რუსეთი: უკრაინული დრონი ავტობუსს მოხვდა, დაღუპულია 6 ადამიანი

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, 6 მაისს უკრაინული დრონი ავტობუსს დაეჯახა, შედეგად დაშავდა 33 და დაიღუპა 6 ადამიანი. “ორი გაზელის მარკის ავტომობილი, რომელსაც საწარმოს თანამშრომლები გადაჰყავდა, უკრაინული კამიკაძე-დრონების სამიზნე გახდა. ინციდენტი ბორისოვის რაიონში, სოფელ ბერეზოვკასთან მოხდა. სამწუხაროდ მიღებული ტრავმების შედეგად ადგილზე 6 ადამიანი გარდაიცვალა”. – ამბობს გლადკოვი. რუსული მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.

ბრაზილიაში წყალდიდობას, სულ მცირე, 78 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში, რიუ-გრანდე-დუ-სულის შტატში წყალდიდობას, სულ მცირე, 78 ადამიანი ემსხვერპლა, 115 000-ზე მეტ ადამიანს კი იძულებით გადაადგილება მოუწია. დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს, რადგან კვირის მონაცემებით დაკარგულად 105 ადამიანი ითვლება, შაბათს კი დაკარგულად 70 მიიჩნეოდა. წყალდიდობებმა რამდენიმე ქალაქში ხიდები და გზები გაანადგურა. ძლიერმა წვიმებმა ასევე მეწყერი გამოიწვია და ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ჩამოანგრია. ხელისუფლების თქმით, 400 000-ზე მეტი […]

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 13 დრონიდან 12 ჩამოვაგდეთ

6 მაისის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა იერიში. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გაშვებული 13 დრონიდან განადგურებულია 12. უწყების ინფორმაციით ყველა დრონი სუმის ოლქის მიმართულებით იყო გაშვებული. უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთიდან, კერძოდ კურსკის ოლქიდან იყო გაშვებული. შეტევის შედეგად ნაწილობრივ დაზიანდა წყლისა და ელექტრომომარაგების სისტემები. რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.

ყაზახეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა ყაზახეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე ორშაბათს, ალმათის დროით 09:12 საათზე. ამის შესახებ ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სეისმოლოგიური დაკვირვებისა და კვლევის ეროვნული სამეცნიერო ცენტრი იტყობინება. 11.2 ენერგეტიკული კლასის მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეზე, ალმათის სამხრეთ-აღმოსავლეთით 194 კმ-ზე იყო. ეპიცენტრის კოორდინატები: ჩრდილოეთის განედის 42,73 გრადუსი, აღმოსავლეთ გრძედის 79,21 გრადუსი. სეისმოლოგების ინფორმაციით, ბიძგები 12-ბალიანი MSK-64 […]

ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა

ბრაზილიის სამხრეთით მდებარე შტატ რიო გრანდე-დუ სულში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 78-მდე გაიზარდა. დასავლური მედიის ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კვირას განაცხადა, იძულებით გადაადგილებულია 115 000-ზე მეტი ადამიანი. პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა რიო გრანდე-დუ სულში ჩავიდა, რათა სამაშველო და აღდგენითი სამუშაოების პროცესი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განეხილა.

ლადო აფხაზავაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. შეგახსენებთ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ. მისი განცხადებით, შემთხვევა ლანჩხუთში, მის საცხოვრებელთან მოხდა. ამასთან, აღნიშნა, რომ თავდამსხმელებს ჰქონდათ ჯოხები. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა “მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ” “ფეისბუქზე” და […]

აღდგომის ორშაბათის ტრადიცია შუა საუკუნეების საქართველოში – ამბავი მოგზაურთა ჩანაწერებიდან

საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მრავალი უცხოელი მოგზაური ეწვია. მოგზაურთა უმეტესი ნაწილი დაჯილდოებულია დაკვირვების უნარით და საინტერესოდ აღგვიწერენ ქართველების ცხოვრების წესსა და ზნე-ჩვეულებებს. მათ შემოგვინახეს ბევრი ისეთი დეტალი, რომლებიც, სხვა მხრივ, ჩვენთვის დაკარგული იქნებოდა. ბუნებრივია, მათ ჩანაწერებში იკვეთება ნეგატიური მოსაზრებებიც, რაც ასევე საყურადღებოა. ევროპელი მოგზაურებისა და მისიონერების თვალით დანახული საქართველო ხშირად ახალ ჭრილში წარმოგვიდგება. მოგზაურთა ჩანაწერები სახალხო […]

ბრწყინვალე შვიდეული

აღდგომის დღესასწაული ორმოცი დღის მანძილზე გრძელდება. ამ კვირას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება. მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე. ტრადიციულად ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს გავდივართ საფლავებზე, მაგრამ ამჯერად ჩვენ მიცვალებულებს ვიხსენებთ არა იმიტომ, რომ განშორება ვიგლოვოთ, არამედ იმიტომ, ვახაროთ მათ „ქრისტე აღსდგა! თავისი სიკვდილით დათრგუნა სიკვდილი და საფლავებსა შინა სიცოცხლე მიანიჭა!“ ასე რომ, თუ ადამიანს სწამს ღმერთი, სწამს, […]

“ნიუ-იორკში დღეს სამჯერ გამაჩერეს, ვინ არის ამ კაბის ავტორიო და სიამაყით მოვუყევი, რომ ქართველი დიზაინერია ” – ნახეთ ნუკი კოშკელიშვილის ახალი ფოტოები მშვენიერ თეთრ კაბაში – Marao

“ნიუ-იორკში დღეს სამჯერ გამაჩერეს, ვინ არის ამ კაბის ავტორიო და სიამაყით მოვუყევი, რომ ქართველი დიზაინერია ” – ნახეთ ნუკი კოშკელიშვილის ახალი ფოტოები მშვენიერ თეთრ კაბაში – Marao ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ის საქართველოში ცნობილი ტელესახეა, რომელიც არაერთხელ მოგვევლინა სხვადასხვა შოუსა თუ გადაცემის წამყვანის ამპლუაში. ნუკიმ მონაწილეობა რამდენიმე ფილმშიც მიიღო და ჰქონდა ფოტომოდელის […]

დემნას ძმამ მედია აალაპარაკა – რა ხდება გურამ გვასალიასა და ამერიკელ მომღერალ Doja Cat-ს შორის – Marao

დემნას ძმამ მედია აალაპარაკა – რა ხდება გურამ გვასალიასა და ამერიკელ მომღერალ Doja Cat-ს შორის – Marao გურამ გვასალიამ Doja Cat-თან ერთად გამოჩენით მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ისინი პაპარაცებმა ნიუ-იორკში, McDonald’s-ში შენიშნეს. მაშინ ცნობილ ამერიკელ მომღერალსა და რეპერს, ამალა რატნა ზანდილე დლამინის, რომლის სასცენო სახელიცაა Doja Cat, გამჭვირვალე ქაღალდი ჰქონდა შემოხვეული, გურამს კი ტყავის ბომბერი და […]