,, ვაშა ამხანაგებო! ვაშა შენებას! გაუმარჯოს ბიძინას გამჭვირვალე სამეფოს!” – ნანა ბუთხუზი

მსახიობი ნინო ბუთხუზი სოციალურ ქსელში წერს: ,,არ შეგერგოთ ფეხბურთის გამარჯვების ერთობაო! არ შეგერგოთ ჭეშმარიტი აღდგომის ერთობაო! სადაც ერთობა გაქვთ დაგშლით, დაგაქუცმაცებთ და დაგარბევთო! ერთობის ბაზა/სიას შევქმნით და გამოგიქვეყნებთ ოფიციალურად რეესტრში დარეგისტრირებულს და საჯაროდ დაგარქმევთ სახელს “გაერთიანებული აგენტები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველო-ევროპა- ამერიკის სახელით!” ვაშა ამხანაგებო! ვაშა შენებას! გაუმარჯოს ბიძინას გამჭვირვალე სამეფოს!”
ოჯახმა არ იცოდა, ომში თუ იყო – უკრაინაში დაღუპული დავით ღოღაძის ახლობელი

უკრაინაში 7 მაისს, საბრძოლო მოქმედებების დროს, დაღუპული ერთ-ერთი მებრძოლი, 37 წლის დავით ღოღაძე წარმოშობით თელავიდანაა. ის ქართული სპეცდანიშნულების რაზმის, „შავი არწივის“ წევრი იყო. თელავში ოჯახი უკვე იღებს სამძიმარს. ნათესავების ინფორმაციით, ღოღაძე რუსეთ- უკრაინის ომში ოჯახთან შეუთანხმებლად წავიდა. თავდაპირველად პოლონეთში გაემგზავრა სამუშაოდ, რის შემდეგაც უკრაინაში გადავიდა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. “დათო ჩემი მეგობრის შვილია… თავიდან ვიცოდით, […]
ეს ქმედება შესაძლოა არღვევდეს პირადი საიდუმლოების კონსტიტუციურ უფლებას და პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონმდებლობას – ლევან ალაფიშვილი „ერთიანი ბაზის“ შექმნაზე

ეს ქმედება შესაძლოა არღვევდეს პირადი საიდუმლოების კონსტიტუციურ უფლებას და პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონმდებლობას – ლევან ალაფიშვილი „ერთიანი ბაზის“ შექმნაზე „ეს ქმედება შესაძლოა არღვევდეს პირადი საიდუმლოების კონსტიტუციურ უფლებას და, აქედან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონმდებლობას“, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ლევან ალაფიშვილმა „კომერსანტთან“ შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გააკეთა განცხადება იმის შესახებ, […]
ChatGPT-მაც თქვა, რომ კანონი რუსულ ნარატივს ჰგავს – ომოფოქსი

სტარტაპ “ომოფოქსის” დამფუძნებლის მახო ქიტუაშვილის თქმით, მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს და ChatGPT-ს რუსული და ამერიკული კანონების შედარება სთხოვეს, რის შემდეგაც ჰკითხეს – თუ საქართველოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს მიიღებდნენ, რომელ ვარიანტს უფრო დაემსგავსებოდა. “ChatGPT-მ პირდაპირ თქვა, რომ ის, რუსულ ნარატივს უფრო ჰგავს”, – ასე აფასებს სტარტაპერი BMGTV-ს გადაცემა, „საქმიან დილაში“ სტუმრობისას “რუსულ კანონს”, რომელიც ქართულმა […]
12 მაისს მოქალაქეები რუსთაველზე შეკრებასა და პარლამენტთან ღამის გათევას გეგმავენ

12 მაისს მოქალაქეები რუსთაველზე შეკრებას და პარლამენტთან ღამის გათევას გეგმავენ. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ამის მიზეზი 13 მაისის დილას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის მესამე მოსმენის დანიშვნაა: „ვიკრიბებით და ვრჩებით ღამით, რადგან 13 მაისის დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა, მესამე მოსმენით კენჭისყრის მოსამზადებლად. რადგან ღამით დარჩენა მოგვიწევს, წინასწარ დავიჭიროთ თადარიგი, თან ვიქონიოთ […]
არავინ დაუკავებიათ, დაზარალებულადაც კი არ მცნეს – ელისაშვილი

დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პოლიციელების მხრიდან მისი ცემის ფაქტზე ბრალი არავისთვის წარუდგენიათ და არც თავად უცნიათ დაზარალებულად. საქმე ეხება, 17 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, მთავრობის კანცელარიასთან მომხდარ დაპირისპირებას, რის შემდეგაც დეპუტატი პოლიციელებმა ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში. ელისაშვილი ამბობს, რომ ის პირადად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის დავალებით სცემა რამდენიმე პოლიციელმა. მისი თქმით, […]
ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდამსხმელს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ ლანჩხუთში, ლადო აფხაზავასა და მის შვილზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა: ” საქართველოს პროკურატურამ ორი პირის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე კ.ფ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე […]
“პოლიციელების მიერ ჩემზე ძალადობას არ იძიებენ, ხდება მათი წახალისება – ხელისუფლება გადაიქცა მოძალადე რეჟიმად“- ალეკო ელისაშვილი

მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება გადაიქცა მოძალადე რეჟიმად, ტერორისტულ ორგანიზაციად, ხელს აფარებს მოძალადეებს და ახალისებს ძალადობას. როგორც მან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პოლიციელების მიერ მასზე განხორციელებულ ძალადობას არ იძიებენ იმიტომ, რომ სინამდვილეში მოძალადე პოლიციელების წახალისება ხდება.
,, ყველა დიქტატორი შეპყრობილია ერთი რამით” – მიხეილ რამიშვილი

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,გვახსოვდეს !!! ყველა დიქტატორი შეპყრობილია ერთი რამით, კონტროლით. ძველ რომში ხალხს პურით და გართობით უფანტავდნენ ყურადღებას. სხვა დიქტატორები კი იყენებენ სხვა სტრატეგიებს იდეებისა და ცოდნის გასაკონტროლებლად, კერძოდ: ცუდი განათლება, კულტურის შეზღუდვა, ინფორმაციის ცენზურა და ნებისმიერი სახის ცენზურა პიროვნების თვითგამოხატვის.ეს არის მოდელი, რომელიც უნდა გვახსოვდეს. ისტორია ყოველთვის მეორდება.”
მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 96-ეა და რეგიონში მხოლოდ სომხეთს უსწრებს – IMF

Ranking Royals-ის რეიტინგის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებს ეფუძნება, 2023 წელს ყველაზე მდიდარი ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი მშპ-ით ლუქსემბურგი იყო. ამ ევროპული ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 600 000-ია, ერთ სულ მოსახლეზე მშპ კი დაახლოებით $127 000-ია. სამეულშია ირლანდია და შვეიცარია, შესაბამისად ამ ქვეყნების მშპ – $102 217 და $92646-ია. საქართველო რეიტინგში 96-ე […]