„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად პარლამენტთან დაგეგმილ აქციას ზუგდიდიდან და წალენჯიხიდან წამოსული მოქალაქეებიც შეუერთდებიან

ზუგდიდიდან, თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”კანონის საწინააღმდეგო აქციაზე და წუხელ განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები გაემგზავრნენ. მათი განცხადებით, საქართველოში რუსეთისკენ სვლა არასოდეს მოხდება. „გუშინ აქციაზე დაზარალებულთა სოლიდარობის გამოსახატად და ასევე, იმის სათქმელად, რაც არაერთხელ უკვე ითქვა ზუგდიდიდან, ახლა უკვე თბილისიდან ვიტყვით „არა რუსულ კანონს“ და საქართველოში არასოდეს არ მოხდება […]

თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან

თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან. მოქალაქეები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წევრები მერიის წინ შეიკრიბნენ. მათი თქმით, გმობენ ძალადობას, რაც განხორციელდა წუხელ, ასევე აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს. როგორც შეკრებილები აცხადებენ, იბრძოლებენ, ვიდრე ხელისუფლება კანონპროექტს უკან არ გაიწვევს. „მივდივართ თბილისში და ვუერთდებით აქციას. შეუძლებელია, არ დადგე იმ ხალხის გვერდით, ვინც ამდენი დღეა აპროტესტებს კანონპროექტს. […]

შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომათა დარბაზიდან ამჯერად თინა ბოკუჩავა გააძევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომათა დარბაზი, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, თინა ბოკუჩავას დაატოვებინა. პაპუაშვილმა ბოკუჩავას დარბაზიდან მას შემდეგ გააძევა, რაც კანონპროექტის მომხსენებლის, ანრი ოხანაშვილის გამოსვლის დროს, მას ბოკუჩავა დარბაზიდან სხვადასხვა რეპლიკით მიმართავდა. თავმჯდომარის შეფასებით, მსგავსი ქმედება „კულტურის საკითხია“. „ქალბატონო თინა გაძევებულია დარბაზიდან, მანდატურს ვთხოვ, […]

დეპუტატი სამხარაძე აირწინაღების გაყიდვის გამო Gorgia-ს ემუქრება

პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატი, დიტო სამხარაძე აირწინაღებისა და სათვალეების გაყიდვის გამო სავაჭრო ცენტრ “გორგიას” ემუქრება. სამხარაძე მუქარის შემცველ პოსტს ფეისბუქით ავრცელებს. სავაჭრო ცენტრმა “გორგიამ” ნიღბებზე, აიწინაღებსა და სათვალეებზე დღეს ფასდაკლება გამოაცხადა. “ეს ნაძირლები შუღლს აღვივებენ! ქართველების დაპირისპირებით ფულს აკეთებენ‼️ ახლა ხომ ხართ ღირსი, ჩვენ მოვაკითხოთ თქვენს ფილიალებს და საკადრისად მოგექცეთ? ნაგვებო, საქართველოს დამოუკიდებლობის მტრებო‼️ ეს […]

„რისთვის შეცვალეთ ის ხელისუფლება, რომლის ნაცემი ვალერი გელაშვილი და კობა დავითაშვილი აღგაშფოთებდათ?“ – მაკა რაზმაძე

„ადამიანების ცემაზე და ძალადობაზე ვინც ხალისობთ და გიხარიათ, რისთვის იბრძოდით და რისთვის შეცვალეთ ის ხელისუფლება რომლის ნაცემი ვალერი გელაშვილი და კობა დავითაშვილი აღგაშფოთებდათ? გვარებში და მხარეებშია საქმე თუ იმაში რომ ადამიანზე ძალადობა უნდა გვაშფოთებდეს?როცა ვამბობ რომ საზოგადოებაშია პრობლემა სწყინს ბევრს,არადა სწორედ ესაა ჩვენი მთავარი სისუსტე -ერთმანეთის სიძულვილი და მუდმივად მხარეებად ყოფნა,ერთმანეთზე აგენტების ძახილი,შანტაჟის ენით -აბა […]

გახარია: ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა

ეს იყო სამაგალითო სადამსჯელო ძალადობა, რომლის კვალიც ამჯერად ღიად და პირდაპირ მიდის ივანიშვილამდე, რომლის მიზანია მოქალაქეების დაშინება, ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა. ზოგიერთები გამახსენებთ 20 ივნისს, არ მჭირდება ეს გახსენება, არც 20 ივნისს დავმალულვარ და ამოვფარებივარ პოლიციელების ზურგს ან თანამდებობას, ისე, როგორც დღეს ეს მიშიშარა ბიჭები იმალებიან, არც ბასიანის მოვლენებისას მიმიტოვებია ახალგაზრდები და პანკისშიც […]

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მოსამართლეებისთვის მრგვალი მაგიდა გამართა

კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების და სამართლებრივი აღსრულების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს ინიციატივით და ევროკავშირის „დაძმობილების” (Twinning) პროექტის მხარდაჭერით, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა გაიმართა. სემინარზე მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების (კარტელების) გამოვლენისა და აღკვეთის პრაქტიკა – ადგილობრივი და ევროპული ტენდენციები. მრგვალი მაგიდა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა – […]

საქართველოში წვიმა, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. „2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მზად ვარ შევაკვდე, რომ არ გავხდეთ რუსეთის გუბერნია“ – „არცერთ მთავრობაზე არასდროს ვცდილობ მორგებას“ – ზურაბ უჩუმეგაშვილი

„პოზიცია მაქვს ძალიან მარტივი, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად ევროპა! რა თქმა უნდა, არა – რუსეთს“, – ამის შესახებ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურა უჩუმბეგაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. საუბარია, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, რომლის განხილვები ხმაურის, საზოგადოების პროტესტისა და ევროპარლამენტარებს კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს. თუმცა, ქართველი ბიზნესმენების ნაწილმა, აღნიშნულ საკითხში მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა. […]

თბილისის მერი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გამაგრების სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გამაგრების მეორე ეტაპის სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცლეებს. დედაქალაქის მერის თქმით, ქვათაცვენის საწინააღმდეგოდ დამცავი ბადები ეწყობა. „აღნიშნული პროექტი გასულ წელს დავიწყეთ. წელს დაახლოებით, 9 მლნ ლარი დაიხარჯება და ამ ფერდის ძალიან დიდი ნაწილი შეფუთული იქნება. პირველი, რაც გაკეთდა […]