სტუდენტებმა ქაშვეთის ეკლესიაში და ეკლესიის ეზოში სანთლები აანთეს

სტუდენტებმა ქაშვეთის ეკლესიაში და ეკლესიის ეზოში სანთლები აანთეს. ორგანიზატორებმა შეკრებილებს მოუწოდეს ხმაურის და სკანდირების გარეშე აენთოთ სანთლები.
ქაშვეთის ეკლესიის ეზოში შეკრებილებს, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ჯაჭვი აქვთ შეკრული.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ და ქაშვეთის ეკლესიასთან გადაინაცვლეს.
რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)