ევროკავშირის ელჩებმა საქართველოსთვის 30 მლნ ევროს გამოყოფას მწვანე შუქი აუნთეს – რიკარდ იოზვიაკი

ევროკავშირის ელჩებმა ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს გამოყოფას მწვანე შუქი აუნთეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს. „დღეს, ევროკავშირის ელჩებმა ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) ფარგლებში საქართველოსთვის არალეტალური დახმარების სახით 30 მილიონი ევროს გამოყოფას მწვანე შუქი აუნთეს – ევროკავშირის ბიუჯეტს გარეთ არსებული ინსტრუმენტიდან, რომელიც წევრი სახელმწიფოების მიერ […]
[მსხვილმა ბიზნესმენმა] უნდა აგრძნობინოს ხელისუფლებას, რომ არსებობს წითელი ხაზები – ფინანსისტი

ფინანსისტ ვასილ რევიშვილის აზრით, უნდა აგრძნობინოს ხელისუფლებას, რომ არსებობს წითელი ხაზები. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენის მიერ „გამჭვირვალობის“ მხარდამჭერი განცხადებების კომენტირებიისას თქვა. „არ ვამართლებ, მაგრამ მესმის მათი“, – ამბობს ფინანსისტი. – ყველა დროში, ყველა ხელისუფლების დროს, მსხვილი ბიზნესის დიდი ნაწილი რატომ არის მთავრობის მხარდამჭერი? – ეს პრობლემა სამყაროსავით ძველია და ასეა […]
NYT: აშშ-მა რაფაჰის ოპერაციის გამო შეაჩერა ისრაელისთვის ბომბების მიწოდება

აშშ-მა გასულ კვირაში შეაჩერა ისრაელისთვის სამიათას ხუთასი ბომბის მიწოდება, ვინაიდან ის შიშობს, რომ ჭურვები შეიძლება ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰის წინააღმდეგ ოპერაციაში იქნეს გამოყენებული. ამის შესახებ The New York Times-ი და Associated Press-ი იტყობინებიან წყაროებზე დაყრდნობით. ამერიკული მედიის რესპონდენტთა თქმით, ვაშინგტონი ამჟამად განიხილავს იარაღის მომავალი მიწოდების შეჩერების საკითხს, მათ შორისაა დამიზნების კომპლექსები. მიმდინარე კვირაში […]
ლადო აფხაზავაზე ძალადობის ბრალდება პროკურატურამ მის მეზობლად მცხოვრებ კაცს წარუდგინა

პედაგოგ ლადო აფხაზავასა და მის 20 წლის შვილზე ძალადობის ბრალდება საქართველოს პროკურატურამ მათ მეზობლად მცხოვრებ კაცს წარუდგინა. ინფორმაციას ავრცელებს უწყების პრესსამსახური. განცხადების მიხედვით, ძალადობაში ბრალდებული კაცი 5 მაისს ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო, როცა დაზარალებულებს სახეში ხელი გაარტყა. მას ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება – სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად. აფხაზავას ლანჩხუთში, საკუთარ სახლთან, 5 მაისის […]
სარიმ შესაძლოა, საფრანგეთს მიაშუროს

იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მაურისიო სარიმ შესაძლოა, მომდევნო სეზონიდან “მარსელი” გაწვრთნას. ფრანგული გუნდის ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა ცნობილ სპეციალისტს და სამომავლო გეგმების შესახებ გაესაუბრა. “ოლიმპიკს” ამჟამად ჟან-ლუი გასი ავარჯიშებს, რომელიც ამ მოვალეობას მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეასრულებს. ინფორმაციისთვის, “მარსელი” ევროპის ლიგის ნახევარფინალშია გასული. ბერგამოს “ატალანტასთან” დაპირისპირებაში პირველი მატჩი საშინაო ასპარეზზე ფრედ 1:1 ითამაშა, განმეორებით შეხვედრას კი […]
„უსამშობლოები, რომელთაც არ სწამთ არც ღმერთის, არც მშობლის, არც ქვეყნის, არაფრის… აი, ასეთების სია უნდა გაკეთდეს“ – ირაკლი ზარქუა

რუსული კანონის მოწინააღმეგეებს, რომელთაც “ქართული ოცნება” სპეციალურ სიაში შეყვანას უპირებს, ირაკლი ზარქუა “უსამშობლოებს” უწოდებს: „უსამშობლოები, რომელთაც არ სწამთ არც ღმერთის, არც მშობლის, არც ქვეყნის, არაფრის. აი, ასეთების სია უნდა გაკეთდეს, რომ იცოდეს საზოგადოებამ, ვინ დგას და ვინ არის ორგანიზატორი ამ ანტიქართული მოძრაობის. ჩვენ ვამბობთ, რომ ის, ვინც აბულინგებს საზოგადოებას, ის, ვინც შეურაცხყოფს, ის, ვინც ეკლესიას […]
პრესტიჟული ამერიკული ღვინის ჟურნალი „Wine Enthusiast“ ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიას აგრძელებს

ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ პრესტიჟულ ამერიკულ ღვინის ჟურნალთან „Wine Enthusiast“ თანამშრომლობა გასული წლის ბოლოს დაიწყო. თანამშრომლობა 2024 წელსაც გრძელდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ჟურნალის მაისის თვის ონლაინ გამოცემაში ფოკუსი საფერავზე გაკეთდა. „საფერავი – მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინო ამერიკაში ყველაზე მზარდი კატეგორიაა იმპორტირებულ ღვინოებს შორის მას შემდეგ, რაც CBS-ის […]
იაგო ხვიჩია – „ქართულ ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა

„ქართულ ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა – ხელისუფლებას ამ შემოდგომაზე საკუთარი თავის დასრულების ისეთი ტემპი აქვს აკრეფილი, ერთადერთი იმაზე ვნერვიულობ, შემოდგომამდე მშვიდად მივიდეთ, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შეაფასა. მისივე თქმით, ხელისუფლება აგონიურ მდგომარეობაში იმყოფება. როგორც ხვიჩია აღნიშნავს, რეესტრის […]
ლადო აფხაზავას ცემის ფაქტზე ერთ ადამიანის ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ პედაგოგ ლადო აფხაზავასა და მისი შვილობილის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. შსს-ს გამოძიების თანახმად, 5 მაისს ლანჩხუთში ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე მათგანს სახის არეში ხელი დაარტყა. კ.ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით […]
ბერლინში 9 მაისს რუსული დროშის და სხვა სიმბოლიკების გამოყენება აიკრძალება

გერმანიის ხელისუფლება 9 მაისს რუსული დროშის, სამხედრო ფორმისა და სხვა სიმბოლიკის მქონე ელემენტების – Z და V ასოების შემცველი პლაკატების – გამოყენებას აკრძალავს, რომელიც შესაძლოა კრემლის სიმბოლიკად იქნეს აღქმული. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Ukrainska Pravda ავრცელებს. 8 და 9 მაისს ბერლინში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნად, რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი – მათ შორის, მსვლელობა ბრანდენბურგის კარიბჭესთან […]