ნიკა გვარამია კომენტარს აკეთებს მისი საუბრის ფარულ ჩანაწერზე

ნიკა გვარამია კომენტარს აკეთებს ფარულ ჩანაწერზე, რომელიც გავრცელდა, სადაც ის ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკიზე დამაკნინებელი ფორმით საუბრობს: “იმედია, ვინმეს სერიოზული მოლოდინი არ აქვს, რომ სუსის ამ სულელურ აუდიო ფაბრიკაციებზე კომენტარს გავაკეთებთ ან მე, ან ჩვენი გუნდი. მეასეჯერ აკეთებენ ქოცები ამას ჩემს წინააღმდეგ ბოლო 10 წლის განმავლობაში. როგორც აქამდე “იმუშავა”, აწიც ეგრე იმუშავებს წერეთ და იკითხეთ, […]
“ბევრი რამ არის სასწორზე, რადგან საქართველო გზაჯვარედინზეა” – შვედეთის დელეგაციის წევრი

საქართველოში შვედეთის ყოფილი ელჩი დიანა იანსე შვედეთის საელჩოსთან IDFI-ის დირექტორ გიორგი კლდიაშვილზე თავდასხმის ფაქტს X-ზე განცხადებით ეხმაურება. დიანა იანსე დელეგაციის წევრია, რომელიც დღეს შვედეთის საელჩოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავდა. შეხვედრას ესწრებოდა შვედეთის სახელმწიფო მინისტრი იოჰან ფორსელიც. “დღეს შეხვედრების გრძელი დღე იყო თბილისში შვედეთის სახელმწიფო მინისტრთან იოჰან ფორსელთან ერთად. სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ მონაწილეს თავს დაესხნენ […]
EUROVISION 2024-ის პირველი ფინალისტები ცნობილია

2024 წლის ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის პირველი ფინალისტები ცნობილია. I ნახევარფინალში მონაწილე 15 ქვეყნიდან შემდეგ ეტაპზე გადასვლა 10-მა შეძლო. ეს ქვეყნებია: · ხორვატია · კვიპროსი · ფინეთი · ირლანდია · ლიტვა · ლუქსემბურგი · პორტუგალია · სერბეთი · სლოვენია · უკრაინა მუსიკალურ კონკურს გამოეთიშნენ: · ავსტრალია · აზერბაიჯანი · ისლანდია · მოლდოვა · პოლონეთი წლევანდელ ევროვიზიაზე […]
,,ოცნებას აღარ უჭერენ მხარს იმიტომ, რომ ნაცები ბოლომდე არ დასაჯაო“ – ირაკლი ლატარია

ეკონომისტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს: ,,ოცნებას აღარ უჭერენ მხარს იმიტომ, რომ ნაცები ბოლომდე არ დასაჯაო და ნაცების გვერდით დგანან 🙂 აბა დაიგინეთ, რომ სულ ნაცები არ იყავით, უბრალოდ შიში გქონდათ და გეგონათ რომ ოცნება ისე მოგექცეოდათ როგორც თქვენ მოექცეოდით და რომ ნახეთ ოცნების ხელწერა (არავინ გსჯის აზრის გამოთქმის გამო) ეგრევე წახვედით ოცნების წინააღმდეგ 🙂 […]
ნაც.მოძრაობის წევრების ფარული ჩანაწერი ვრცელდება

ნაც.მოძრაობის წევრების ფარული ჩანაწერი ვრცელდება ვრცელდება ნაც.მოძრაობის წევრების, ნიკა ფარულავასა და აკაკი მინაშვილის საუბრის ჩანაწერი, რომელიც აქციებს და მიმდინარე მოვლენებს ეხება. ისინი შეურაცხყოფას აყენებენ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მათ პოზიციაზე არ არიან.
ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: “დორტმუნდი” ოთხჯერ ძელმა იხსნა და პარიზშიც გაიმარჯვა

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „დორტმუნდმა“ გასვლაზე პსჟ 1:0 დაამარცხა და 11 წლის შემდეგ ფინალში გავიდა. სახლში 1:0 მოგების შემდეგ „ბორუსია“ დაცვაში არ ჩადგა, შეხვედრა ლამაზი სანახავი იყო, სწრაფ ტემპში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც მბაპეს ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ჰუმელსმა დაბლოკა, საპასუხო იერიშისას კი ადეიმის გატანა მეკარე დონარუმამ არ დაანება. […]
ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტარები ცდილობენ, დაეხმარონ პროტესტის მუხტს, შექმნან ახალი ამბავი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თავს ესხმის ევროპარლამენტარებს და ირწმუნება, რომ ისინი ცდილობენ “დაეხმარონ საპროტესტო მუხტს, რომ შექმნან დამატებით ახალი ამბავი საქართველოში”. ამ განცხადებით ის 30-ზე მეტი ევროპარლამენტარის მიმართვას გამოეხმაურა, სადაც ისინი ჯოზეფ ბორელს რუსული კანონის გამო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. ბოჭორიშვილი ირწმუნება, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე “ხელისუფლების განაცხადს, რომელიც ხალხის ნებას ეფუძნება, ვერ […]
აქციის მონაწილეები მსვლელობით ოცნების ოფისთან მიდიან

ამ წუთებში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ქართული ოცნების ოფისთან. მანამდე ისინი რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, გადაიკეტა გამზირიც. თბილისში 20 დღეზე მეტია, კანონის საწინააღმდეგო აქციები უწყვეტად მიმდინარეობს.
მიქაუტაძეს წითელი ბარათი გაუუქმეს და მომავალ ორ მატჩში ითამაშებს

როგორც მოსალოდნელი იყო, ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა “მეცის” თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს “რენთან” მატჩში მიღებული წითელი ბარათი სამართლიანად გაუუქმა. კლუბის საიტის ცნობით, მიქაუტაძეს წითელი ბარათი ყვითელით შეუცვალეს და ის 12 მაისს “სტრასბურგთან” და 19 მაისს პსჟ-სთან თავისი გუნდის დახმარებას შეძლებს.
კარა-მურზამ პულიცერის პრემია მოიპოვა

6 მაისს, პულიცერის პრესტიჟული პრემიის კომიტეტმა ყოველწლიური დაჯილდოების ლაურეატები გამოაცხადა. ვლადიმირ კარა-მურზა, რომელიც “ვოშინგტონ პოსტისთვის” სტატიებს რუსეთის ციხის საკნიდან წერდა, პულიცერის პრემიის მფლობელი გახდა “კომენტარის” კატეგორიაში. 42 წლის კარა-მურზა რუსი პოლიტიკოსი, ავტორი და ისტორიკოსია, რომელიც 2022 წლის აპრილიდან რუსეთის ციხეში 25-წლიან სასჯელს იხდის. ის გასულ წელს ღალატისთვის გაასამართლეს, უკრაინის ომის დაგმობისთვის. პრიზი კარა-მურზას მიენიჭა იმ […]