არა – რუსულ კანონს – აქცია ბათუმში

ფოტო – ტვ პირველი “კი ევროპას, არა – რუსულ კანონს” – ბათუმში რუსული კანონის საწინააღმდეგო მსვლელობა მიმდინარეობს. ახალგაზრდები ბათუმის უნივერსიტეტიდან შეიკრიბნენ. ბრძოლა იქნება იქამდე, სანამ ხელისუფლება არ მოუსმენს ხალხს და არ გაიწვევს რუსულ კანონს – ამბობენ აქციის მონაწილეები.
The Sun: ისტორიაში ყველაზე ცუდი გაძევება – მიქაუტაძის მიმართ მსაჯის ვერდიქტი გაუგებარი იყო

“რენთან” მატჩში “მეცის” თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის გაძევებამ “სანი” გააოცა და წერილი მიუძღვნა. გამოცემამ აღნიშნა, რომ ეს ისტორიაში ყველაზე ცუდი გაძევება იყო, ვინაიდან “მეცის” ვარსკვლავს მსაჯმა რუდი ბუკემ პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა, კომენტატორი გააოგნა და სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რამეთუ უნებური შეჯახება “რენის” ფეხბურთელმა არნო კალიმუენდომ თეატრალურად გააფორმა. The Irish Sun-ი წერს, რომ მასპინძელთა გუნდის […]
ტრამპის საქმის მოსამართლე ყოფილ პრეზიდენტს კვლავ აჯარიმებს და საპატიმრო ზომაზე გაფრთხილებას გამოთქვამს

მოსამართლემ, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს უძღვება ორშაბათს თქვა, რომ ყოფილ პრეზიდენტს, დუმილის ორდერის მეათედ დარღვევისთვის, სასამართლოს უპატივცემულობაში დასდებს ბრალს. ამასთან, მოსამართლემ გაფრთხილება გამოთქვა, რომ ნებისმიერი შემდგომი დარღვევისთვის, მისთვის საპატიმრო სასჯელის შეფარდების საკითხს განიხილავს. მოსამართლე ხუან მერჩანმა თქვა, რომ ამ დროისთვის, $9000-იანი ჯარიმა გამოიყენა. დუმილის ორდერი ტრამპს უკრძალავს საჯარო კომენტარები გააკეთოს მსაჯულებზე, მოწმეებზე […]
რუსეთის თქმით, ბელგოროდის ოლქში უკრაინის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ბელგოროდის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, ავტობუსზე უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა. გლადკოვმა თქვა, რომ თავდასხმა სოფელ ბერეზოვკასთან მოხდა. მან გამოაქვეყნა ავტობუსის ფოტო, რომელსაც ფანჯრები აქვს ჩამსხვრეული. გლადკოვის თქმით, ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ორ ბავშვს კი ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება. რუსეთის ლოგისტიკურ ჭაჭვზე იერიშის მისატანად, ბელგოროდის რეგიონზე, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, კიევი იერიშებს […]
The Sun: ისტორიაში ყველაზე ცუდი გაძევება – მიქაუტაძის მიმართ მსაჯის ვერდიქტი გაუგებარი იყო

“რენთან” მატჩში “მეცის” თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის გაძევებამ “სანი” გააოცა და წერილი მიუძღვნა. გამოცემამ აღნიშნა, რომ ეს ისტორიაში ყველაზე ცუდი გაძევება იყო, ვინაიდან “მეცის” ვარსკვლავს მსაჯმა რუდი ბუკემ პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა, კომენტატორი გააოგნა და სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რამეთუ უნებური შეჯახება “რენის” ფეხბურთელმა არნო კალიმუენდომ თეატრალურად გააფორმა. The Irish Sun-ი წერს, რომ მასპინძელთა გუნდის […]
IAEA-ის ხელმძღვანელი ირანშია, ბირთვულ სფეროში ნაბიჯებზე შეშფოთების ზრდის ფონზე

გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი 6 მაისს ჩავიდა ირანში, სადაც ის კონფერენციაზე სიტყვით უნდა გამოვიდეს და ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართოს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე. გროსის ვიზიტის ფონია რეგიონში გაღრმავებული დაძაბულობა და გროსის უწყების, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მხრიდან ირანის მიმართ გამოთქმული კრიტიკა – რომ თეირანი სათანადოდ არ თანამშრომლობს შემოწმების და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში. […]
ევროკავშირსა და ჩინეთს აქვთ საერთო ინტერესი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირსა და ჩინეთს აქვთ საერთო ინტერესი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. ჩვენ შემართულები ვართ, რომ შევაჩეროთ რუსეთის აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, პარიზში, სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ევროკავშირს და ჩინეთს სურთ კარგი ურთიერთობები და თუ გავითვალისწინებთ ჩინეთის გლობალურ წონას, ჩვენი თანამშრომლობა არის გადამწყვეტი ურთიერთპატივისცემის უზრუნველსაყოფად, რათა თავიდან იყოს […]
გორში ავარიას ქალი ემსხვერპლა, მოზარდი კი დაშავდა

გორში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად 35 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც საჭესთან იჯდა, დაიღუპა. ავტომობილში მყოფი 13 წლის მოზარდი კი დაშავდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის […]
პუტინის ინაუგურაციამდე 1 დღით ადრე, გერმანიამ რუსეთიდან ელჩი გაიწვია

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთიდან ელჩი, ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფი ბერლინში კონსულტაციებისთვის გაიწვია. გადაწყვეტილება გერმანიის დიპლომატიურმა უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც მოსკოვი ჰაკერულ თავდასხმებში დაადანაშაულეს. ელჩი გერმანიაში ერთი კვირა დარჩება და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას გამოტოვებს. ბერლინმა რუსეთი 3 მაისს, გერმანიის “სოციალ დემოკრატიული” პარტიის წევრების ანგარიშებზე თავდასხმაში დაადანაშაულა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, […]
გორში სასაფლაოზე ავტომობილი ქვეით დედა-შვილს დაეჯახა, შედეგად გარდაიცვალა ქალი, ბავშვი კი დაშავდა

გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, მცირეწლოვანი ბავშვი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ ტინისხიდის სასაფლაოზე მოხდა, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, ავტომანქანა დაგორდა და ქვეით დედა-შვილს დაეჯახა. დაშავებულები გორში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, 31 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს, გარდაიცვალა, […]