ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას – ხომ იმარჯვებთ არჩევნებში? რა გაშინებთ? ხომ შეცვლით ამ კანონს, არა? რატომ ხართ ასეთ აჟიოტაჟში? – გამარჯვების შანსი არ გაქვთ, ამიტომ ხართ ასეთ აჟიოტაჟში და ამიტომ სპეკულირებთ

გამარჯვების არავითარი შანსი არ გაქვთ, ამიტომ ხართ ასეთ აჟიოტაჟში და ამიტომ პროვოცირებთ და სპეკულირებთ, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ტყუილია, რომ პოტენციური ცვლილებები განიხილება და ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, სპეკულაციებს თავი დაანებონ. „არავითარი პოტენციური კანონმდებლობა, პოტენციური ცვლილებები არ […]

პრეზიდენტი – ამ ურთულესი გამოწვევებისას ქართველ ხალხს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან გერტ იან კოპმანთან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა და აღნიშნა, რომ ვიზიტი საქართველოს ევროინტეგრაციისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გასულ წელს კანდიდატის სტატუსის მოპოვებამ უდიდესი იმედი და სტიმული მისცა ქართველ ხალხს, რომელიც დღეს საქართველოს ევროპულ […]

კახა კალაძე – სამწუხაროდ, არსებობს კადრები, როდესაც ლევან ხაბეიშვილი გარბის, შევარდა პოლიციის კორდონში და იქ რა მოხდა? – ალბათ, რომელიმეს ფიზიკურადაც გაუსწორდა

სამწუხაროდ, არსებობს კადრები, როდესაც ლევან ხაბეიშვილი გარბის, შევარდა პოლიციის კორდონში და იქ რა მოხდა? – ალბათ, რომელიმეს [სპეცრაზმელს] ფიზიკურადაც გაუსწორდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, არავის აქვს უფლება, რომ პოლიციის კორდონში შევარდეს ისევე, როგორც არავის აქვს უფლება, რომ ხალხს მოუწოდოს პარლამენტის ბლოკირებისკენ, ისროლოს ქვები, ბოთლები და […]

პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოქალაქეებმა „ვენოკები“ მიიტანეს

პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან მოქალაქეები იკრიბებიან. მათ პარლამენტის უკანა შესასვლელთან ყვავილები – ე.წ. ვენოკები მიიტანეს. როგორც აქ შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე მმართველი პარტია “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს უკან არ გაიწვევს. ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და მოქალაქეები მმართველი პარტიის მიერ “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს […]

კახა კალაძე ოპოზიციას – მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა, მაგრამ იცით, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი ნულს ქვემოთაა

მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა – მაგრამ იცით, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი ნულს ქვემოთაა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციის მისამართით განაცხადა. კალაძის თქმით, მცდელობაა, რომ დაპირისპირება შემოიტანონ, შუღლი გააღვივონ და ისეთი ქმედებები განახორციელონ, რაც რევოლუციასთან იქნება დაკავშირებული. „შეიძლება რაღაცაში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს […]

ეკა გიგაური – გერტ იან კოპმანისთან შეხვედრაზე ვისაუბრებ გუშინ დარბეულ აქციაზე, იმაზეც, სად მიჰყავს ქვეყანა „ქართული ოცნებას“ – მათ აღარ უნდათ ევროპა, ნატო, ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ მიზანს მიაღწიონ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანისთან აუცილებლად ისაუბრებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე გუშინ განვითარებულ მოვლენებზე. როგორც გიგაურმა შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის შეხვედრაზე ყურადღებას გაამახვილებს იმაზეც, თუ როგორ და რა გზით შეიძლება „საქართველო გადაარჩინონ“. „რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან […]

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მოსამართლეებისთვის მრგვალი მაგიდა გამართა

კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების და სამართლებრივი აღსრულების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს ინიციატივით და ევროკავშირის „დაძმობილების“ (Twinning) პროექტის მხარდაჭერით, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა გაიმართა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სემინარზე მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების (კარტელების) გამოვლენისა და აღკვეთის პრაქტიკა – ადგილობრივი და ევროპული […]

კრამონი: დაუწესდეთ სანქციები ივანიშვილს და დეპუტატებს, საქართველოს ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა ჯოზეფ ბორელის განცხადებას, დღეს, პირველ მაისს, თბილისში გამთენიისას ანტირუსული პროტესტის ჩასახშობად ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. კრამონის თქმით, განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, აუცილებელია გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. “ჩვენ გვჭირდება კონკრეტული შედეგები! · ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა; · ქართული პროექტების დაფინანსების შეწყვეტა; · ბიძინა ივანიშვილის სანქცირება; · მგზავრობის აკრძალვა იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც ხმას […]

“რუსეთისა და ყველა ამათნაირი მოძალადის დდ*** ყველგან და ყოველთვის” – სოსო მათიაშვილი [PHOTO]

კაჭოს არ აეწვება ეხლა? კაჭო რა სახელით იქნები ბიჭების თვალში უკვე ვხვდები… ქალმა გიქნა მასე თუ რუსეთში ცხოვრების დროს გადაგირუსდა გული? ბიძოს ფულის დამცველები.. სამსახურებში პრემიებს ვერ იმეტებენ იციან რომ წყალში გადაყრილი ფულია ჯარი გინდა პოლიცია გინდა თუ სხვა სამსახურები უმეტესობას გულში ის უდევს რომ ხმას სხვას მისცემს.. ხო არ ჩანს სხვა წესიერი პარტია მაგრამ […]

დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ოჯახისთვის იბრძვიან – ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტები

ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს: „დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ღირებულებებისთვის და ევროპული ოჯახისთვის, როგორც მათი გადამწყვეტი არჩევანისთვის, იბრძვიან. მათ ის ოცნება აქვთ, რაც ჩვენ მაშინ გვქონდა. ჩვენ იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროპულ ღირებულებებსა და ერთად ყოფნის სურვილს იზიარებენ, მხარს მტკიცედ ვუჭერთ“