ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად დაეცა

რეკორდული შედეგის დაფიქსირების შემდეგ, ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად დაეცა. ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 120 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ დღეში 9%-ით შემცირებული მაჩვენებელია. თითქმის 15%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება ის ამჟამად 56,800 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.1 ტრილიონის ფარგლებშია. რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 2,800 დოლარს […]

იმერეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, მდინარე რიონზე, მოქალაქე გასაბერი ნავიდან აკრძალული საშუალების – ელექტროშოკური მოწყობილობისა და ე.წ. ჩოგან ბადის გამოყენებით ახდენდა თევზჭერას. თევზჭერისას ასევე ელექტროშოკურ მოწყობილობას იყენებდა მოქალაქე ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულში მხინარე კოხზე. სამართალდამრღვევებს, ჯამში, 4 […]

არასრულწლოვანი რომ ხარ, უფრო მეტი მოგეთხოვება, ზრდილობა უნდა გქონდეს, შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო პოლიციელს – კალაძე

არასრულწლოვანება არ ამართლებს ამას ძალადობას. არასრულწლოვანი რომ ხარ, უფრო მეტი მოგეთხოვება, ზრდილობა უნდა გქონდეს, შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო პოლიციელს. გააპროტესტე მშვიდობიანად, ვინ გიშლის, რა პრობლემაა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყველა ადამიანმა საკუთარი პროტესტი მშვიდობიანი ფორმით უნდა გამოხატოს და როგორც კი ვინმე კანონს გასცდება, რეაგირება იქნება. […]

სამედიცინო დავების რაოდენობა იზრდება – როგორ მუშაობს „ინფორმირებული თანხმობის“ პრინციპი

ბოლო წლების განმავლობაში კლინიკებისა და კონკრეტული ექიმების წინააღმდეგ სამედიცინო დავების რაოდენობა იმატებს – ამის შესახებ იურისტები საუბრობენ. ამასთან, მათი თქმით, ეს მიმართულება ქართული სასამართლო სისტემისთვის მაინც ახალია. „განსაკუთრებით ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ძალიან გაიზარდა პაციენტთან სარჩელები და პრეტენზიები კლინიკების მიმართ, რომელიც განპირობებულია არაჯეროვანი თუ არასათანადო სამედიცინო მომსახურეობიდან გამომდინარე. დავა ეხება როგორც მორალური ზიანის, ისე მატერიალური […]

„ამ კანონით დასავლეთთან ურთიერთობას ვიფუჭებთ“ – ინტერვიუ ბიზნესმენ პაატა ტრაპაიძესთან

კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მფლობელი და გენერალური დირექტორი ფიქრობს, რომ დღეს, საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება. ამის შესახებ მან BMG-ის „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბური პროტესტის და მმართველი ძალის პოლიტიკის კომენტირებისას განაცხადა. ბიზნესმენის აზრით, „რუსული კანონის“ მიღების მეორე მცდელობა, „ქართული ოცნებისთვისაც“ წაგებიანია, ამიტომ პაატა ტრაპაიძეს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს დავალება რუსეთისგან აქვს მიღებული. ბიზნესმენს ქვეყანაში დაძაბული […]

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას – მოძალადეების ხმა სახელმწიფო ინსტიტუციებში არ უნდა ისმოდეს!

მოძალადეების ხმა სახელმწიფო ინსტიტუციებში არ უნდა ისმოდეს! – ასე მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს. „ჩვენმა საზოგადოებამ 29 აპრილს გაგცათ პასუხი, ვინ დგას მშვიდობის მხარეს და ვინ გამოხატავს მშვიდობიანად პოზიციას – ვინ არიან მოძალადეები და ვინ ახალისებს ძალადობას!“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ […]

ნინო დოლიძე ევროკავშირის ხელმძღვანელ პირთან შეხვედრაზე – ძირითადად ვისაუბრეთ არა 9 ნაბიჯის შესრულებაზე, სადაც წარმატებები, ფაქტობრივად, არ გვაქვს, არამედ გასული ღამის განმავლობაში განვითარებულ პროცესზე

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანისთან შეხვედრაზე პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. როგორც დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბრის ძირითადი საკითხი იყო ის, თუ რამდენად შეძლებს საქართველო ევროინტეგრაციის მიმართულებით სიარულს, მაშინ როცა ინიცირებულია „რუსული […]

გიორგი გახარია – პოლიციელებს მივმართავ, არ დაუშვათ ქართველის დაპირისპირება ქართველთან! – მიიღებს თუ არა ამ კანონს ივანიშვილი, ის უკვე დამარცხებულია – 26 ოქტომბერს საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას გავაფორმებთ

ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აღარ აქვს, მივმართავ პოლიციელებს – არ დაუშვათ ქართველის დაპირისპირება ქართველთან! – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აქციაზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა. გახარია საქართველოს მეგობრებს მოუწოდებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში და სხვაგან, ჩამოაყალიბონ ერთიანი […]

გიორგი კვირიკაშვილი – დიდ შეცდომად ვთვლი მთელს დასავლეთსა და ე.წ. „ომის პარტიას“ შორის ტოლობის ნიშნის დასმას – ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა

ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც კვირიკაშვილი განმარტავს, ის დიდ შეცდომად თვლის ხელისუფლების მხრიდან მთელს დასავლეთსა და ე.წ. “ომის პარტიას” შორის ტოლობის ნიშნის დასმას და დონორული პროექტების განმახორციელებელი ყველა […]

დიტო სამხარაძე „გორგიას“ შეთავაზებაზე – ეს ნაძირლები შუღლს აღვივებენ და ქართველების დაპირისპირებით ფულს აკეთებენ – ახლა ხომ ხართ ღირსი, მოვაკითხოთ თქვენს ფილიალებს და საკადრისად მოგექცეთ?

„ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე სუპერმარკეტ „გორგიას“ მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ შეთავაზებას ეხმიანება, სადაც მოქალაქეებს აირწინაღების და სხვადასხვა შეიარაღების შესაძენად ფილიალებში ელოდებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი აღნიშნავს, რომ „ამით ისინი შუღლს აღვივებენ და ქართველების დაპირისპირებით ფულს აკეთებენ“. „ეს ნაძირლები შუღლს აღვივებენ! ქართველების დაპირისპირებით ფულს აკეთებენ! ახლა ხომ ხართ ღირსი, ჩვენ მოვაკითხოთ თქვენს ფილიალებს […]