შეიძლება თუ არა დღეს, გიორგობას საფლავზე გასვლა – საპატრიარქოს განმარტება

გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს. მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი წე­სით, მიც­ვა­ლე­ბულ­თა მო­სახ­სე­ნი­ებ­ლად და საფ­ლავ­ზე გა­სას­ვლე­ლად ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­უ­ლის შემ­დე­გი სამ­შა­ბა­თია დად­გე­ნი­ლი. აღ­დგო­მის შემ­დეგ ორ­შა­ბათს კი, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა მრევლს საფ­ლა­ვებ­ზე გას­ვლის კურ­თხე­ვა იმის გამო მის­ცა, რომ აღ­დგო­მა გლო­ვის დღედ არ აქ­ცი­ონ. წელს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლა­ვებ­ზე გას­ვლის დღე წმ. გი­ორ­გის დღე­სას­წა­ულს ემ­თხვე­ვა. არა­ნა­ი­რი აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს, […]

მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს

6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში დღეს სადღესასწაული წირვა შესრულდება. ქრისტიანული სწავლების თანახმად, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით წმინდა […]

„არა რუსულ პასკას“ – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოცქსელში წერს: რა მაგის პასუხია და მალე დაიღლებიან და მოფომფლოვდებიანო, ზოგზოგიერთები რომ წინასწარმეტყველებდნენ, სწორი აღმოჩნდა. ორ დღეში დავიღალე პასკების სინჯვით და კვერცხების ჭახა-ჭუხით. ადრე მთელი კვირა მედგრად ვქაჩავდი. გუშინ ხურციძემ გადამიპატიჟა თავის პასკაზე და დაღლილი ვარ, მეუთხარი.მაგრამ ბოლოს მაინც იტალიური პასკის ნაკუწს წავეპოტინე და აღმომხდა – არა რუსულ პასკას!

“სასწრაფოდ გავაძევოთ სალომე ზურაბიშვილი საქართველოდან” – გოჩა ნაჭყებია

“სასწრაფოდ გავაძევოთ სალომე ზურაბიშვილი საქართველოდან”– ამ მოწოდებით გამოდის ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია, რომელიც პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. წერილს უცვლელად გთავაზობთ: “მთელი პასუხისმგებლობა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, მოსალოდნელ სისხლის ღვრაზე ეკისრება საქართველოს პრეზიდენტად წოდებულ კუდიან დედაბერს სალომე ზურაბიშვილს! სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრიუსელში, პარიზში, მისი ღია თუ ფარული შეხვედრები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან , პოლიტიკური (ჟ) […]

ოკუპანტებმა რამაზ ბეღელური გაიტაცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა რამაზ ბეღელური გაიტაცეს. ის ოკუპანტების პატიმრობაში მეხუთედ იმყოფება. დაკავებულის დედა ამბობს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მას მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდება და მედიკამენტების გარეშე ვერ გაძლებს. ცნობილია, რომ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა დაკავებების შემდეგ გაუარესდა, მას არაერთხელ სცემეს ცხინვალში. რამაზ ბეღელური 2021 წლის 2 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ […]

ეროვნულ კატალოგში ქართული ვაზის 81 ადგილობრივი ჯიშია შეტანილი

სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ეროვნულ კატალოგში შეტანილია ქართული ვაზის 81 ადგილობრივი ჯიში. ამავე მონაცემებით, ვაზის საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის ადგილობრივი კულტურული ჯიშების და ველური ფორმების 1000-მდე ნიმუში; ვაზის ინტროდუცირებული 500-მდე ჯიში; ფილოქსერაგამძლე ვაზის 14 ჯიშ-კლონი; ეროვნულ კატალოგში შეტანილია 81 ქართული ვაზის ადგილობრივი ჯიში; სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს ქართული ვაზის გენოფონდის დაცვის, […]

რუსეთი არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზადყოფნის გაზრდის მიზნით წვრთნებს ჩაატარებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზადყოფნის გაზრდის მიზნით სამხედრო წვრთნებისთვის მზადების დაწყების შესახებ ბრძანება გასცა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის დავალებით, საბრძოლო მისიების შესასრულებლად არასტრატეგიული ბირთვული ძალების მზადყოფნის გაზრდის მიზნით, გენერალურმა შტაბმა წვრთნების ჩასატარებლად მზადება დაიწყო“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. […]

ლატვიის საგარეო მინისტრი – ჩვენი საელჩოს წარმომადგენლები აგრესორი სახელმწიფოს მეთაურის ინაუგურაციას არ დაესწრებიან – პუტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ომის დანაშაულებისთვის იძებნება

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, ლატვიელი დიპლომატები რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრებიან. „ლატვიის საელჩოს წარმომადგენლები არ დაესწრებიან აგრესორი სახელმწიფოს მეთაურის ინაუგურაციას, რომელიც თავს ესხმის ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. პუტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ომის დანაშაულებისთვის იძებნება“, – აცხადებს ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მანამდე, ჩეხეთმა და ესტონეთმაც დაადასტურეს, რომ მათი […]

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მსხვერპლი მოჰყვა ბელგოროდის ოლქზე დრონებით შეტევას

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მსხვერპლი მოჰყვა ბელგოროდის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დღევანდელ თავდასხმას. ოლქის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული პირველი ინფორმაციით, ბორისოვის რაიონში დრონებით დარტყმა იყო საწარმო „აგრო-ბელგორიეს” ავტომანქანებზე, რომლებსაც ფერმის თანამშრომლები გადაჰყავდა. შტაბის თანახმად, დაიღუპა 6 და დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი. მოგვიანებით კომპანია „აგრო-ბელგორიემ” განაცხადა, რომ დაღუპულია 7. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, […]

სუპერმოტივირებული ოსიმენი – ცნობილია, რა თანხას მიიღებს ნიგერიელი, თუ დღეს “უდინეზეს” გოლს გაუტანს

დღეს, 6 მაისს, სერია A-ს 35-ე ტურში, “ნაპოლი” “უდინეზეს” ესტუმრება. “პარტენოპეის” ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი აღნიშნულ მატჩს დიდი მოტივაციით ხვდება. La Repubblica-ს ცნობით, თუ დღეს ნიგერიელი “უდინეზესთან” მინიმუმ ერთი გოლის გატანას მაინც მოახერხებს, ვიქტორი ბონუსის სახით 125 000 ევროს მიიღებს. “დღევანდელ მატჩში “ნაპოლის” უმთავრესი იმედი ვიქტორ ოსიმენი იქნება, რომელსაც მხოლოდ ერთი გოლის გატანა სჭირდება იმისთვის, რომ […]