გიგა ბოკერია – აშშ-სთან უარი თქვეს საუბარზე ნატოს სამიტის წინ, ეს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ქვეყნის უტიფარი ღალატის მორიგი დადასტურებაა – მათთვის დემოკრატიულად წერტილის დასმა აუცილებელია

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მთავრობის მიერ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ საკითხებზე საუბარზე უარის თქმა ნიშნავს -„ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ჩვენი ქვეყნის უტიფარი ღალატის მორიგ დადასტურებას“. შესაბამისი განცხადებით, ბოკერია გამოეხმაურა აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის განცხადებას, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული […]

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა გმირთა მოედანზე გზა გადაკეტეს

გმირთა მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე მოქალაქეებმა გმირთა მოედნიდან ვარაზისხევისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. აქციაზე სახელწოდებით “პიკეტირება – ხმაური თავისუფლებისთვის!” მოქალაქეები 18:00 საათიდან შეიკრიბნენ, მათი მიზანი გმირთა მოედნის სრული პიკეტირებაა. ამ წუთებში, სამართალდამცველები გზაზე ვითარების დარეგულირებას ცდილობენ, მოქალაქეები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადაჰყავთ და ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას აძლევენ. როგორც სამართალდამცველებმა შეკრებილ მოქალაქეებს […]

გასულ კვირაში აშშ-ში ნავთობის კომერციული მარაგები 7,26 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში შეერთებულ შტატებში ნავთობის კომერციული მარაგები 7,26 მილიონი ბარელით გაიზარდა და 460,89 მილიონი ბარელი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის ენერგეტიკის დეპარტამენტის ყოველკვირეულ ანგარიშში. ბენზინის მარაგი 344 ათასი ბარელით გაიზარდა და 227,09 მლნ ბარელი შეადგინა. კომერციული დისტილატების მარაგი 732 ათასი ბარელით შემცირდა 115,85 მლნ ბარელამდე. ექსპერტები ნავთობის მარაგების შემცირებას 2,5 მილიონი ბარელით, ბენზინის მარაგების 1,02 მილიონი […]

„ეს კანონი ძალიან პრობლემატურია გაწევრიანების გზაზე“ – ევროკომისიის გენერალური დირექტორი

„თბილისში ძალიან დაძაბული კლიმატია. ადგილი აქვს ესკალაციას და პოლარიზაციას. ყველას მოვუწოდებ ტემპერატურის დაწევისკენ. ძალიან არაჯანსაღი სიტუაციაა“, – ამის შესახებ ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა, ხერტ იან კოოპმანმა თბილისში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტი პრობლემებს ქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. „გარკვევით განვაცხადე, რომ ეს კანონი ძალიან პრობლემატურია გაწევრიანების გზაზე. კანონპროექტი ჯერჯერობით მეორე მოსმენით მიიღეს და წინ კიდევ არის […]

7 ნოემბრის დარბევა ივანიშვილის ორგანიზებით მოხდა – დროა, ვთქვა სიმართლე – სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი ბიძინა ივანიშვილს 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის ორგანიზებაში ადანაშაულებს – “ლელოს” წევრი “დღის ამბების” ეთერში ამბობს: “ივანიშვილის უშუალო თანამონაწილეობით მოხდა 7 ნოემბრის დარბევის ორგანიზება. მე ეს ინფორმაცია მაქვს და დრო არის, რომ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე. 7 ნოემბრის წახალისება მოხდა ივანიშვილის მიერ. ივანიშვილმა წაახალისა 7 ნოემბრის დარბევა. 7 ნოემბრის დარბევა იყო ძალიან მძიმე მომენტი. […]

მაკრონი: დასავლეთის ჯარები შეიძლება შევიდნენ ურაინაში, თუკი რუსეთი ფრონტს გაარღვევს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა The Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კვლავ დაუშვა უკრაინაში ნატოს სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნის შესაძლებლობა, ასევე გაფრთხილება გამოთქვა უპრეცედენტო საფრთხეების შესახებ, რომლებიც, მისი აზრით, ეჭვქვეშ აყენებს ევროპის კავშირის მომავალს. ინტერვიუში მაკრონმა გაიმეორა ახლახან სორბონაში წარმოთქმულ სიტყვაში წარმოდგენილი თეზისები. მაშინ მან სხვათა შორის განაცხადა, რომ „ევროპა შეიძლება დაიღუპოს“, თუკი არ იზრუნებს საკუთარი უსაფრთხოებისთვის. მან აღნიშნა, […]

რაგბის კავშირის პრეზიდენტი: ხმამაღალმა განცხადებებმა შეიძლება გუნდში განხეთქილება გამოიწვიოს

რაგბის კავშირის პრეზიდენტი, იოსებ ტყემალაძე განცხადებას ავრცელებს და მორაგბეების მიერ აქციების მხარდამჭერ შეფასებებს გამოეხმაურა. როგორც ტყემალაძე ამბობს, სპორტსმენებზე ზეწოლაა და ის მოუწოდებს ყველას, საშუალება მისცენ მორაგბეებს “თავიანთი საქმე აკეთონ” და იმავესკენ მიუთითებს ნაკრების წევრებს. ტყემალაძის თქმით, მორაგბეების მხრიდან “ხმამაღალმა განცხადებებმა” შესაძლოა გუნდში განხეთქილება გამოიწვიოს. ის ასევე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან რაგბის მხარდაჭერაზე საუბრობს. “გუნდის წევრების მიერ […]

დემონსტრანტები გმირთა მოედნის გადაკეტვას ცდილობენ

რუსული კანონის პროტესტის ფარგლებში დემონსტრანტები გმირთა მოედნის გადაკეტვას ცდილობს. ათეულობით ადამიანი გმირთა მოედანზე ექვსი საათიდან გზის სრულად გადაკეტვას ცდილობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც ამბობს, რომ გზის გადაკეტვის აუციელბლობა არ დგას და კანონდარღვევაზე მიუთითებს.

ნიდერლანდები: ხელისუფლება მოერიდოს ნაბიჯებს, რომლებიც ხელს უშლის EU-ში ინტეგრაციას

რუსულ კანონს და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. დიპლომატიური უწყება საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გადადგან ისეთი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუშლის ევროკავშირში ინტეგრაციას: “ნიდერლანდები არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების დიდი ხნის მხარდამჭერი. ქართველი ოფიციალური პირების ანტიდასავლური განცხადებები არ ასახავს ჩვენი პარტნიორობის სულისკვეთებას. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოერიდონ ნაბიჯებს, რომლებიც ხელს უშლის ევროკავშირში ფართოდ მხარდაჭერილ […]

ვენეციის კომისია საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ სასწრაფო მოსაზრებას ამზადებს

ვენეციის კომისია საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ სასწრაფო მოსაზრებას ამზადებს. ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია ავრცელებს. “ვენეციის კომისია სასწრაფო მოსაზრებას ამზადებს საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტზე. ვენეციის კომისიის დელეგაცია სასწრაფო მოსაზრების მომზადების კონტექსტში ონლაინ შეხვედრების სერიებს მართავს საქართველოში დაინტერესებულ მხარეებთან. მოსაზრება 2024 წლის 15 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მხრიდან მოთხოვნას მოყვა”, […]