ჰილარი კლინტონი ქართველ ხალხს და სალომე ზურაბიშვილს „ისტორიაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაგასაყარის დროს” სოლიდარობას უცხადებს

მეამაყება შევუერთდე მსოფლიოს მასშტაბით ლიდერებს, ქართველ ხალხთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სოლიდარობაში, საქართველოს ისტორიაში ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაგასაყარის დროს,- ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. “მეამაყება, რომ მსოფლიოს მასშტაბით ლიდერებს შევუერთდე ქართველ ხალხთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სოლიდარობაში საქართველოს ისტორიაში ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაგასაყარის დროს. საქართველო ცალკე შემთხვევა არ […]

შსს „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, თუ რას ითვალისწინებს „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი. როგორც მოგეხსენებათ, პოლიცია შედგება სხვადასხვა დანაყოფისგან, მათ შორის გასამხედროებული დანაყოფებისგან, მათ აქვთ განსხვავებული ფუნქციები, რაც ცხადია, სხვადასხვა დანაყოფში მიღების განსხვავებულ წესსა და სპეციფიკას მოითხოვს. განვმარტავთ, რომ პოლიციის გასამხედროებულ დანაყოფებში, […]

ჟურნალმა Time-მა „წლის ადამიანის“ კანდიდატები დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა Time “წლის ადამიანის” პრეტენდენტების სია გამოაქვეყნა. გამოცემა Person of the Year-ს ყოველ წელს ასახელებს. აღნიშნული წოდებისთვის მიმდინარე წელს ათი კანდიდატი იბრძვის. კამალა ჰარისი – აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი 5 ნოემბრამდე და მოქმედი ვიცეპრეზიდენტი. ქეით მიდლტონი – უელსის პრინცესა, რომელიც დიდხანს ებრძოდა კიბოს და ქიმიოთერაპია მიმდინარე წლის სექტემბერში დაასრულა. ილონ მასკი – ჟურნალის ცნობით, მილიარდერმა […]

“რომელი უძრავი ქონების ბაზარი უნდა მიმოვიხილოთ, გაჩერებულია ყველაფერი” – “უძრავი ქონების ასოციაცია”

“რომელი უძრავი ქონების ბაზარი უნდა მიმოვიხილოთ, გაჩერებულია ყველაფერი”, – ამის შესახებ BM.GE-სთან უძრავი ქონების ასოციაციის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, ნატა მოდებაძე საუბრობს. მისი ცნობით, უძრავი ქონების ბაზარი ძალიან მგრძნობიარეა გარე და შიდა ფაქტორების, ნებისმიერი რყევის მიმართ. შესაბამისად, ამ ეტაპზე უძრავი ქონების სექტორში კრიზისული მდგომარეობაა. „უძრავი ქონების ბაზარი ძალიან სენსიტიურია და ნებისმიერი რყევა მასზე აისახება. ეს […]

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება – სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი ამბობს, რომ სექტორისთვის მოგების გადასახადის 5%-იანი ზრდა მოულოდნელია და საკითხზე ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციები არ ყოფილა. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, სექტორს ოპტიმიზაცია მოუწევს, ვინაიდან დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე ექნებათ დამატებით გადასახდელი. ამასთან, გიორგი მამულაიშვილი ხაზს უსვამს, რომ ასეთი ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები და გადასახადების ზრდა საინვესტიციო გარემოზე ნეგატიურად აისახება.

საქართველომ $6.4 მილიონის პიროტექნიკა იყიდა – ვინ არიან ძირითადი იმპორტიორები?

საქსტატის მონაცემებით, საქართველომ 2024 წლის 10 თვეში 6.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 813 ტონა პიროტექნიკა შეიძინა, რაც გასული წლის იმპორტის ღირებულებას 27.5%-ით, ხოლო რაოდენობას 62.1%-ით აღემატება. საქართველო ფეიერვერკებს, სასიგნალო შუშხუნებს, წვიმის რაკეტებს და სხვა პიროტექნიკურ ნაწარმს ძირითადად ბულგარეთში, ჩინეთში, პოლონეთში, ჩეხეთსა და ავსტრიაში ყიდულობს. bm.ge-მ იანვარ-ოქტომბერში პიროტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიების შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა. TOP […]

უნგრეთი ვეტოს დაადებს „ოცნების“ მაღალჩინოსნების სანქცირების ინიციატივას – საგარეო მინისტრი სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაძლო ინიციატივას „ქართული ოცნების“ ლიდერებისათვის სანქციების დაწესების თაობაზე. 10 დეკემბერს ბუდაპეშტში ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პიტერ სიიარტომ განაცხადა: „ჩვენ ვეწინააღმდეგებით საქართველოს თანამდებობის პირების სახელების დამატებას სანქციების ნებისმიერ სიაში. თუკი ასეთი შეთავაზება გაჩნდება, უნგრეთი მას დაბლოკავს. ეს ნამდვილად ასე […]

“შეიცოდეთ შვილები, რომელსაც ქართველი შეაფურთხებს და მკვლელის შვილი ხართო, – ეტყვის.” – გიული ჩოხელი

ჯაზ-მომღერალი, გიული ჩოხელი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და გადაცემა “რეაქციაში“ ამბობს: ესენი არიან მკვლელები, დაქირავებული მკვლელები. რა გინდა ჩვენგან, რა გინდა, ჩემ მოთმინებას ნუ ცდი, იცოდე შენ ცხოვრებას ცუდად დაამთავრებ, რამდენიმე დღეს გაძლევ, შენ ხარ თავი და თავი ამ უბედურების, გადადექი ვიდრე დროა, იმიტომ რომ შენ მალე, ძალიან მალე ტრიბუნალში ამოყოფ თავს. მთელი საზღვარგარეთი ადგება ფეხზე […]

თუ ეს იყო მიზანი, რომ დედაჩემის ამბის შემდეგ ვინმე შეეშინებინათ, პირიქით, გაგვაბრაზეს – მაკა ჩიხლაძის შვილი

“თუ ეგ იყო მიზანი, რომ დედაჩემის ამბის შემდეგ ვინმე შეეშინებინათ, პირიქით, გაგვაბრაზეს, თუ ეგ იყო მიზანი, რომ უფრო გავებრაზებინეთ, მაშინ მაგას მიაღწიეს, უფრო მეტი ადამიანია გამოსული“, – უთხრა მაკა ჩიხლაძის შვილმა, ნატა მეშეველიანმა “ტვ პირველის“ ჟურნალისტს, რომელიც ამ წუთებშიც აქციაზე იმყოფება. მისი თქმით, “ისინი, ვინც აქამდე ყოყმანობდნენ აქციაზე გასულიყვნენ თუ არა, ეს ამბავი გარდამტეხი აღმოჩნდა […]

„მშობლებსაც დააჯარიმებენ“ ახალი კანონით – როგორ ებრძვის ოცნება პიროტექნიკას

„ქართულმა ოცნებამ” დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც პიროტექნიკის ყიდვა-გაყიდვის და ხმარების ახალ წესებს ადგენს. ჩანაწერების უმრავლესობა ამკრძალავია. შეზღუდვებით ხელისუფლება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ევროკავშირის მხარდამჭერ აქციებზე დემონსტრანტების ფოერვერკებმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. საკანონმდებლო პაკეტი ერთ ძირითად და 7 თანმდევ კანონპროექტში ცვლილებას ითვალისწინებს. დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია მხოლოდ ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები. სხვა […]