აქტივისტები გმირთა მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციას – „პიკეტირება – ხმაური თავისუფლებისთვის!“ მართავენ

გმირთა მოედანზე აქტივისტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციას სახელწოდებით – „პიკეტირება – ხმაური თავისუფლებისთვის!“ მართავენ. გმირთა მოედანზე შეკრება 18:00 საათიდან დაიწყეს და აქციის მონაწილეების მოქალაქეების მოსვლას ჯერ კიდევ ელოდებიან. მათი მიზანი გმირთა მოედნის სრულად პიკეტირებაა. როგორც სამართალდამცველებმა აქ შეკრებილ მოქალაქეებს განუცხადეს, გზის გადაკეტვა უკანონოა და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას აქციის მონაწილეების […]

კალიფორნიის უნივერსიტეტში პოლიცია შევიდა

2 მაისს, ასობით ჩაფხუტიანი პოლიციელი შევიდა კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს-ანჯელესის ფილიალის ცენტრალურ მოედანზე. მათ პალესტინელთა მხარდამჭერი საპროტესტო ბანაკის დაშლა დაიწყეს, რომელსაც წინა ღამით ისრაელის მხარდამჭერების კონტრაქცია დაესხა თავს. მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სულ ცოტა, ექვსი დემონსტრანტი დააკავეს ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ადგილობრივი ტელეარხის KABC-TV ინფორმაციით, უნივერსიტეტის კემპუსზე მდებარე შენობაში 300-დან 500-მდე მომიტინგე იყო გამაგრებული, მათ ზურგს […]

საია – გელა ნადირაძის ადგილსამყოფელის, მდგომარეობისა და დაზიანებების მიყენების გარემოებების ირგვლივ არსებული ბუნდოვანებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მყისიერად დაიწყოს გამოძიება

საია მოქალაქე გელა ნადირაძის ადგილსამყოფელის და მისი მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. საიას განცხადებით, გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ სამართალდამცავების ეფექტიანი კონტროლის ქვეშ ფიზიკურ ძალადობას დაექვემდებარა მოქალაქე გელა ნადირაძე. საია გარემოებების ირგვლივ არსებული ბუნდოვანებიდან გამომდინარე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, მყისიერად დაიწყოს გამოძიება გელა ნადირაძის საქმეზე, „30 აპრილის აქციის დარბევის ღამეს, როგორც საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, და როგორც […]

თამაზ გიორგაძე – საქართველოში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ძალიან კარგი პირობებია

საქართველო ფინტექ ეკოსისტემის განვითარების ფაზაშია, თუმცა ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების წინაპირობები ძალიან კარგია. ქვეყანა ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით მიდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური ტექნოლოგიების სექტორის განვითარებისთვის, – ამის შესახებ განაცხადა საერთაშორისო ფინტექ კომპანია Raisin-ის დირექტორმა, თამაზ გიორგაძემ საქართველოში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების და პოტენციალის შეფასებისას. მისი თქმით, ფინტექ ეკოსისტემის განვითარებისთვის სამი ძირითადი ფაქტორია გადამწყვეტი: ადამიანური ტალანტი, კაპიტალი და […]

ირაკლი ქარსელაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტ ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა. უწყების ცნობით, შეხვედრის მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები. მინისტრმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყანაში ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესი, რასაც ტერეზა ჩერვინსკამ მაღალი შეფასება მისცა. ირაკლი ქარსელაძემ მადლობა გადაუხადა ევროპის საინვესტიციო […]

ლევან დავითაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ტერეზა ჩერვინსკასთან სამომავლო თანამშრომლობა განიხილა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე პრეზიდენტი, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა და მასთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ ევროპის საინვესტიციო ბანკი გლობალის დირექტორი ლიონელ რაპაი, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში მაჩეი ჩურა […]

ბოკერია: აშშ-ში ვიზიტზე უარი ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ღალატის კიდევ ერთი დადასტურებაა

ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ჩვენი ქვეყნის უტიფარი ღალატის კიდევ ერთი დადასტურებაა, როდესაც, რაც შენ ქვეყანას სჭირდება უსაფრთხოების თვალსაზრისით და სადაც ჩვენ გვჭირდება ამ უსაფრთხოების მოპოვება, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან, იქ ამ თემაზე საუბარზე უარს იძახი NATO-ს სამიტის წინ. ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთი ფაქტი ირკვევა, რომ ღიად ღალატობენ ჩვენ ქვეყანას. ამას აკეთებდნენ მშვიდობის დაცვის დროშის ქვეშ, […]

პოლონეთის საელჩო ოცნებას: მოგიწოდებთ საქართველოს პროევროპულ საზოგადოებასთან დიალოგისკენ

პოლონეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს “საქართველოს პროევროპულ საზოგადოებასთან დიალოგისკენ და დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ”. “შეშფოთებით ვაკვირდებით თბილისში არსებულ მდგომარეობას. საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ძალის გამოყენება მიუღებელია” – წერს საელჩო. რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი პირველ მაისს მეორე მოსმენით მიიღო. რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეების მიმართ სპეცრაზმმა არაერთხელ გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი […]

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 2 მაისის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.09 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 1.01 თეთრით. 2 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.797 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8684 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი – 2.92 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.87 ლარად.

“ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ” – ევროპარლამენტარები

“ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი ვითარებით და ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც აპროტესტებენ „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს,” – ერთობლივ განცხადებას ევროპარლამენტარები ავრცელებენ და გმობენ ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ სასწრაფოდ განმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას სასწრაფოდ განიმუხტოს […]