ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის – ბავშვები

ღაზის სექტორზე ისრაელის იერიშის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, იტყობინებიან ექიმები. საავადმყოფო კამალ-ადვანის თანახმად, დევნილების საცხოვრებელ სახლზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გვამები მან მიიღო. ბეიტ-ლახიაში მდებარე ამ საავადმყოფოს ცნობით, დაღუპულთა შორისაა რვასულიანი ოჯახი – ოთხი ბავშვი, მათი მშობლები, ასევე ბაბუა და ბებია. ისრაელის არმიას, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში “ჰამასის” თავდასხმის შემდეგ, ღაზის წინააღმდეგ ომი დაიწყო, კომენტარი არ […]

მაკრონმა ივანიშვილს უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება მოსთხოვა – ელისეს სასახლე

ელისეს სასახლის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავისი ინიციატივით ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ სამართალდამცველების ძალადობა დაგმო. ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა: “თავისივე ინიციატივით, პრეზიდენტი ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს. მან დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ისევე, […]

“ვემსახურებით ხალხს” – საჯარო მოხელეები მარშს გამართავენ

“ვემსახურებით ხალხს, სახელმწიფოს და ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციას” – ამ მთავარი სათქმელით სხვადასხვა სამინისტროებში, აიპებსა და სიპებში დასაქმებული მოქალაქეები დღეს, 11 დეკემბერს, 20:00 საათზე საპროტესტო მარშს გამართავენ. საჯარო მოხელეები გეზს პირველი რესპუბლიკის მოედნიდან აიღებენ და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც უკვე მე-14 დღეა, ევროპული მომავლის მცველები მტკიცედ დგანან. საჯარო მოხელეების თქმით, მოვიდა დრო, ხმა აიმაღლონ, რადგან მათივე […]

“საპროტესტო აქციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შსს მიგრაციის დეპარტამენტში იბარებენ” – არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საპროტესტო აქციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში იბარებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები ურეკავენ და ყოველგვარი განმარტების გარეშე, დაუყოვნებლივ გამოცხადებას სთხოვენ. პარალელურად, ირკვევა, რომ მიგრაციის დეპარტამენტში გამოცხადებულ ერთ-ერთ პირს იძულებით დაატოვებინეს საქართველოს ტერიტორია სხვა ქვეყნის გავლით. “არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის […]

112-ის სამეთვალყურეო კამერების დაზიანებისთვის ბრალდებულს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებისთვის ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა 23 წლის დანიელ მუმლაძეს. ბრალდება გულისხმობს სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანებას. დანიელ მუმლაძის ადვოკატის, ომარ ფურცელაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება ჯგუფურ დანაშაულს გულისხმობს, საქმეში სხვა სახელები არ ფიგურირებს. ადვოკატის განმარტებით, ლაპარაკია 112-ის შვიდი სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დაზიანებაზე რუსთაველის გამზირზე […]

კრიტიკულ წერილზე ხელმომწერი მერიის თანამშრომელი ომბუდსმენს მიმართავს

თბილისის მერიის თანამშრომელი გიგა სოფრომაძე სახალხო დამცველს მიმართავს და მოუწოდებს, დაიწყოს მოკვლევა კრიტიკულ განცხადებებზე ხელმომწერი საჯარო მოხელეების მიმართ მუქარის თაობაზე. სოფრომაძის თქმით, მოქმედი თანამდებობის პირების მხრიდან მათ მიმართ საჯაროდ და ღიად გამოხატული მუქარისა და დაშინების მცდელობა დღითიდღე პრაქტიკულ სახესაც იღებს. „გთხოვთ, დაინტერესდეთ ჩვენი, განცხადების თითოეული ხელმომწერი პირის ირგვლივ შექმნილი ვითარებითა და იმ პირობებით, რაშიც მათ […]

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე კოლეგებთან ერთად თბილისში ჩამოდის

გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, დღის წესრიგშია: შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან. ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, რათა სოლიდარობა გამოვხატო ქართველებთან, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან! დღის წესრიგშია: შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, და ჟურნალისტებთან”, – წერს იუკნევიჩიენე. იუკნევიჩიენეს მიერ […]

“კოკა-კოლა” საშობაო ქარავანს აუქმებს – კომპანია მიზეზებზე

Coca-Cola Bottlers Georgia-ს ყოველწლიური ტრადიცია, საახალწლო ქარავნის სახით, წელს არ ჩატარდება – ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქარავანი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო გაუქმდა.

„ენგურჰესმა“ მუშაობა შეაჩერა და ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა – Tass

„ენგურჰესმა“ მუშაობა შეაჩერა და ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა – Tass ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიას ელექტროენერგია არ მიეწოდება – ამის შესახებ TASS-ს „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახურში განუცხადეს. „ენგურჰესმა“, რომელიც აფხაზეთს ამარაგებს, მუშაობა შეაჩერა. შუქი არ არის რესპუბლიკის ტერიტორიაზე”, – განუცხადეს სააგენტოს „ჩერნომორენერგოში“. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კომპანია „ჩერნომორენერგოში“ აცხადებდნენ, რომ 9 დეკემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება ღამით […]

პროკურატურამ, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირად ღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ორი პირის მიმართ დაიწყო

პროკურატურამ, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირად ღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ორი პირის მიმართ დაიწყო „საქართველოს პროკურატურამ, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირად ღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ორი პირის მიმართ დაიწყო, ხოლო ორ პირს დამატებით ეპიზოდებზე წარუდგინა ბრალდება“ – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. […]