,,უცხოური ინვესტიციების ამაზე დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ 2008 წელს გვქონდა” – ბაირახტარი

2024 წლის 9თვეში კვარტალში საქართველოში შემომავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 55%-ით შემცირდა და მან მხოლოდ $198 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 2024 წლის 9 თვეში FDI-ის მოცულობა 966 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით, ანუ 640 მილიონი დოლარით ნაკლებია. საქსტატის ანგარიშის თანახმად, ინვესტიციების კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ნიდერლანდებიდან შემომავალი საინვესტიციო ნაკადების 272 მილიონი დოლარით, […]

ნიღბების ტარების აკრძალვის შესახებ კანონში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ თავიანთ „ტიტუშკებს“ აღარ ჰქონდეთ უფლება, ნიღბები ატარონ – პრეზიდენტი

რეჟიმი ახალ კანონებს ამზადებს – ნიღბების ტარების აკრძალვის შესახებ კანონში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ თავიანთ „ტიტუშკებს“ აღარ ჰქონდეთ უფლება, ნიღბები ატარონ – ასევე მზადდება ინიციატივა, რომ საჯარო სექტორში რეორგანიზაციის გამარტივებით შეძლონ ადამიანების დატერორება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტმა იმ ორ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის შემუშავებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს. „რეჟიმი ახალ კანონებს […]

მომავალ კვირას ევროპელი ლიდერები საქართველოზე იმსჯელებენ. ვიტოვებ იმედს, რომ ეს მსჯელობა ობიექტურ რეალობას დაემყარება და გადაწყვეტილებების მიღებისას ევროკავშირი არასწორი აღქმებით არ იხელმძღვანელებს

მომავალ კვირას ევროპელი ლიდერები საქართველოზე იმსჯელებენ. ვიტოვებ იმედს, რომ ეს მსჯელობა ობიექტურ რეალობას დაემყარება და გადაწყვეტილებების მიღებისას ევროკავშირი არასწორი აღქმებით არ იხელმძღვანელებს ვიტოვებ იმედს, რომ ეს მსჯელობა ობიექტურ რეალობას დაემყარება და გადაწყვეტილებების მიღებისას ევროკავშირი არასწორი აღქმებით არ იხელმძღვანელებს, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მაკა […]

ბაჩიაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებაში ძალიან ბევრი ბზარია“

ბიძინა ივანიშვილთან წარსულში დაახლოებული პირი და თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვიაშილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ძალიან ბევრი ბზარია. მისი შეფასებით, ამის მიზეზი ისაა, რომ ევროინტეგრაციის საკითხში ივანიშვილმა „თავისი გუნდის ბევრი წევრი გადააგდო“. „ქართულ ოცნებაში ძალიან ბევრი ბზარია. ირაკლი ღარიბაშვილი ორ კვირაზე მეტია არ გამოჩენილი ოფისში. დღეს ხმა გამოვიდა, რომ ტრავმატოლოგიურში იყო სხვადასხვა დაზიანებით. არ […]

“შეწყვიტეთ ძალადობა, დაისაჯონ მოძალადეები, მოგვეცით არჩევანის უფლება, არა, რუსეთს! გონს მოდით, ჯერ არ არის გვიან….“- მედეა ზირაქიშვილი

ცნობილი ექიმი, მედეა ზირაქაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს რუსთაველზე მიმდინარე აქციებზე ძალოვნების ქმედებების შესახებ: “რობოკოპებით შენარჩუნებული რეჟიმი! როგორი კონტრასტია ნიღბებს ამოფარებული ძალოვნების ქცევებს, „შემართებას“ , „გამბედაობასა“ და იმავე, მხოლოდ ნიღაბჩამოგლეჯილი ძალოვნების ქმედებებს შორის… კამერებს რომ ემალებიან და ჟურნალისტებს გაურბიან, დედების და ცოლების ზურგებს ამოფარებულნი… მაინტერესებს, ნუთუ ჰგონიათ არასდროს დასრულდება ამ ძალოვანი რეჟიმის პარპაში? და […]

ევროპის რომელ ქალაქში დადის ყველაზე მეტი ეკოლოგიური ტრანსპორტი?

ტრანსპორტის თვალსაზრისით ევროპის ყველაზე ეკოლოგიური ქალაქები ლონდონი და ამსტერდამია. ამის შესახებ “ჭკვიანი ქალაქების” შექმნის ინტელექტუალური სისტემებისა და ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესის (Smart City Expo World Congress) ანგარიშში წერია. რეიტინგის შედგენისას ექსპერტები ითვალისწინებენ ელექტრომობილებისა და დამტენი სადგურების რაოდენობას, ველობილიკების სიგრძეს, გასაქირავებლად ხელმისაწვდომი ველოსიპედების, ასევე, ელექტროენერგიაზე მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობასა და მასზე ბილეთების ღირებულებას. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი, […]

ეს “სწრაფი ფულის” მიღების რუსული მოდელის მსგავსია – აქციზს უეცრად ზრდიან, როცა ეკონომიკას დაარტყა – ექსპერტი

ექსპერტი საერთაშორისო ბიზნესის და სამართლის საკითხებში ზვიად სხვიტარიძე „ქართული ოცნების“ მიერ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდის გადაწყვეტილებას მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებს. “ეს არის სწრაფი ფულის“ მიღების რუსული მოდელი მსგავსი გზაა – აქციზს უეცრად ზრდიან, როცა ეკონომიკას დაარტყა“ – თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში. საქმე ის არის, რომ როგორც გუშინ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ […]

საქართველოში გრძელდება დემონსტრაციები დემოკრატიის უარყოფის წინააღმდეგ, რაც მმართველი პარტიის მიერაა თავსმოხვეული

საქართველო რუსეთი არაა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოში გრძელდება დემონსტრაციები მმართველი პარტიის მიერ „თავსმოხვეული დემოკრატიის უარყოფის“ წინააღმდეგ. “მთელს საქართველოში გრძელდება დემონსტრაციები დემოკრატიის უარყოფის წინააღმდეგ, რაც მმართველი პარტიის მიერაა თავსმოხვეული. საქართველოს სურს თავისუფლად ცხოვრება, თავისი ლიდერების არჩევა თაღლითობის გარეშე და ევროპისკენ შეტრიალება. საქართველო რუსეთი არაა”, – წერს ევროპარლამენტარი ნატალი […]

საიდან მოდის ტერმინი „ტიტუშკები“

რატომ უწოდებენ ხელისუფლების მიერ მართულ ნიღბიან და აგრესიულ პირებს, რომლებიც ოპოზიციასა და მედიას თავს ესხმიან, „ტიტუშკებს“? ამ მასალაში მოკლედ მოგიყვებით, საიდან და როგორ წამოვიდა ეს ტერმინი. უკრაინული „სახალხო“ ლექსიკონის, „მისლოვოს“ [მასში რედაქტირებებს რიგითი მომხმარებლები ანხორციელებენ] განმარტებით: · „ტიტუშკები“ — სპორტული აღნაგობის კაცები, რომლებიც ჩნდებიან იქ, სადაც გადამეტებულ სამოქალაქო აქტივობას აქვს ადგილი. სიტყვა მრავლობითში გამოიყენება, ვინაიდან […]

მამარდაშვილი მკურნალობს – ცნობილი გახდა “რეალთან” “ვალენსიას” მატჩის თარიღი

ესპანური მედიის ცნობით, “ვალენსიას” ტრავმირებული მეკარე გიორგი მამარდაშვილი მკურნალობისა და ფიზიოთერაპიის კურსს გადის, თუმცა არ იტყობინებიან, როდის ჩადგება მწყობრში. სავარაუდოდ, ის 14 დეკემბერს “ვალიადოლიდთან” არ ითამაშებს. Relevo იტყობინება, რომ ლა ლიგის მე-12 ტურის გადადებული მატჩი “ვალენსიასა” და “რეალს” შორის 3 იანვარს გაიმართება, თასზე “ღამურების” “ელდენსესთან” შეხვედრა კი 7 იანვარს ჩატარდება.