Anonymous: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებსაიტი გათიშულია

მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous X-ზე წერს, რომ იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი გათიშა. UPDATE: The website of the Ministry of Justice of Georgia (https://t.co/OOBP64XtE7) has been taken down by #Anonymous.#OpGeorgia #NoToRussianLaw #Georgia #Tbilisi pic.twitter.com/WB89puD2a7— Anonymous TV 🇺🇦 (@YourAnonTV) May 3, 2024 იქამდე, Anonymous წერდა, რომ გათიშა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქართული ოცნების და პოსტივის ვებგვერდები. 1 მაისს […]

წადი, სანამ ცოცხალი ხარ – გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილს ემუქრება (ვიდეო)

გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილს ემუქრება, რომ დატოვოს ქვეყანა, სანამ ცოცხალია. ამის შესახებ მან 1-ლ მაისს, აქციაზე, ფორმულის ეთერში ჩართვისას განაცხადა.

დავითაშვილის მეშვიდე გოლი და “ბორდოს” დამაჯერებელი გამარჯვება [VIDEO]

ლიგა 2-ის 36-ე ტურში „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე „აიაჩო“ 4:0 დაამარცხა. ანგარიში დებიუტში პედრო დიასმა გახსნა, 28-ე წუთზე კი ზურიკო დავითაშვილმა დალაშქრა მეტოქის კარი. „ბორდო“ მეორე ტიმშიც ფლობდა უპირატესობას, კიდევ ორი გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მისი გარჯა flashscore-მ 7.6 ქულით შაფასა, ხოლო sofascore-მ 7.4-ით. ზურიკოს ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 35 მატჩში 7 […]

კანონის მიღება აუცილებელია დეპოლარიზაციისთვის, რაც ევრორეკომენდაციაა – კობაიხძე მიშელს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანთან საუბრის შემდეგ, ახლა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას ახსენა „2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა“. კობახიძის განცხადებით, იგი შარლ მიშელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ესაუბრა. „გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ არაერთი შეთავაზების მიუხედავად, პარტნიორები თავს არიდებენ საგნობრივ […]

სტუდენტებმა ქაშვეთის ეკლესიის ეზოში სანთლები აანთეს

სტუდენტებმა ქაშვეთის ეკლესიის ეზოში სანთლები აანთეს. ორგანიზატორებმა შეკრებილებს მოუწოდეს ხმაურის და სკანდირების გარეშე აენთოთ სანთლები. ქაშვეთის ეკლესიის ეზოში შეკრებილებს, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ჯაჭვი აქვთ შეკრული. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ და ქაშვეთის ეკლესიასთან გადაინაცვლეს. რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.

ირაკლი კობახიძე შარლ მიშელს ტელეფონით ესაუბრა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაში იყვნენ აქტიურად ჩართული. […]

“საქართველო არის რუსეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კარიბჭე, რომელიც მარაგდება არასანქცირებული და ასევე ბევრი რაღაც ხდება“- გახარია

“საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “რეზიუმეში“ განაცხადა, რომ საქართველოს და რუსეთის ურთიერთობა უკრაინის ომამდე იყო ერთი და ომის შემდეგ არის აბსოლუტურად მეორე. ურთიერთობაში შეიცვალა საქართველოს მნიშვნელობა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის კონტექსტში როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა. “რუსეთიდან ყოველთვის არის საქართველოზე ზეწოლა, პერმანენტულია. რაც გამოიხატებოდა ყველაფერში, საოკუპაციო […]

კობახიძემ მიშელთან სინანული გამოთქვა, რომ პარტნიორები კანონზე დისკუსიას თავს არიდებენ

საქართველოს პრემიერმინიტრის, ირაკლი კობახიძის ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სატელოფონო საუბრისას სინანული გამოთქვა, რომ რუსულ კანონზე დისკუსიას პარტნიორები თავს არიდებენ. “გამოვთქვი სინანული, რომ მიუხედავად მრავალი შეთავაზებისა, ჩვენი პარტნიორები თავს არიდებენ არსებით დისკუსიას კანონპროექტზე გამჭვირვალობის შესახებ. გარდა ამისა, ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჯერ კიდევ არ მოგვისმენია რაიმე კონტრარგუმენტი წარდგენილი კანონპროექტის შესახებ, რომელიც მხოლოდ მიზნად ისახავს საქართველოს საზოგადოების წინაშე […]

ირაკლი კობახიძე – შარლ მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებისთვის – ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაში იყვნენ აქტიურად ჩართული. […]

გატუტუცებული, ჭიჭყინა ბავშვის სიტყვებია – ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ჰოლ ჰოლი კობახიძეზე

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი საქართველოში, ყოფილი დიპლომატი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი აკრიტიკებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბოლო განცხადებას აშშ-ის მიმართ და ამბობს, რომ ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრს არ შეეფერება. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის გასაოცრად შეურაცხმყოფელი ენა აშშ-ის მთავრობის მიმართ ნათელს ხდის, რომ საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ გადაწყვიტა, მთლიანად გაწყვიტოს ურთიერთობები აშშ-სთან და რუსეთის წინ მუხლებზე დაემხოს, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის […]