კაკაბაძე შეტევაში ჩაერთო და “გურნიკს” გაუტანა [VIDEO]

პოლონეთის ექსტრაკლასას 31-ე ტურში თავი “კრაკოვიას” მცველმა ოთარ კაკაბაძემ გამოიჩინა. სახლში მესამეადგილოსან “გურნიკთან” მოგებულ მატჩში (5:0) კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და 53-ე წუთზე მეტოქის კარი დალაშქრა. კაკაბაძემ sofascore-სგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 8.3 ქულა მიიღო. ანალოგიური შეფასება დაიმსახურა flashscore-სგან, რომელმაც საუკეთესო მოთამაშედ 8.6 ქულით მაკუხი აღიარა. ოთარმა მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ 22 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. […]

“საქართველოს მომავალი ევროკავშირშია – ხელიდან არ გაუშვათ ისტორიული შანსი“ – შარლ მიშელი ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ, რომ ღია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების აზრი იყოს გათვალისწინებული. “საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარში, ვისაუბრეთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ქართველი საზოგადოების მიმართ, რომელმაც პირველ რიგში დააყენა ქვეყნის ევროპული მომავალი. საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ, რომ […]

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს: “გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, ასევე, აპირებდნენ, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ […]

ზურაბიშვილი ქართულ ოცნებაზე: უნდათ, რომ მოსკოვს ასიამოვნონ

თქვეს, რომ გაიწვევდნენ კანონს და თავიდან არ მიირებდნენ, ახლა კი ყველაფერზე იტყუებიან. იმედები გაუცრუეს და მოატყუეს თავიანთივე მოსახლეობა. ამას რატომ აკეთებენ, პოლიტიკური თვალსაზრისით სრულიად გაუგებარია. ეს აღარ არის ის, რაც შეიძლება ადრე თქმულიყო, რომ ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ, დღეს ეს ვერაფრით ვერ აიხსნება გარდა იმისა, რომ უნდათ, ასიამოვნონ მოსკოვს და ერთ ცენტრს, რომელიც ვერ ეგუება, რომ […]

ბრიტანეთი უკრაინას დახმარებას პირდება, “რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება”

ხუთშაბათს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა უკრაინას ყოველწლიური 3 მილიარდი ფუნტის (3.74 მილიარდი დოლარი) ოდენობის სამხედრო დახმარება აღუთქვა “რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება”. მან იქვე დაამატა, რომ ლონდონი რუსეთის შიგნით ამ იარაღის გამოყენებას არ ეწინააღმდეგება. “ყოველ წელს 3 მილიარდ ფუნტს გადავცემთ, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. ჩვენ უბრალოდ ნამდვილად ამოვწურეთ ყველაფერი, რაც აღჭურვილობის გადაცემის […]

“აღდგომას შევხვდეთ ქაშვეთთან” – ახალგაზრდები სანთლებით და ლოცვით

“აღდგომას შევხვდეთ ქაშვეთთან” – აქციის მონაწილეები ხვალინდელ შეკრებას აანონსებენ. ამბობენ, რომ 4 მაისს ეკლესიის ეზოში 23:00 საათიდან შეიკრიბებიან და აღდგომას სწორედ რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან. აქციის მონაწილე ახალგაზრდები, ანთებული სანთლებით ხელში, ამ წუთებშიც ქაშვეთის ეკლესიასა და ეზოში იმყოფებიან და ლოცულობენ.

სრული მხარდაჭერა ყველა ქართველს, ვინც ევროპულ მომავალს პირველ რიგში აყენებს – შარლ მიშელი კობახიძეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილა. „პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარში განვიხილეთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. კიდევ ერთხელე გავიმეორე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, ვინც პირველ ადგილზე აყენებს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – დაწერა შარლ მიშელმა X-ზე 3 […]

სტუდენტებმა ქაშვეთის ეკლესიის ეზოში სანთლეები აანთეს

სტუდენტებმა ქაშვეთის ეკლესიის ეზოში სანთლეები აანთეს. ორგანიზატორებმა შეკრებილებს მოუწოდეს ხმაურის და სკანდირების გარეშე აენთოთ სანთლები. ქაშვეთის ეკლესიის ეზოში შეკრებილებს, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ჯაჭვი აქვთ შეკრული. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ და ქაშვეთის ეკლესიასთან გადაინაცვლეს. რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.

“მადლობა ივანიშვილს… ასე შეკრული საზოგადოება აქამდე არ მინახავს“ – ინტერვიუ ცეზარ ჩოჩელთან

„ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი მმართველ პარტიას მოუწოდებს, „რუსული კანონი“ ისევ უკან გაიწვიოს, როგორც – შარშან. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. ბიზნესმენის აზრით, დღეს ყველას ვალია, დადგეს ახალგაზრდების გვერდით. „ისინი იბრძვიან ყველასთვის – პარლამენტარებისთვის, ბიზნესმენებისთვის, რათა ნორმალური სახელმწიფო გვქონდეს“, – ამბობს ბიზნესმენი. – თქვენი აზრით, წელსაც რატომ გაბედა მმართველმა პარტიამ „რუსული კანონის“ […]

ვენაში რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

3 მაისს ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველებმა, ვენაში, საქართველოს საელჩოს წინა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს აშორებს ევროატლანტიკურ კურსისაგან და საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. აქციამდე, ავსტრიაში მცხოვრებმა 200-ზე მეტმა ქართველმა, საპროტესტო წერილს მოაწერა ხელი, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩააბარეს. აღნიშნული მიმართვა […]