კობიაშვილი: ფეხბურთელებზე წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა ხორციელდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ქართული ოცნების დეპუტატი, ლევან კობიაშვილი Facebook-ზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს. კობიაშვილი წერს, რომ რუსულ კანონზე პოზიციის გამოხატვასთან დაკავშირებით ნაკრების ფეხბურთელებს შეურაცხყოფას აყენებენ და მათზე ზეწოლა ხორციელდება, რაც მისივე თქმით, მთელი საქართველოს შეურაცხყოფაა. “წარმოუდგენელი მასშტაბის შეურაცხყოფა, ზეწოლა და თავდასხმა ხორციელდება ჩვენს ბიჭებზე, ფეხბურთელებზე, იმ ადამიანებზე, რომლებმაც სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, ისტორიაში პირველად, […]

უნდა შეწყდეს ჩვენი ისტორიის დამახინჯება – პუტინმა ქართველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უცხო სახელმწიფოების ლიდერებსა და ქართველ და მოლდოველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა. რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “დიდ სამამულო ომში გამარჯვების 79 წლისთავთან დაკავშირებით” მილოცვები გაეგზავნათ დსთ-ს ქვეყნების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმების ლიდერებსაც. სიაში არ არის უკრაინა. “მნიშვნელოვანია, შეწყდეს ჩვენი საერთო ისტორიის დამახინჯების ან დავიწყების ნებისმიერი მცდელობა. რა […]

ორ მეზობელს სახეში ხელი დაარტყა – აფხაზავასა და მის შვილზე თავდამსხმელს ბრალი წარედგინა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. უწყების ცნობით, ლანჩხუთში ორი პირის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, […]

დონაძე: ქართული ოცნება მის აქტივს მეზობლებსა და უბნელებზე ე.წ. დანოსების გაკეთებას ავალებს

ქართული ოცნება მის აქტივს, როგორიც არიან ზონის ხელმძღვანელები, საარჩევნო უბნის ხელმძღვანელები და კოორდინატორები, დაავალებს მათ სამეზობლოში და უბანში ამბავი მიიტანონ. ანუ, ე.წ. დანოსი გააკეთონ მათ მეზობლებზე, უბნებელებზე რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქართულ ოცნებას. ანუ განსხვავებული აზრის ადამიანებზე მათ პარტიულ აქტივს მიატანინებენ ინფორმაციას ქართულ ოცნებაში. ფაქტობრივად, პაპუაშვილმა უბნის კოორდინატორები უბნის აგენტებად გამოაცხადა. მივმართავ ოცნების მხარდამჭერებს, რომლებიც არიან პარტიულ […]

ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი – სირცხვილი „ქართულ ოცნებას“ – მირიამ ლექსმანი

სირცხვილი „ქართულ ოცნებას“ და მათ, ვინც მის მიერ ქართველი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების განადგურებას ხელს უწყობს, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით. „ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი. სირცხვილი „ქართულ ოცნებას“ და მათ, ვინც მის მიერ ქართველი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების განადგურებას ხელს უწყობს“, – წერს მირიამ […]

საბუღალტრო ფირმებს და ბუღალტრებს დამკვეთების ინფორმაციის გასაჯაროება მოუწევთ

საბუღალტრო ფირმებისთვის, პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრებისთვის, აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმებისთვის 2025 წლიდან ახალი რეგულაციები შედის ძალაში. ამას ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, ანგარიშვალდებული პირი ვალდებული იქნება სამსახურს […]

„ქოცებო, თქვენ “იყავით შოკოლადში”! ოპოზიცია სტატუს კვოს შეცვლა კი არა, ლოგინიდან ადგომა ეზარებოდა“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ქოცებო, თქვენ “იყავით შოკოლადში”! ევროკავშირის გინებაში მიღებული გქონდათ სტატუსი და ხალხი აზეიმეთ, რომ ევროპისკენ მივდივართ! ოპოზიცია იყო სრულიად ფრაგმენტირებული და სტატუს კვოს შეცვლა კი არა, ლოგინიდან ადგომა ეზარებოდა. მაგრამ როგორც იანუკოვიჩმა ვერ შეირგო ის მოღალატეობრივი ნაბიჯები, რამაც მაიდნამდე წინააღმდეგობის გარეშე მიიყვანა და უკრაინის სრული ჩახსნა მოინდომა ევროპული […]

იჰორ კოლომოისკის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ იჰორ კოლომოისკის შეატყობინა იმის შესახებ, რომ ის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში არის ეჭვმიტანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ცნობებში ეჭვმიტანილის ვინაობა არ არის ნახსენები. პროკურატურის შეტყობინებებში მას ეწოდება ცნობილი ბიზნესმენი, პოლიციის ცნობებში კი – ოლიგარქი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულია ეჭვმიტანილის ფოტო რეტუშირებული სახით, მაგრამ სურათზე შეიძლება კოლომოისკის ცნობა. გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილმა […]

პუტინმა გამარჯვების დღე ქართველ ხალხსაც მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცხო ქვეყნების ლიდერებს, ასევე საქართველოსა და მოლდოვის ხალხს, „დიდ სამამულო ომში გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით“ მილოცვას უგზავნის. პუტინის მილოცვა ასევე გაეგზავნა დე ფაქტო რესპუბლიკების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – ლიდერებს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე. „მნიშვნელოვანია შეწყდეს ჩვენი საერთო ისტორიის გამრუდების ან დავიწყების ნებისმიერი მცდელობა. და, რა თქმა უნდა, […]

გვარამია: რასაც ოცნება აკეთებს, არის 37 წელი, ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელების აღრიცხვა

ის, რასაც ოცნება აკეთებს 37 წელი, არის ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელების აღრიცხვა. წარმოუდგენელი რამეა, რასაც ჩვენ ვუყურებთ. ეს არის შავი სიის შექმნა, მტრების სიის შექმნა, რომელიც თან ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ანუ მიუქსევენ ადამიანებს, როგორც ჩანს. შეუძლებელია უბრალოდ ვილაპარაკოთ ქვეყანაზე, რომელსაც ეს ხელისუფლება ჰყავს, რომ ის დაუახლოვდება ევროპას რამით. ეს არის შეუძლებელი აბსოლუტურად. ეს არ მომხდარა […]