მმართველი პარტიის მიერ „თავსმოხვეული დემოკრატიის უარყოფის“ წინააღმდეგ. “მთელს საქართველოში გრძელდება დემონსტრაციები დემოკრატიის უარყოფის წინააღმდეგ, რაც მმართველი პარტიის მიერაა თავსმოხვეული. საქართველოს სურს თავისუფლად ცხოვრება, თავისი ლიდერების არჩევა თაღლითობის გარეშე და ევროპისკენ შეტრიალება. საქართველო რუსეთი არაა”, – წერს ევროპარლამენტარი ნატალი […]

“მე რუსეთუმეობას ვერავინ დამწამებს… ევროკავშირის წევრობას უკვე რამდენი წელია ველოდებით და უარს გვეუბნებიან…“- კირა ანდრონიკაშვილი

როგორ ეხმაურებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, ამის შესახებ “კვირის პალიტრა“ სტატიას აქვეყნებს. მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი გამოცემასთან საუბრისას ამბობს, რომ არ ეგულება ნორმალური ქართველი, ვისაც რუსთაველზე დაპირისპირება მოსწონს. კირა ანდრონიკაშვილი: – ქართველებმა კიდევ ერთხელ გავახარეთ მტრები! მე რუსეთუმეობას ვერავინ დამწამებს, რადგან ჩვენმა ოჯახმა საბჭოთა წყობის დროს დიდი ტანჯვა გამოიარა. რეპრესიები შეეხო ყველას – ჯორჯაძეებსაც […]

“ლოცვა რომ დავიწყე უფრო მცემდნენ და თან მეკითხებოდნენ შენი ღმერთი გშველისო?!”- რას ყვება ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში აქტიურადაა ჩართული, მან სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოაქვეყნა სადაც ერთ-ერთი დაკავებული ბიჭის ისტორიას იხსენებს. “სასტიკად ნაცემი ბიჭი ყვებოდა, ლოცვა რომ დავიწყე უფრო მცემდნენ და თან მეკითხებოდნენ შენი ღმერთი გშველისო?! ეს ხალხი დარდობს თურმე იესოზე. ნაცემ ახალგაზრდებს ჯვრებს ხსნიან და ჯიბეში იდებენ. ქორწინენის ბეჭდები წაართვეს დაკავებულებს. ნაცემი ბიჭის ვიდეოს კომენტარებში […]

“ბევრი კითხულობს მის ამბავს.. კოტე არის მხნედ, ჯანზე, დასვენებული და შემართებით“ – რას წერს კოტე ჩახუნაშვილის ძმა

პედიატრ კოტე ჩახუნაშვილის ძმა, რომელიც ასევე პედიატრია, მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. “ბევრი კითხულობს კოტეს ამბავს და კიდევ ერთხელ ყველას ძალიან დიდი მადლობა. დღეს ბევრი ადვოკატი იყო მის სანახავად შესული, ასევე სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელიც. თითოეულს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. კოტე არის მხნედ, ჯანზე, დასვენებული და შემართებით. შიგნიდან ყველას გითვლით მოკითხვას! ოქმი […]

გერმანია სასაზღვრო კონტროლს მარტის შუა რიცხვებამდე გააგრძელებს

გერმანია სასაზღვრო კონტროლს მარტის შუა რიცხვებამდე გააგრძელებს. აღნიშნულის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. ამასთან, როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა აღნიშნა, სასაზღვრო კონტროლის გახანგრძლივება 2025 წლის მარტის შემდეგაც სურს. გერმანიამ არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლი 2023 წლის 16 სექტემბრიდან შემოიღო, რომლის მოქმედების ვადაც 15 დეკემბერს იწურებოდა, თუმცა გადაწყვიტა, სასაზღვრო კონტროლი ჩეხეთთან, […]

„ამ თავ-პირის მტვრევაში, ორ საათში, აწყობენ ნაძვის ხეს, ვითომც არაფერი“ — ეკა ჩხეიძე

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ეკა ჩხეიძე ამბობს, რომ ძალიან აღიზიანებს ხელისუფლების მიერ „ხალხის მოტყუება“ და მიტინგების არაერთხელ დარბევის მიუხედავად, პარლამენტთან ნაძვის ხის ინსტალაცია. „ჩემი რევოლუციონერობა არავის უნახავს. მე მგონია, ადამიანი ტყუილს ვერ პატიობს, სიცრუეში არ უნდა ცხოვრება. იცით, რა გამახსენდა? ამ „გამჭვირვალობის კანონზე“ რომ იყო საუბარი, კობახიძემ, 2023-ის მარტში თქვა მგონი, ხალხის აზრს ვითვალისწინებთ და უკან […]

STEM საზოგადოების ორგანიზებით 11 დეკემბერს, 17:00-ზე, საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

“ქართული ოცნების” არაკონსტიტუციურ ქმედებებსა და მოქალაქეების მიმართ ძალადობას სამეცნიერო-ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე ადამიანებიც აპროტესტებენ — როგორც მეცნიერები, ასევე ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები. 11 დეკემბერს, 17:00-ზე, STEM საზოგადოების ორგანიზებით საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება. მონაწილეები განათლების სამინისტროს შენობიდან (დიმიტრი უზნაძის N52) დაიძვრებიან პარლამენტის მიმართულებით. STEM საზოგადოების ფეისბუკგვერდზე ვკითხულობთ, რომ “აქცია-მსვლელობა სრულად იზიარებს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის მოთხოვნებს”. თავად მოთხოვნები […]

ღარიბაშვილი და წულუკიანი დიდი ხანია არ ჩანან, პარტიაში დაპირისპირებაა – გიორგი ბაჩიაშვილი

ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებაში” დაპირისპირებაა. როგორც ბაჩიაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი და თეა წულუკიანი პარტიაში დიდი ხანია არ ჩანან. “ირაკლი ღარიბაშვილიც და თეა წულუკიანიც პარტიაში დიდი ხანია არ ჩანან. პარტიაში დაპირისპირებაა. ღარიბაშვილი სერიოზულად არის დაპირისპირებული კობახიძესთან და პარტიის სხვა წევრებთანაც. რა თქმა უნდა, ეს […]