“დღეს სამშობლო განსაცდელშია, ეს არ არის ჩვენი ისტორიული მოცემულობა და ეს არ არის ჩვენი ნება” – ბელქანია

“დღეს სამშობლო განსაცდელშია, ეს არ არის ჩვენი ისტორიული მოცემულობა და ეს არ არის ჩვენი ნება” – ბელქანია დღეს ჩვენი სამშობლო ცხადად განსაცდელშია, ჩვენი შვილების მომავალი, ჩვენი ევროპული ღირებულება აუცილებლად დასაცავია. მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ყველას მოვუწოდებ, დადგეს ქვეყნის ნათელი მომავლის მხარეს. დღეს, ჩვენი სამშობლო განსაცდელშია, ეს არ არის ჩვენი ისტორიული მოცემულობა და ეს არ არის ჩვენი […]

„მივმართავ პოლიციელებს! თქვენ, ფიცი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე გაქვთ დადებული არა – პარტიის“ – გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, რომელიც „გავრილოვის ღამეს“ მომხდარი სისხლიანი დარბევისას, შს მინისტრი იყო, 30 აპრილის დარბევას ასე ეხმაურება: „გუშინ ვნახეთ არაპროვოცირებული ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე, ქალებსა და სკოლის მოსწავლეებზე. სამაგალითო სადამსჯელო ძალადობა, რომლის კვალი, ამჯერად ღიად მიდის ივანიშვილამდე და რომლის მიზანია, მოქალაქეების დაშინება. ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა. ზოგიერთები გამახსენებთ 20 ივნისს. არ მჭირდება […]

„ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა“ – კვირიკაშვილი

ივანიშვილის ხელისუფლების ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს: „სამწუხაროდ ქართული ოცნება გულმოდგინედ ცდილობს, რომ გააქროს შუა სივრცე და საზოგადოება გაყოს ერთი მხრივ ხელისუფლების, ხოლო მეორე მხრივ ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული რამდენიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებად, არადა სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ განსაკუთრებით იმ ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებმაც ცნობილი კანონპროექტი და ოცნების […]

დედაქალაქი იბრძვის, არ ნებდება და რეგიონების ვალია შევეშველოთ – წალენჯიხიდან კოლონა დაიძრა

წალენჯიხიდან თბილისისკენ საპროტესტო კოლონა დაიძრა. მანამდე რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც დღეს, თბილისში, საპროტესტო აქციას შეუერთდებიან, წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ მიმართა და თქვა: “საქართველოს ხელისუფლებამ იძალადა საკუთარ მოსახლეობაზე, ახალგაზრდობაზე. იძალადა საქართველოს მომავალზე და მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია საკუთარი სამშობლო და ღირსეული ცხოვრება ამ ქვეყანაში – დედაქალაქი დგას, დედაქალაქი იბრძვის, დედაქალაქი არ ნებდება და ყველა […]

რასა იუკნევიჩიენე – ახლა საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტია – მე ქართველი ხალხის მჯერა, ისინი საქართველოს ევროპულ გზას დაიცავენ!

ახლა საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტია. მე ქართველი ხალხის მჯერა. ისინი საქართველოს ევროპულ გზას დაიცავენ! – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე თბილისში მიმდინარე აქციებს. „ნიღბები ჩამოხსნილია, ივანიშვილმა საქართველოს ევროპული მიმართულების მიმართ თავისი წინააღმდეგობა და ნამდვილი სახე აჩვენა. ის ამის მომხრე არასოდეს ყოფილა. ახლა საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტია. მე ქართველი ხალხის მჯერა. ისინი საქართველოს ევროპულ გზას დაიცავენ!“, […]

ეკა გიგაური – გერტ იან კოპმანისთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე – მთავარი უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპა ქართველი ხალხის გვერდით დგას

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანისთან შეხვედრაზე ისაუბრეს, იმ პროცესებზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. როგორც გიგაურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპა ქართველი ხალხის გვერდით დგას. „ჩვენ ვისაუბრეთ იმ პროცესებზე, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, საუბარი იყო აქციის დარბევაზეც და […]

ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორს ის მდგომარეობა გააცნეს, რაც დღეს საქართველოშია

დღეს საქართველოში არის ძალიან რთული ვითარება – ჩვენ ჩვენი მხრივ ის მდგომარეობა გავაცანით, რაც დღეს არის საქართველოში – ამის შესახებ თვითონაც ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მსგავს კრიტიკულ სიტუაციაში ასეთი […]

კორტნი: საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა შესაძლოა კონკრეტულ პასუხებზე ფიქრი დაიწყონ

საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა შესაძლოა კონკრეტულ პასუხებზე ფიქრი დაიწყონ. ერთ-ერთი შეიძლება იყოს ვიზებზე სამუდამოდ უარის თქმა პარლამენტის ნებისმიერი წევრისთვის, რომელიც უცხოელი აგენტების შესახებ კანონს მხარს დაუჭერს.

წილოსანის აზრით, ცნობილი ადამიანები აქციას მხარდაჭერას ლაიქების გამო უცხადებენ

რუსული კანონის მხარდამჭერი ქართული ოცნების დეპუტატის ნინო წილოსანის აზრით, ცნობილი ადამიანები – სპორტსმენები, მოდელები, წამყვანები და ა.შ. კანონის საწინააღმდეგო აქციას მხარდაჭერას ლაიქების გამო უცხადებენ. წილოსანი მათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზეც კი აძლევს რჩევას. “თავისთავად, ინსტაგრამ სთორები უფრო მეტ ლაიქებს მოგიტანთ… მაგრამ ისტორიის სწორ მხარეს დგომა და ნაცების რევოლუციური სცენარისგან დისტანცირება, თქვენი როგორც მოქალაქეების, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა”, – […]

„გამჭვირვალობის ამოცანების გადაჭრა აბსოლუტურად მიღწევადი შეიძლებოდა ყოფილიყო საზოგადოებაში ამ მასშტაბის დაპირისპირების გარეშე“- გიორგი კვირიკაშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ე.წ. რუსული კანონის განხილვის პროცესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. მისი განცხადებით, ცხადია, რომ ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე გამოსული ახალგაზრდები არცერთი პოლიტიკური პარტიის მიერ არ არიან შეკრებილი, ხელისუფლება კი ცდილობს საზოგადოება ორ ნაწილად დაყოს. „კომერსანტი“ გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუკ პოსტს უცვლელად გთავაზობთ. „სამწუხაროდ ქართული ოცნება გულმოდგინედ ცდილობს, რომ გააქროს […]