მარტში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი 12 ათასამდე პირმა მიიღო, 100 000 ლარზე მეტი- 349 დასაქმებულმა

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მარტში, 100 ლარზე ნაკლები თანხა, ხელფასის სახით, 11 841 დასაქმებულს ჩაერიცხა, მათი ჯამური დარიცხული ხელფასი 660 837 ლარს შეადგენდა. მარტის მონაცემებით, 600 ლარზე ნაკლები ხელფასი საქართველოში ჯამში 152 209 დასაქმებულს ჰქონდა. ყველაზე მეტი დასაქმებულის – 339 662 ადამიანის ხელფასი 1200-დან 2400 ლარის დიაპაზონში იყო, მათი დარიცხული ხელფასი 575,013,249 ლარს შეადგენდა. […]
მსაჯი ნანობს: ბუკემ მიქაუტაძისთვის წითელი ბარათის გაუქმება მოითხოვა

Direct FM-ის ცნობით, მსაჯმა რუდი ბუკემ აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც “რენთან” მატჩში “მეცის” თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე გააძევა. ფიფას არბიტრმა სადისციპლინო კომიტეტს წერილობითი ფორმით მიმართა და ქართველისთვის წითელი ბარათის გაუქმება მოითხოვა. აღნიშნულ საკითხზე სადისციპლინო კომიტეტი 7 მაისს იმსჯელებს, ალბათ, გიორგის წითელ ბარათს გაუუქმებენ და ის 12 მაისს “სტრასბურგთან” და 19 მაისს პსჟ-სთან თავისი გუნდის დახმარებას […]
ისრაელის თავდაცვის მინისტრი – მძევლების დაბრუნების ნებისმიერ გეგმაზე „ჰამასის“ უარი რაფაჰში ოპერაციის დაწყებას გვაიძულებს

მძევლების დაბრუნების ნებისმიერ გეგმაზე „ჰამასის“ უარი რაფაჰში ოპერაციის დაწყებას გვაიძულებს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა „ჰამასის“ მძევლების ოჯახის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. „თქვენი საყვარელი ადამიანების დაბრუნების მცდელობები ახლაც გრძელდება. ჩვენ მზად ვართ ომის მიზნებს მივაღწიოთ, მაგრამ მძევლების დაბრუნების ნებისმიერ გეგმაზე „ჰამასის“ უარი გვაიძულებს, რომ რაფაჰში ოპერაცია დავიწყოთ“, – განაცხადა იოავ გალანტმა და დასძინა: […]
ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
Reuters – ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას საფრანგეთის ელჩი დაესწრება, გერმანიამ კი კონსულტაციების მიზნით მოსკოვიდან ელჩი გაიწვია

ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას საფრანგეთის ელჩი დაესწრება, გერმანიამ კი კონსულტაციების მიზნით რუსეთიდან ელჩი გაიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „საფრანგეთი რუსეთში მისი ელჩით იქნება წარმოდგენილი“, – განუცხადა Reuters-ს ფრანგულმა დიპლომატიურმა წყარომ. გერმანიამ, მოსკოვიდან ელჩი, ალექსანდრ გრაფ ლამბსდორფი კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გაიწვია, რაც ბერლინმა რუსეთი „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრების პირად ანგარიშებზე თავდასხმაში დაადანაშაულა. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინის […]
ბაიდენი იორდანიის მეფე აბდულას ღაზის საკითხზე ხვდება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, ახლო აღმოსავლეთის მოკავშირე სახელმწიფოს ლიდერს, იორდანიის მეფე აბდულა II-ს ხვდება. თეთრ სახლში, 6 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე, ისინი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის სამომავლო პერსპექტივაზე ისაუბრებენ. შუამავლების მეშვეობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკება ისრაელსა და “ჰამასს” შორის, ამ ეტაპზე ჩიხშია შესული. მხარეები ცეცლის შეწყვეტის პირობებზე ვერ თანხმდებიან და ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ერთი დღით […]
ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ერს, სახელმწიფოს, ღირსია, საზოგადოებამ ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ და ნუ გაუკვირდებათ, რომ საზოგადოება მათ მკაცრ პასუხს გასცემს
ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ერს, სახელმწიფოს, ღირსია, საზოგადოებამ ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ და ნუ გაუკვირდებათ, რომ საზოგადოება მათ მკაცრ პასუხს გასცემს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორ ანა სუბელიანის მხრიდან პატრიარქის შეურაცხყოფის ფაქტზე „ქრონიკასთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ფარისევლობის ისეთ მასშტაბს და უტიფრობას აქვს […]
გორში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი 31 წლის ქალი ემსხვერპლა, დაშავებულია ბავშვი

გორში მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 31 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია მცირეწლოვანი ბავშვი. სოფელ ტინისხიდის სასაფლაოზე ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭის შენარჩუნება ვერ შეძლო – მანქანა დაგორდა და ქვემოთ მდგარ დედა-შვილს დაეჯახა. მძიმე დაზიანებით ჰოსპიტალიზებული 31 წლის ქალი კლინიკაში მიყვანისას გარდაიცვალა, ხოლო დაშავებულ მცირეწლოვანს ბავშვს გადაუდებელი დახმარება გაეწია – ის ამჟამად გადაყვანილია თბილისში. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა […]
“ჰეზბოლას” თქმით, ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქზე დრონებით იერიში მიიტანა

“ჰეზბოლამ” ორშაბათს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქ მეტულასთან, ისრაელის სამხედრო პოზიციებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად, ოფიციალურად დაუდასტურებელი ცნობებით, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ისრაელის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჯერ არ შეუძლიათ დაადასტურონ დაშავებულებთა ან დაღუპულთა რაოდენობა. მაგრამ, აღნიშნეს, რომ დრონები ლიბანიდან მეტულას რაიონში იქნა გასროლილი. ისრაელის მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ […]
“ამას რაღას უზამ შე მართლა მშიშარა და ბიძინას ჩმორო” – სარალიძე პრემიერს

რამდენი დაგიკომენტარე იმდენი წაშალე, ამას რაღას უზამ შე მართლა მშიშარა და ბიძინას ჩმორო. განათლებას ხალხის საკეთილდღეოდ იყენებდნენ ნაღდი ქართველები და არა ბოსის ბრძანების შესასრულებლად