Anonymous-ის ჰაკერული შეტევის შემდეგ მინისტრი ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს საიტი აღდგა

ჰაკერული ჯგუფი „ანონიმუსის“ განცხადების შემდეგ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საიტზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელეს, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ ვებსაიტის მუშაობა აღდგენილია. „სახელმწიფო დაწესებულების ვებგვერდზე შეტევა და მისი გათიშვა დანაშაულია. დანაშაულით ტკბობა და მისი სიხარულით და სიამაყით გაზიარება კი მინიმუმ სრული ამორალურობა“, – დაწერა მინისტრმა. 2 მაისს ჯგუფმა საქართველოს მთავრობისა და ტელეკომპანია „პოსტივის“ საიტები გათიშა, […]
რატი ბრეგაძე – იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდის მუშაობა აღდგენილია – სახელმწიფო დაწესებულების ვებგვერდზე შეტევა და მისი გათიშვა დანაშაულია

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდის მუშაობა აღდგენილია. მისივე თქმით, სახელმწიფო დაწესებულების ვებგვერდზე შეტევა და მისი გათიშვა დანაშაულია. „დანაშაულით ტკბობა და მისი სიხარულით და სიამაყით გაზიარება კი მინიმუმ სრული ამორალურობა. იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდით სარგებლობს ბევრი ადამიანი, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა და იღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას. შესაბამისად ზიანი ადგება ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ტიპის […]
ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი

ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი „როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზაზე და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში. ჩვენ ვიქნებით ევროპული სამყაროს, ცივილიზებული, ქრისტიანული […]
შარლ მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება აუცილებელი პირობაა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის, ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის – ირაკლი კობახიძე

შარლ მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება აუცილებელი პირობაა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის, ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის – ირაკლი კობახიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან […]
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ტაძარში სანთლები დაანთო

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ტაძარში სანთლები დაანთო. საეკლესიო წესის მიხედვით, ტაძარში შესულ ქალებსა და გოგოებს თავსაბურავად ევროკავირისა და საქართველოს დროშები ჰქონდათ შემოხვეული. კადრებში ჩანდა, რომ აქციის მონაწილეები სანთლით ხელში, რიგის დაცვით ემთხვეოდნენ ხატს. პარალელურად, საპროტესტო აქცია გრძელდება პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. მანამდე, დემონსტრანტებმა თბილისის ქუჩებში […]
ისრაელთან ვაჭრობის შეჩერება მიმართულია იმისკენ, რომ აიძულოს ის, შეწყვიტოს ცეცხლი ღაზაში, – რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოანმა 3 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის გადაწყვეტილება ისრაელთან ვაჭრობის შეჩერების შესახებ, მიმართულია იმისკენ, რომ აიძულოს ქვეყანა, შეწყვიტოს ცეცხლი ღაზის სექტორში. 2 მაისს გამოცხადებული ეს გადაწყვეტილება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესების უკანასკნელი ნიშანია. “ჩვენ მივიღეთ გარკვეული ზომები, რათა ვაიძულოთ ისრაელი, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და გაზარდოს ჰუმანიტარული დახმარების შეშვება” ღაზაში, განუცხადა ერდოანმა ბიზნესმენების […]
“თელავის” მწვრთნელად არმენ ადამიანი დანიშნეს

“თელავის” პრესსამსახურის ცნობით, გადაყენებული ოლეგ ვასილენკოს ნაცვლად გუნდის მწვრთნელად არმენ ადამიანი დანიშნეს: “ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ ჩვენს გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – სკ “თელავს” 56 წლის სომეხი სპეციალისტი არმენ ადამიანი გაწვრთნის. არმენ ადამიანი 1967 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა, ყოფილმა ნახევარმცველმა სამწვრთნელო საქმიანობა 2004 წელს დაიწყო და ძირითადად სომხეთის პრემიერლიგის კლუბებს წვრთნიდა – “მიკა”, “ლორი”, […]
კემერონი: უკრაინას შეუძლია განახორციელოს დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ამჟამად ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია, განახორციელოს დარტყმები ბრიტანული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე. “უკრაინას აქვს ამის უფლება. რუსეთი თავს ესხმის უკრაინის ტერიტორიას და გასაგებია, რომ უკრაინა გრძნობს იმის აუცილებლობას, რომ უზრუნველყოს თავდაცვა”, – განუცხადა მან Reuters-ის კორესპონდენტს კიევში თავისი ვიზიტის დროს. კემერონმა ასევე პირობა დადო, რომ […]
“კანონის მიღება აუცილებელი პირობაა EU-ის რეკომენდაციის შესრულებისთვის” – კობახიძე მიშელს

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას მან თქვა, რომ “უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღება აუცილებელია პირობაა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის”. “გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ არაერთი შეთავაზების მიუხედავად, პარტნიორები თავს არიდებენ საგნობრივ დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის თაობაზე. გარდა ამისა, აღვნიშნე, რომ დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ… აღვნიშნე, რომ […]
სასტუმრო „პარაგრაფთან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეების აქციაზე ერთი პირი დააკავეს

სასტუმრო „პარაგრაფთან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეების აქციაზე ერთი პირი დააკავეს. როგორც საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, დაკავებული აგრესიული იყო და პოლიციელებს შეაგინა. „აგრესიული იყო და პოლიციელებს შეაგინა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე დანარჩენ მონაწილეებს გამოეყო და პოლიციელებმა რომ მოუწოდეს, რომ შებრძანდითო, შეაგინა მათ“, – განაცხადა სირაძემ. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები სასტუმრო […]