რუსეთის ქალაქ ანაპასთან დრონებით შეტევის შედეგად ნავთობის ბაზა იწვის

გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ანაპასთან. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ იუწყებოდნენ, რაც ანაპის ოპერატიულმა შტაბმაც დაადასტურა. მისი ინფორმაციით, უკრაინული დრონებით თავდასხმა იყო ანაპის მახლობლად, სოფელ იუროვკაში მდებარე ნავთობის ბაზაზე. შტაბის თანახმად, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით 6 უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს, თუმცა, რამდენიმე ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ხანძარი გამოიწვია და რამდენიმე რეზერვუარი […]
იენს სტოლტენბერგი – პუტინს სჯერა, რომ შეუძლია უკრაინაში გაიმარჯვოს, ერთადერთი გზა მის დასარწმუნებლად, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს, ბრძოლის ველზე იმის დამტკიცებაა, რომ ვერ გაიმარჯვებს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების განთავსებას არ გეგმავს. ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან უკრაინაში იარაღის მიწოდების შეფერხების გამო, რუსულმა ძალებმა შეძლეს პროგრესის მიღწევა თავდასხმაში და მიუხედავად იმისა, რომ ახლა სიტუაცია იცვლება, ადგილზე ყოფნაზე საუბარი არ არის. „ნატო არ აპირებს უკრაინაში ჯარების განთავსებას, როდესაც უკრაინას ვეწვიე, უკრაინელებს არ უთხოვიათ […]
ვლადიმერ პუტინი კრემლში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრა კრემლის წმინდა ანდრიას დარბაზში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საიუბილეო სამიტის შემდეგ გაიმართა. „ყველა ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის რუსეთისა და სომხეთისთვის, თანამშრომლობა ამ საერთაშორისო ორგანიზაციის (ევრაზიის ეკონომიკური კავშირის) ფარგლებში დადებითია, რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ისიც ძალიან წარმატებით ვითარდება“, – აღნიშნა […]
ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელში ბომბებისა და საარტილერიო ჭურვების გაგზავნას შეწყვეტს, თუ ის რაფაჰში დიდ შეჭრას დაიწყებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეაჩერებს ამერიკული იარაღის ისრაელისთვის მიწოდებას, თუ პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ქალაქ რაფაჰში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს. ”ამ ბომბების შედეგად, ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ,” – განაცხადა ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში იმ ბომბებზე საუბრისას, რომლის მიწოდებაც აშშ-მა ისრაელს გასულ კვირას შეუჩერა. „გარკვევით განვაცხადე, რომ თუ ისინი რაფაჰში შევლენ – ჯერ არ შესულან რაფაჰში – თუ […]
პეტრ პაველი – უნდა ვისწავლოთ წარსულის შეცდომაზე და უკრაინას დახმარება გავუწიოთ ახლა, რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება სწრაფად

უკრაინის ომის მთელი პერიოდის განმავლობაში დასავლეთი სიფრთხილეს იჩენდა მხარდაჭერაში, დახმარება რომ ადრე მიეწოდებინათ, სიტუაცია, შეიძლება, განსხვავებული ყოფილიყო, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა. „არ ვიტყოდი, რომ დასავლეთმა იმედი დაკარგა, მაგრამ უკრაინის ომის განმავლობაში დასავლეთი სიფრთხილეს იჩენდა მხარდაჭერაში. ის თავიდანვე ცდილობდა კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებას. ყოველი ახალი ეტაპი დიდხანს განიხილებოდა, სანამ საბოლოოდ განხორციელდებოდა. ეს […]
“კვარაცხელიას “ნაპოლიდან” წასვლა სურს – დე ლაურენტისმა სპალეტი აიძულა გაქცეულიყო” – იტალიელი ჟურნალისტი

ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა პაოლო ბარჯიჯამ რადიო Capri-ს ეთერში გადაცემა Bordocampo-ში “ნაპოლის” მომავალზე და ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე ისაუბრა და უნდა ითქვას, სიტუაცია კარგად განმარტა: “ახალი სეზონი “ნაპოლიმ” სტეფანო პიოლის ხელმძღვანელობით უნდა დაიწყოს. ჩემი წყაროების ცნობით, ანტონიო კონტე არასოდეს არ აპირებდა ნეაპოლურ გუნდში მუშაობას. პიოლის ალტერნატივა “ფიორენტინას” მწვრთნელი ვინჩენცო იტალიანოა. რაღაც საუბრებია ჯან პიერო გასპერინისთან დაკავშირებით, […]
დუგინი: ქართული ოცნება უკეთ მოემზადა, აგენტებს მთის წესებით ცხოვრებას ასწავლიან

სოროსის ქსელის პირველმა მცდელობამ საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის მიღება ჩაშალა. ამჯერად ქართული ოცნება, რომელიც უფრო და უფრო აღადგენს სუვერენულობას, უკეთ მოემზადა. უცხოელ აგენტებს მთის წესებით ცხოვრებას ასწავლიან. 8 მაისის გამთენიისას საკუთარ ტელეგრამ-არხზე ე.წ. რუსული სამყაროს ნარატივის იდეოლოგი, კრემლთან დაახლოებული ულტრანაციონალისტი პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი წერდა. ამავე დღის ღამეს საქართველოში რამდენიმე ოპოზიციონერსა და აქტივისტს თავს დაესხნენ და […]
,, ვინმე რომ შემთხვევით შემოაკვდეთ, ან პირიქით ეწ მსხვერპლს შემთხვევით იარაღი რომ აღმოაჩნდეს, მერე რა ხდება?” – ლადო სადღობელაშვილი
სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი მომხდარ თავდასხმებს ეხმაურება: ,,- ამ მოხშირებული და აშკარად პოლიტიკური ქვეტექსტის მქონე ცემა-ტყეპის ფონზე ვინმე რომ შემთხვევით შემოაკვდეთ, ან პირიქით ეწ მსხვერპლს შემთხვევით იარაღი რომ აღმოაჩნდეს და თავდაცვის მიზნით გამოიყენოს – მერე რა ხდება? – აიღებს “ოცნება” პასუხისმგებლობას და დააფარებს ხელს ამ კუნთმაგარ ბიჭებს? როგორც სააკაშვილმა, მერაბიშვილმა და ახალაიამ დააფარეს ხელი გირგვლიანის […]
არსებული ინფორმაციით, დააკავეს აქტივისტი გიორგი შანიძე

,,მთავარი არხის” ინფორმაციით, დააკავეს აქტივისტი გიორგი შანიძე – მისი ახლობლების ცნობით, მას პოლიცია საცხოვრებელ სახლთან დახვდა. სავარაუდოდ, მას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. დაკავების სავარაუდო მიზეზი საპროტესტო აქციაზე კამერის დაზიანებაა. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.
ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: ხოსელუს დუბლით “რეალმა” “ბაიერნს” საოცარი მატჩი შემოუტრიალა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ბაიერნი“ 2:1 დაამარცხა და მეთვრამეტედ გავიდა ფინალში. მიუნხენში ფრედ დასრულებული შეხვედრის (2:2) შემდეგ „სამეფო გუნდმა“ სახლში დიდი ძალებით შეუტია და რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, როდესაც ვინისიუსის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი როდრიგოს მეკარე ნოიერმა არ გაატანინა. შანსი სტუმრებსაც მიეცათ, მაგრამ კეინის დარტყმული ბურთი მეკარე ლუნინმა მოიგერია. […]