როგორია თქვენი ბავშვობის პასკის გემო და რა კერძები უნდა იყოს აღდგომის სადღესასწაულო სუფრაზე?

რამდენიმე დღეში, მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს. სააღდგომო სუფრისთვის მზადებას ადამიანები რამდენიმე დღით ადრე მაინც იწყებენ. ზოგი ამბობს, რომ სააღდგომო სუფრაზე 12 კერძი უნდა იყოს მოთავსებული, 12 მოციქულის საპატივცემულოდ, ზოგი თვლის – რომ იმდენი კერძი უნდა მომზადდეს, რამდენი დღეც იყო მარხვა. თუმცა, ალბათ, ყველამ იცის, რომ მთავარი სიკეთე და სიყვარულია გულებში. აღდგომის სუფრის მთავარი […]
ახალგაზრდები გმირთა მოედანზე მივიდნენ – მათ დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

“გვჯერა, რომ საქართველო ჭეშმარიტად აღდგება” – ახალგაზრდებმა გმირთა მემორიალთან ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. შეკრების ინიციატორი თავისუფალი საზოგადოებაა. ახალგაზრდებმა გმირთა მოედანზე შეკრება 20:00 საათიდან დაიწყეს. მათ ტერიტორია ყვავილებით შეამკეს. აქტივისტების თქმით, ხვალიდან კვლავ გაგრძელდება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები იქამდე, სანამ ოცნება კანონს არ გაიწვევს. “ველოდებით ხალხს, რათა პატივი მიაგონ გმირთა მემორიალზე და ხვალიდან დაიწყება […]
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებია

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები არ გავრცელდება. დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სახელმწიფო […]
AXIOS: აშშ-მ ისრაელისთვის განკუთვნილი ჭურვების გადაცემა შეაფერხა

ამერიკული მედია AXIOS-ი ორ ისრაელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცაიმ გასულ კვირაში ისრაელისთვის განკუთვნილი ჭურვების გადაცემა შეაფერხა. ეს 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-მ ისრაელისთვის ჭურვების მიწოდება შეაჩერა. როგორც AXIOS-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, შემთხვევამ მნიშვნელოვნად შეაშფოთა ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები და საკუთარ მაღალჩინოსნებს მისცეს ბრძანება, რომ გაარკვიონ მიწოდების შეჩერების მიზეზები. მნიშვნელოვანია, […]
“რუსული კანონი” ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გააუარესებს – ცეზარ ჩოჩელი

„ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ იმ რისკებზე საუბრობს, რასაც ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს “რუსული კანონის” მიღება შეუქმნის. ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ ეს არ მოხდება. მისი თქმით ამის იმედს მას, კანონის წინააღმდეგ ერის კონსოლიდაცია უჩენს.
ბათუმელი სტუდენტები მსვლელობას მართავენ

ბათუმელი სტუდენტები მსვლელობას მართავენ. მანამდე მათ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანიბისთვის დაღუპულ გმირებს. ბათუმელმა ახალგაზრდებმა შიდისთან ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცების სახელები წაიკითხეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. სტუდენტებმა ჯავახიშვილის ქუჩაზე აგვისტო ომის მემორიალთან საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. “დიდება გმირებს, არა რუსულ კანონს. საქართველოს გაუმარჯოს ევროპულ გზაზე, მსვლელობას ვაგრძელებ, რომ ჩვენ ვართ ერთიანი საქართველოსთვის შეკრებილი”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები. […]
“სასაფლაოზე შეკრებილი გურულების სააღდგომო ტრაპეზის აღწერას ნიჭიერი მწერლის კალამი ჭირდება” – თარგამაძე

ბავშვობის არდადეგების უმრავლესობა გურიაში, ბებიასთან მაქვს გატარებული. აღდგომასაც, არაერთხელ, იქ შევხვედრივარ. სასაფლაოზე შეკრებილი გურულების სააღდგომო ტრაპეზის აღწერას ნიჭიერი მწერლის, ან პოეტის კალამი ჭირდება. წარმოსახვა შეუძლია გათიშოს – ასეთ სილამაზეს, მხიარულებას, მისტიურობას, თან ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაში მყოფს – ვერ წარმოიდგენს.. საფლავებს შორის, მინდორზე გაშლილი სუფრები, ერთმანეთის მოკითხვასა და მოფერებაში გადახლართული გურულები გამახსენდა, აღდგომის მახარობლები ერთად რომ […]
დაესწრებიან თუ არა პუტინის ინაუგურაციას ევროკავშირის წარმომადგენლები

ევროკავშირის დელეგაციამ მოსკოვში და გაერთიანების წევრმა ქვეყნებმა მიიღეს მიწვევები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე, მაგრამ შეთანხმებული პასუხის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის ჟოზეფ ბორდელის პრესმდივანმა პიტერ სტანომ. „ჩვენ ჯერ კიდევ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა პასუხი გვექნება. ჩვენ, როგორც ყოველთვის, გვინდა ევროკავშირის შეძლებისდაგვარად კოორდინირებული მიდგომა საგარეო პოლიტიკის კუთხით. ჩვენ განვიხილავთ წევრ […]
კამერონის სიტყვების შემდეგ, რუსეთი ბრიტანეთის ობიექტებზე დარტყმებით იმუქრება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა თქვა, რომ უკრაინას აქვს უფლება რუსეთის ტერიტორიაზე იერიშები ლონდონის მიერ მიწოდებული იარაღით მიიტანოს, მოსკოვი გაერთიანებულ სამეფოს მსგავს შემთხვევაში საპასუხო დარტყმებით ემუქრება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა ბრიტანეთის ელჩი მოსკოვში, ნაიჯელ კეისი, მასთან კამერონის სიტყვებთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატეს და ზემოხსენებული მუქარა გააჟღერეს. “ნ. კეისი გაფრთხილებულ იქნა, […]
პუტინის ინაუგურაციამდე 1 დღით ადრე, გერმანიამ რუსეთიდან ელჩი გაიწვია

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციამდე 1 დღით ადრე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში გერმანიის ელჩი ალექსანდრ გრაფ ლამბსდორფი კონსულტაციებისთვის ქვეყნიდან გაიწვია. ის გერმანიაში 1 კვირის განმავლობაში იქნება, შესაბამისად, ვერ დაესწრება ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას. გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მონაცემებზე ჰაკერული შეტევის განხორციელებაში ბერლინმა რუსეთი 3 მაისს დაადანაშაულა. საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ამბობდა, რომ მოსკოვის ნაბიჯები “მიუღებელია […]