შალვა პაპუაშვილმა პლენარული სხდომა გიორგი ბოტკოველსაც დაატოვებინა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პლენარული სხდომა კიდევ ერთ ოპოზიციონერს დაატოვებინა. შალვა პაპუაშვილმა ამჯერად დარბაზიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბოტკოველი გააძევა. შალვა პაპუაშვილმა ბოტკოველის გაძევების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სახებ“ კანონპროექტის შინაარსი გააკრიტიკა. „მეექვსე მუხლი, ყოველწლიური საფინანსო დეკლარაცია, ეს მუხლი იმთავითვე აბსურდულია, მისი შინაარსი თავიდან ბოლომდე ფარსია. ემსახურება ერთ […]

სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება. მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

რუსული კანონის განხილვიდან გიორგი ბოტკოველიც გააძევეს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პლენარულ სხდომაზე, რუსული კანონის მე-2 მოსმენით განხილვისას “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, გიორგი ბოტკოველი დარბაზიდან გააძევა. მუხლობრივი განხილვისას, დეპუტატები კითხვებს უსვამენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს. ბოტკოველმა საუბარ კანონის შეფასებით დაიწყო და მას “ფარსი” უწოდა, რა დროსაც პაპუაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა და უთხრა, მისი ნათქვამი განსახილველ საკითხს არ ეხებოდა. მიკროფონის გათიშვილს შემდეგ […]

გიორგი ვაშაძე – ნამდვილად გასაკეთებელია უცხო ძალის ინტერესების გამტარებლების რეესტრი, ოღონდ ამ რეესტრში დასარეგისტრირებელია მხოლოდ „ქართული ოცნება“, როგორც რუსული ძალის ინტერესების გამტარებელი

ხომ არ დაამატებთ პუნქტს ამ მეოთხე მუხლს და ბარემ პირდაპირ ჩაწერთ, რომ „ქართული ოცნება“ არის როგორც უცხო ძალის გამტარებელი, რუსული ინტერესების გამტარებელი?! – ამ კითხვით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ უმრავლესობის წევრს, ანრი ოხანაშვილს. ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, „ქართული ოცნება“ რუსული ძალის გამტარებლად დაასახელა. “ხშირად სვამთ კითხვას […]

შალვა პაპუაშვილი დავით ხაჯიშვილს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს „ქართველი იანუკოვიჩი“ უწოდა – ქართველი კი არა, ნამდვილი იანუკოვიჩი, თქვენი პარტიის ლიდერი სააკაშვილი ზის ციხეში, ნამდვილი უკრაინელი იანუკოვიჩი

ნამდვილი უკრაინელი იანუკოვიჩი, თქვენი პარტიის ლიდერი სააკაშვილი ზის ციხეში, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, დავით ხაჯიშვილს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ქართველი იანუკოვიჩი უწოდა. პაპუაშვილის ამ განცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. „ქართველი კი არა, ნამდვილი იანუკოვიჩი, თქვენი პარტიის ლიდერი სააკაშვილი ზის ციხეში, ნამდვილი უკრაინელი იანუკოვიჩი. ნამდვილი. თქვენი ლიდერი არის ნამდვილი, თან უკრაინელიც […]

გიორგი ჩაკვეტაძე – არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ, პოლიცია იმუშავებს ისე, როგორც საჭიროა

როგორც ჩანს, არ გახსოვთ, რას ნიშნავს აქციის დარბევა. აქციის დარბევა იყო 7 ნოემბერს, 26 მაისს – რაც იყო სისასტიკე. არ დავუშვებთ, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, პროვოკაცია, ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, პოლიცია იმუშავებს ისე, როგორც საჭიროა – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ. მისი თქმით, სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, გატარდება მშვიდობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი […]

ეროვნული ბანკი უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ 7, 8 და 10 მაისს, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ამავე პერიოდში გადახდის ოპერაციები შეუფერხებლად განახორციელონ. „სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, 7, 8 და 10 მაისს, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების […]

ლანდსბერგისი: 20 წლის წინ EU-ში გაწევრიანებას არ სჭირდებოდა პოლიციასთან შეტაკება, გაზი

20 წლის წინ ევროკავშირში გაწევრიანებას არ სჭირდებოდა პოლიციასთან დაპირისპირება, ცრემლსადენი გაზი, ადამიანებისა და ტერიტორიების დაკარგვა. ეს დღევანდელი რეალობაა. მაგრამ ხალხის გადაწყვეტილება, იყოს ევროპული პროექტის ნაწილი მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას გავუწოდოთ მათ დახმარების ხელი.

2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს

2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი. ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ […]

პრეზიდენტი: ქართველ ხალხს ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან გერტ იან კოპმანთან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა და აღნიშნა, რომ ვიზიტი საქართველოს ევროინტეგრაციისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დროსაა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, “გასულ წელს კანდიდატის სტატუსის მოპოვებამ უდიდესი იმედი და სტიმული მისცა ქართველ ხალხს, რომელიც დღეს საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს და ამ ურთულესი გამოწვევების […]