ექიმი – გია ჯაფარიძეს აქვს ქალა-ტვინის ტრავმა, ნახეთქი ჭრილობა თავის არეში – უტარდება კვლევები

“ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარს გია ჯაფარიძეს, რომელსაც უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქალატვინის ტრავმა აქვს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება კვლევები. შესაბამისი განცხადება ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა გააკეთა. “ჯაფარიძის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. იმყოფება დაკვირვების ქვეშ.უტარდება კლინიკოლაბორატორიული კვლევები. არის ქალა-ტვინის ტრავმა, ნახეთქი ჭრილობა თავის არეში. დაზიანებებია თავის და სახის არეში”, – დასძინა ექიმმა ივანე ავაზაშვილმა. “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარს, გია […]
შსს-ში, 9 მაისს 10:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა

9 მაისს, შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიფინგს 10:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი – სულხან თამაზაშვილი გამართავს. უცნობია კონკრეტული საკითხი, რაზე ისაუბრებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. როგორც ცნობილია, გვიან ღამით, უცნობი პირები თავს დაესხნენ საკუთარ სახლთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრს დიმიტრი ჩიქოვანს. ასევე, სადარბაზოსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარს გია ჯაფარიძეს. გავრცელებული […]
ექიმი – პაციენტი დიმიტრი ჩიქოვანი შემოყვანილია სახის ქალა-ტვინის ტრავმით, ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის, ივანე ავაზაშვილის განხადებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმა ჩიქოვანის მდგომარეობა საყურადღებოა. ექიმის თქმით, პაციენტი “შემოყვანილია სახის ქალა-ტვინის ტრავმით”. “ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა, პაციენტს უტარდება კლინიკურ ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მონიტორინგი და არის დაკვირვების პროცესში. ამ ეტაპზე, ვერ გეტყვით სჭირდება თუ არა ქირურგიული ჩარევა.“ , – განაცხადა ექიმმა. შეგახსენებთ, “ერთიანი ნაციონალური […]
ექიმი – პაციენტი დიმიტრი ჩიქოვანი შემოყვანილია სახის ქალატვინის ტრავმით, ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის, ივანე ავაზაშვილის განხადებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმა ჩიქოვანის მდგომარეობა საყურადღებოა. ექიმის თქმით, პაციენტი “შემოყვანილია სახის ქალატვინის ტრავმით”. “ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა, პაციენტს უტარდება კლინიკურ ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მონიტორინგი და არის დაკვირვების პროცესში. ამ ეტაპზე, ვერ გეტყვით სჭირდება თუ არა ქირურგიული ჩარევა.“ , – განაცხადა ექიმმა. შეგახსენებთ, “ერთიანი ნაციონალური […]
,, ახლა გაბრაზებული ხალხის ადეკვატური რეაქციის დრო დადგა!” – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია: ,,მგონი, უნდა მოვრჩეთ ღლიცინს,ყველაფერზე ღადაობას,ყველაფრის გაშარჟებას……. გინებებზე ღადაობასაც, ტროლების თუ არატროლების სიდებილეებზე ღადაობასაც, ქოცების განცხადებებზე ღადაობასაც და სერიოზულად უნდა შევხედოთ,რა ხდება ჩვენს თავს!!! ახლა გაბრაზებული ხალხის ადეკვატური რეაქციის დრო დადგა! გაბრაზების დრო დადგა! ახლა მართლა ომი გამოგვიცხადეს ყველას,ვინც ხელისუფლების ,,გამპრავებლები,, არ ვართ . დავასრულოთ ხალისი და მივხედოთ ამ ქვეყანას!”
ომბუდსმენი სამართალდამცავ ორგანოებს მუქარის ზარებთან დაკავშირებით გამოძიებისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი რუსული კანონის მოწინააღმეგე მოქალაქეების მიმართ მუქარის შემცველ ზარებს ეხმაურება და სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიებისკენ მოუწოდებს. იოსელიანი მიუთითებს, რომ დაუშვებელია ისეთი ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს და გამოიწვევს თვითცენზურას საკუთარი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით. “გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ან/და ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან […]
სომხეთი წყვეტს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ფინანსურ მონაწილეობას

სომხეთის ხელისუფლებამ 8 მაისს გამოაცხადა, რომ წყვეტს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) ფინანსურ მონაწილეობას. ადრე სომხეთმა ფაქტობრივად შეწყვიტა წევრობა ამ სამხედრო ორგანიზაციაში, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ანი ბადალიანის თქმით, ერევანი ორგანიზაციის სხვა წევრებს ხელს არ შეუშლის თავიანთი სახელშეკრულებო მოვალეობების შესრულებას. საქმე ეხებათ ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს. სომხეთი ერთ წელზე მეტი […]
პეტრე ცისკარიშვილი – მთავარი ეჭვმიტანილი დიმა ჩიქოვანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში არის ბიძინა ივანიშვილი, მისი რეჟიმი – ეს ადამიანები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან, ნუ გგონიათ, რომ გადარჩებით

მთავარი ეჭვმიტანილი დიმა ჩიქოვანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში არის ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში აწარმოებს ტერორს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. შეიძლება ეს ზონდერები ივანიშვილმა და ამ შს სამინისტრომ არ დასაჯოს, მაგრამ ნუ ეგონებათ, რომ გადარჩებიან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან. “მთავარი […]
თინა ბოკუჩავა – ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაანონსებული რეპრესიები – ჰგონია, რომ ამით შეაშინებს ახალგაზრდებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ,ან რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს, ეს უფრო მეტად მოახდენს ჩვენს კონსოლიდაციას

რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაანონსებული რეპრესიები. კონკრეტულად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, რასაც მოჰყვა ის უსასტიკესი ფიზიკური ანგარიშსწორება ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ, როდესაც მას სასიკვდილოდ იმეტებდნენ ივანიშვილის დავალებით სპეცსამსახურები და ახლა დიმა ჩიქოვანის მიმართ ფიზიკური ძალადობა , – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ. თინა ბოკუჩავას განცხადებით, მათ ჰგონიათ, რომ ახალგაზრდებს […]
ონიანი: ჩემს 14 წლის შვილს მიუვარდნენ, ფანჯრებზე, კარებზე უბრაგუნეს, შეურაცხყოფა მიაყენეს

ახალის წევრის, გიორგი ონიანის განცხადებით, უცნობი პირები სახლში მიუვარდნენ, სადაც მისი 14 წლის შვილი მარტო იმყოფებოდა. ოპოზიციონერის თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა თავად, ცოლთან ერთად დიმა ჩიქოვანის მოსანახულებლად საავადმყოფოში იმყოფებოდა. “ორი დღეა მიმდინარეობს ეს შეურაცხმყოფელი ზარები და გინებები, როგორც ჩემზე, ასევე, ჩემი ოჯახის წევრების ტელეფონებზე. დღეს როცა გავიგე, რომ დიმა ჩიქოვანი ცემეს წავედით საავადმყოფოში მე […]