„თუ დაგაკავეს აუცილებლად გაითვალისწინეთ“ – იურისტი ედუარდ მარიკაშვილი ინფორმაციას ავრცელებს

1. დაკავების შემდეგ პოლოციის ავტომობილში, პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას ან განყოფილებიდან იზოლატორში ავტომობილით გადაყვანისას იმოქმედეთ იმ დაშვებით რომ პოლიციის მხრიდან ხორციელდება თქვენი საუბრის ჩაწერა. ამიტომ, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი პოლიციასთან კომუნიკაციისგან. საერთოდ თუ არ შეხვალთ კომუნიკაციაში უკეთესი. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მსგავსი ჩანაწერები პოლოციას გამოუყენებია დაკავებულთა პროცესის დროს დაკავებულის წინააღმდეგ. შეგიძლიათ არ უთხრათ არც ვინაობა. თქვენ გაქვთ ამის […]
„მკაცრად ვგმობ საქართველოში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას“ – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი გმობს თბილისში ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებზე ძალადობას და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება. „მე მკაცრად ვგმობ საქართველოში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას – ისინი მშვიდობიანად ატარებდნენ დემონსტრაციას უცხოური გავლენის კანონის წინააღმდეგ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი […]
„იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებოს ფუნქცია არ ექნება” – ოხანაშვილი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაციის პროცესზე

პარლამენტის პლენარულ სესიაზე “რუსული კანონის” მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. შეკითხვებს ანრი ოხანაშვილი პასუხობს. განხილვა დღეს კანონპროექტის მეოთხე მუხლიდან დაიწყეს. განხილვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ხუთი დეპუტატი გააფრთხილა და ორი დეპუტატი – თაკო ჩარკვიანი და სალომე სამადაშვილი დარბაზიდან გააძევა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დეპუტატები საკითხთან დაკავშირებით კითხვების დასმის ნაცვლად, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და თუ პროცესი ამ რეჟიმში გაგრძელდება, ის […]
ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეები თბილისში შეკრებას იწყებენ

საქართველო აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეები თბილისში შეკრებას იწყებენ. ღონისძიება თბილისში 2-5 მაისს გაიმართება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს იქნება ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული ყველაზე დიდი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 68 ქვეყნის 4000-მდე დელეგატი და სტუმარი, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, კერძო სექტორი, საერთაშორისო და […]
თბილისის მერია ავტობუსების გარკვეულ მარშრუტებს დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნის

„თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ჩართულობით, რამდენიმე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის მარშრუტები დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება, რათა მათ საავტობუსო ზოლებში მოძრაობა შეძლონ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, საუბარია მოსწავლეების რეგულარული ტრანსპორტირების მიზნით, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. „თბილისის მერიის ინიციატივითა და დედაქალაქის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით, მიმდინარე […]
ქვეყნის დესტაბილიზაციის უფლებას არავის მივცემთ – თუ ხალხს აქვს სურვილი ხელისუფლების შეცვლის, ეს არჩევნების გზით უნდა მოხდეს
ქვეყნის დესტაბილიზაციის უფლებას არავის მივცემთ – თუ ხალხს აქვს სურვილი ხელისუფლების შეცვლის, ეს არჩევნების გზით უნდა მოხდეს „წუხელ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები გასცდნენ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფარგლებს, რის გამოც სამართალდამცველებმა კანონით დადგენილი ღონისძიებები გაატარეს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ერაერთი მოწოდებისა და განცხადების მიუხედავად, აქციამ […]
„მედიაომბუდსმენის“ ცნობით, ოთხ დღეში სპეცრაზმელების სამიზნედ ათი ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა

არასამთავრობო ორგანიზაციის, „მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ ათი ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა. ორგანიზაციის ცნობით, 28 აპრილიდან 1 მაისამდე პერიოდში: · სპეცრაზმელმა წიწაკის სპრეი შეასხა „TV პირველის“ ოპერატორს, ნიკო კოკაიას; · სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტებს, ლიკა ზაკაშვილს და ბასტი მგალობლიშვილს; · სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა „TV […]
ნოდია: ივანიშვილმა თავისივე დაწყებული ცხელი ომის პირველი ბრძოლა წააგო

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში თბილისში 29-30 აპრილს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. იგი წერს, რომ 29 აპრილს ოლიგარქმა ” პირადად, ღია ტექსტით ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს”, ხოლო უკვე მომდევნო დღეს იგი თავის მიერვე წამოწყებული “ცხელი ომის პირველ ბრძოლაში” დამარცხდა. “ბიძინა ივანიშვილის არაადეკვატურობა იმაშიც ჩანს, რომ საკუთარ ხალხს არ იცნობს – რაც ბუნებრივია კოშკში ჩაკეტილი ადამიანისთვის. მას […]
რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ აქციაზე დაგაკავეს – ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის რჩევები

ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აქვეყნებს რჩევების სიას, რომლებიც მოქალაქეებმა აქციაზე დაკავების შემთხვევაში უნდა გაითვალისწინონ. ედუარდ მარიკაშვილის პოსტი სრულად: “თუ დაგაკავეს აუცილებლად გაითვალისწინეთ: 1. დაკავების შემდეგ პოლოციის ავტომობილში, პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას ან განყოფილებიდან იზოლატორში ავტომობილით გადაყვანისას იმოქმედეთ იმ დაშვებით რომ პოლიციის მხრიდან ხორციელდება თქვენი საუბრის ჩაწერა. ამიტომ, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი პოლიციასთან კომუნიკაციისგან. საერთოდ თუ არ შეხვალთ კომუნიკაციაში […]
თუ ვინმე ვერ ხვდება რა პროცესები მიმდინარეობს ეგ მისი პრობლემაა! მიმდინარეობს უდიდეს ვეშაპებს შორის გეოპოლიტიკური ომი და არის უდიდესი მცდელობა, ჩვენ ლიფსიტა გადაგვყლაპონ “კიტებმა”

თუ ვინმე ვერ ხვდება რა პროცესები მიმდინარეობს ეგ მისი პრობლემაა! მიმდინარეობს უდიდეს ვეშაპებს შორის გეოპოლიტიკური ომი და არის უდიდესი მცდელობა, ჩვენ ლიფსიტა გადაგვყლაპონ “კიტებმა” თუ ვინმე ვერ ხვდება რა პროცესები მიმდინარეობს ეგ მისი პრობლემაა! მიმდინარეობს უდიდეს ვეშაპებს შორის გეოპოლიტიკური ომი და არის უდიდესი მცდელობა, ჩვენ ლიფსიტა გადაგვყლაპონ “კიტებმა”! – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე. […]