პროკურატურამ, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირად ღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ორი პირის მიმართ დაიწყო

პროკურატურამ, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირად ღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ორი პირის მიმართ დაიწყო „საქართველოს პროკურატურამ, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირად ღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ორი პირის მიმართ დაიწყო, ხოლო ორ პირს დამატებით ეპიზოდებზე წარუდგინა ბრალდება“ – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. […]

ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა „მეტ-ნაკლებად სტაბილურია“, თვალის ფუნქციურ მდგომარეობაზე კი ინფორმაცია უახლოეს დღეებში დაზუსტდება

ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტთან ხერხდება ადეკვატური კონტაქტის დამყარება. როგორც კახაბერ ჭელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტს პერიოდულად აქვს ფსიქო-მოტორული აღგზნებები. რაც შეეხება თვალის ფუნქციურ მდგომარეობას, მედიკოსებს ჯერჯერობით ამაზე პასუხი არ აქვთ, რადგან პაციენტს ჭრილობა შეხვეული აქვს. „პაციენტის მდგომარეობა მეტ ნაკლებად სტაბილური გახლავთ. დასრულდა სამკურნალო […]

მიხეილ სააკაშვილი – ახლა მთავარია ზეწოლის გაძლიერება, თავისთვის არაფერი არ მოვა

ახლა მთავარია ზეწოლის გაძლიერება, თავისთვის არაფერი არ მოვა. საჭიროა ბევრი ახალი ფორმის პოვნა, მოულოდნელი მხრიდან შეტევები, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დიდი შეცდომაა მუდმივად იმის გამეორება, რომ „სამართლიანად აღშფოთებული ხალხი რაღაცას არცერთ შემთხვევაში არ გააკეთებს“. „მგონი, წყლის ნაყვაა იმის გარკვევა ოლიგარქის […]

სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები განათლების სამინისტროსთან აქციას სახელწოდებით – „კენწეროში გატკბილდების?!“ მართავენ

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან აქციას სახელწოდებით – „კენწეროში გატკბილდების?!“ მართავენ. აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსფარენტები: „ეროვნული ღირსების” დაცვით ეროვნულ ინტერესებს თელავთ!“, „არა რუსულ დიპლომებს!“ აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „გაიფიცე“, „საქართველო“, „საქართველოს გაუმარჯოს“. ამასთან, ისინი განათლების სამინისტროში დასაქმებულებს მოუწოდებენ, რომ უწყებიდან გამოვიდნენ. სტუდენტების განმარტებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებების შედეგად, ისინი კარგავენ ევროპული […]

შრომის ინსპექცია – არცერთი თანამშრომლის განცხადება, თუ სიტყვიერი მიმართვა, გათავისუფლების თაობაზე, შრომის ინსპექციის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში არ შესულა

შრომის ინსპექციის სამსახურის არცერთი, მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლის უფლება და თავისუფლება არასდროს შეზღუდულა – ამ განცხადებით ეხმაურება შრომის ინსპექცია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თანამშრომლების მიმართ მუქარასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შრომის ინსპექციის სამსახური დგას ღირებულებებზე, სადაც ადამიანის უფლებები უზენაესია. “გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მიმდინარე პროტესტის ფონზე, შრომის ინსპექციის სამსახურს თანამშრომლები ტოვებენ. აღნიშნული არ შეესაბამება […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა მცხეთის რაიონის სოფლებს შეეხება. “ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 დეკემბერს 06:00-იდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წოდორეთი, ლისი, ბევრეთი, მსხალდიდი, ტაბარუკი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, […]

“ხელები შორს ამ ბავშვებისაგან, თორემ ამას ღმერთი არ გაპატიებთ!”- ჟანრი ლოლაშვილი

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მსახიობი, ჟანრი ლოლაშვილი, “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ეხმაურება და ამბობს, რომ დღეს ჩვენ თვალწინ წარმოუდგენელი ამბავი ხდება. “გული მისკდება, რომ ვუყურებ. იცით, რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ჩვენ არასდროს არა ვართ თავისუფალი. გასაგებია, რომ ამ საოცარ ბავშვებს ასე სწყურიათ თავისუფლება, განვითარება, განათლება. გალაკტიონს რომ აქვს: “მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა! ეს “როგორც […]

“ყველაზე დიდი ტვირთი ათრევინეს და კობახიძე და მდინარაძე მოასვეს თავზე” – ლორთქიფანიძე

მე არ ვიცი ღარიბაშვილი პარტიიდან წავიდა თუ მოვიდა, არც ის ვიცი ცემეს თუ ლახტით ვარჯიშის დროს დაეცა, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა: ორგზის პრემიერ-მინისტრსა და პარტიის თავმჯდომარეს ყველანაირი ძალაუფლება ჩამოართვეს, კობახიძე და მდინარაძე მოასვეს თავზე, არაფერს ეკითხებიან, პრეზიდენტის სიმბოლურ თანამდებობას ჰპირდებოდნენ და ისიც არ აღირსეს, ყველაზე რთულ მომენტში ყველაზე დიდი ტვირთი ათრევინეს და დღეს […]

თბილისის მერია კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა

ქონების მართვის სამსახურის უფროსის შემდეგ, თბილისის მერია კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა – მარიამ გოგიაშვილმა პოსტიდან წამოსვლის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. “ღია ვარ საინტერესო შემოთავაზებებისთვის, თუმცა გთხოვთ, ჩემს ამბავს ნუ გამოიყენებთ თქვენი პოლიტიკური მიზნებისთვის” – წერს მარიამ გოგიაშვილი. ძალიან ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გიზიარებთ არც თუ ისე მოულოდნელ ამბავს. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო გამოცდილება […]

ივანიშვილმა მაკრონს უთხრა, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა – „ოცნების“ მორიგი განცხადება

„ქართული ოცნება“ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს ბიძინა ივანიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შესახებ და აცხადებს, რომ დემონსტრაციებისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაზე ივანიშვილმა მაკრონს განუმარტა, რომ საქართველო „სამართლებრივი სახელმწიფოა“. „საფრანგეთის პრეზიდენტმა საუბრისას მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა […]