დღეს წმიდა გიორგის ხსენების დღეა

წმიდა, დიდებული, დიდმოწამე, ძლევაშემოსილი და საკვირველთმოქმედი გიორგი (+303) მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა. ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში განმწესდა მხედრად. ახოვანმა, მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველად დანიშნა წმიდა […]

შენგელიას 15 ქულა “ტრენტოსთან” – “ვირტუსმა” რეგულარული პირველ ადგილზე დაასრულა

იტალიის სერია A-ს რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. 16-გუნდიან ლიგაში 30 ტური ითამაშეს, საიდანაც თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონიამ” 22 მოიგო და ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულა. ეს ნიშნავს, რომ პლეი-ოფში ბოლონიელებს ყველა მეტოქესთან მოედნის უპირატესობა ექნებათ. ბოლო ტურში “ვირტუსმა” “ტრენტოს” უმასპინძლა და 108:61 გაანადგურა. თორნიკე შენგელია მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რომელმაც 17 წუთში 15 ქულა, 2 მოხსნა, 4 […]

ლადო აფხაზავაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. შეგახსენებთ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ. მისი განცხადებით, შემთხვევა ლანჩხუთში, მის საცხოვრებელთან მოხდა. ამასთან, აღნიშნა, რომ თავდამსხმელებს ჰქონდათ ჯოხები. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა “მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ” “ფეისბუქზე” და […]

ჰაკიმ ჯეფრისი – ვლადიმერ პუტინი შეიჭრა საქართველოში, მაგრამ არ შეჩერდა საქართველოში, პუტინი უკრაინაშიც არ შეჩერდება – მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს

წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატების“ ლიდერის, ჰაკიმ ჯეფრისის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა თავიდან აიცილოს უფრო ფართო ომი. „ჩვენ ვერ დავუშვებთ უკრაინას დაცემას, რადგან თუ ეს ასე მოხდა, მაშინ, დიდი ალბათობით, ამერიკას მოუწევს კონფლიქტში ჩართვა – არა უბრალოდ ჩვენი ფულით, არამედ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებით“, – განაცხადა ჯეფრისმა CBS-თან ინტერვიუში. ჯეფრისის განცხადებით, მიაჩნია, რომ რუსეთის […]

იანვარ-მარტში საქართველოში რუსეთიდან 215 000-ზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა

საქართველოს 2024 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან 215 ათას 468 ვიზიტორი ეწვია, ეს მონაცემები 4 მაისს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაავრცელა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთლიანობაში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს 1 მილიონ 300 ათას 551 უცხო ქვეყნის მოქალაქე ეწვია. 2024 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 7,6%-ით მეტი იყო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და […]

ჩინეთის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დაგეგმილი მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომით გამოწვეული კრიზისი. სი ძინპინი მეუღლესა და ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად საფრანგეთში კვირას, 5 მაისს ჩავიდა. მას პარიზის აეროპორტში დახვდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი. საფრანგეთში სახელმწიფო ვიზიტის წინ, ჩინეთის მთავრობის საიტსა და ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ში გამოქვეყნდა […]

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ წმინდა ეკლესიასა და მის მრევლს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული წმინდანის, საქართველოსთვის გამორჩეულად პატივსაცემი წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის აღსრულების დღეა. „წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში დაიბადა. იგი რომის იმპერატორის, დიოკლეტიანეს მხედართმთავარი იყო. კერპთაყვანისმცემელმა დიოკლეტიანემ წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა […]

“მიმაქვს ქართული ცეცხლი ევროვიზიის წითელ ხალიჩაზე” – ნუცა ბუზალაძის ახალი კადრები – Marao

“მიმაქვს ქართული ცეცხლი ევროვიზიის წითელ ხალიჩაზე” – ნუცა ბუზალაძის ახალი კადრები – Marao ევროვიზია 2024-ზე საქართელოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში, 9 მაისს მე-11 ნომრად იმღერებს. Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს. საქართველოსთან ერთად, მეორე ნახევარფინალში იმღერებენ: ავსტრია, მალტა, შვეიცარია, საბერძნეთი, ჩეხეთი, […]

შერმადინმა ნეკნი გაიბზარა და “ტენერიფეს” უახლოეს მატჩებში გამოაკლდება

გიორგი შერმადინმა ნეკნი გაიბზარა და თუ მისი გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფში შორს არ წავიდა, რა დროშიც ქართველი ცენტრი ტრავმას მოიშუშებს, მისთვის სეზონი დიდი ალბათობით დასრულებულია. ლიგა ენდესას 32-ე ტურში ტენერიფე სტუმრად “ბრეოგანს” შეხვდა და უშანსოდ – 54:76 წააგო. შეხვედრის პირველი პერიოდის ბოლოს წუთებზე შერმადინი მარსელიონიო ჰუერტასს ბლოკს უყენებდა და მას მეტოქე ჯასტინ რობინსონი შეჯახა. […]

ნეთანიაჰუს განცხადებით, ტყვეების დაბრუნების სანაცვლოდ ღაზაზე თავდასხმა არ შეწყდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისინი არ მიიღებენ ჰამასის მოთხოვნას, ტყვეთა გაცვლის სანაცვლოდ, ღაზის სექტორზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ. ვიდეომიმართვაში მან განაცხადა, რომ ტყვეების გაცვლაზე მოლაპარაკებები ბოლო რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და ისრაელის მხარე მზად არის თვეების გაცვლის შემთხვევაში ცეცხლი დროებით შეწყვიტოს. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მათ სურთ მოლაპარაკება ტყვეთა გაცვლაზე, მაგრამ ჰამასი დაჟინებით მოითხოვდა ისეთ პირობებს, […]