ლევან ხაბეიშვილი – ვხედავთ, როგორ უსწორდებიან ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას, ოპოზიციონერებს – ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას, მათ შორის ფიზიკურად ბრძოლას, რადგან მათთვის პოლიტიკური ენა გასაგები არ არის

ლაჩარი რომ არის ადამიანი და მხდალი, შიშზე აგებს პოლიტიკას, მან კარგად იცის, რომ ამ თავდასხმით მე და დიმას არ შეგვეშინდება. უნდა ესმოდეს ივანიშვილს, რომ ქართველი ადამიანი არასდროს ყოფილა მხდალი და მშიშარა , – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დიმა ჩიქოვანზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ამ თავდასხმებით ვერავის შეაშინებენ. „გოგონასთან ერთად ბაიკერს რამდენიმე […]
სახალხო დამცველი – მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება მოქალაქეებისა და სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლების მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოქალაქეების მისამართით განხორციელებულ სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით, რომელიც შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ გზავნილებს შეიცავს, განცხადებას ავრცელებს. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაიწყონ გამოძიება მოქალაქეებისა და სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლების მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე, გაატარონ ყველა ეფექტიანი ღონისძიება მუქარის ავტორების დადგენისა და მათ მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ასევე მიმართავს მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობით, […]
,, უვიზო კი არა, ევროკავშირში უბრალოდ აღარ შეუშვათ ამ 83 ღორის ოჯახების არცერთი წევრი” – თამარ ჩერგოლეიშვილი

,, უვიზო კი არა, ევროკავშირში უბრალოდ აღარ შეუშვათ ამ 83 ღორის ოჯახების არცერთი წევრი” – თამარ ჩერგოლეიშვილი ,,ევროპული საქართველოს” წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება: ,,ამ ყველაფერს აორგანიზებს 83 ღორიდან ერთ-ერთი – დიტო სამხარაძე. 9 პუნქტი და უვიზო კი არა, ევროკავშირში უბრალოდ აღარ შეუშვათ ამ 83 ღორის ოჯახების არცერთი წევრი (ეს ევროკავშირს)! ქართველი ხალხი ვდგავართ […]
ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: ხოსელუს დუბლით “რეალმა” “ბაიერნს” საოცარი მატჩი შემოუტრიალა

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ბაიერნი“ 2:1 დაამარცხა და მეთვრამეტედ გავიდა ფინალში. მიუნხენში ფრედ დასრულებული შეხვედრის (2:2) შემდეგ „სამეფო გუნდმა“ სახლში დიდი ძალებით შეუტია და რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, როდესაც ვინისიუსის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი როდრიგოს მეკარე ნოიერმა არ გაატანინა. შანსი სტუმრებსაც მიეცათ, მაგრამ კეინის დარტყმული ბურთი მეკარე ლუნინმა მოიგერია. […]
ომბუდსმენი ტელეფონით დამუქრებაზე: შიშის გაჩენა დემოკრატიული პროცესების დამაზიანებელია

საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საგამოძიებო უწყებებს, დაიწყოს გამოძიება „აგენტების კანონის“ მომხრეთა მიმართ დაწყებულ სატელეფონო მუქარაზე. ომბუდსმენი აცხადებს, რომ შიშის გაჩენა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების დამაზიანებელია. „დაუშვებელია ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს და გამოიწვევს თვითცენზურას საკუთარი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით, ხოლო იმათ, ვინც ამისგან თავს არ შეიკავებენ, ჰქონდეთ მოლოდინი, რომ მათ გამოხატვას შესაძლოა […]
ჯაფარიძე: ერთადერთი, რითაც ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ, ფიზიკური ძალა და კუნთებია

დედაჩემი სადაც ცხოვრობს, იქ მიდიოდა, დახვდა რამდენიმე ადამიანი, ზუსტად ვერ ამბობს რამდენი, იმიტომ, რომ სიბნელე იყო და ეგრევე დაუწყეს რტყმა. ურტყამდნენ, სავარაუდოდ, ხელკეტებს, ზუსტად არ იცის, რას ურტყამდნენ, იმიტომ, რომ ხელში ეჭირათ ხისმაგვარი ხელკეტი. აქვს შუბლზე დაზიანება, ახლა ჰყავთ შეყვანილი და სავარაუდოდ, ნაკერებს ადებენ. დანარჩენი არ ვიცი. დღის განმავლობაში 3 თუ 4 ადამიანს ფიზიკურად რომ […]
ხაბეიშვილი ივანიშვილზე: ადამიანი მხდალი და ლაჩარი როცაა, შიშზე აგებს პოლიტიკას

ჩვენ ვუყურებთ როგორ სცემენ და როგორ უსწორდებიან ფიზიკურად ახალგაზრდა თაობას, ჩვენს შვილებს, ახალგაზრდა თაობას, პოლიტიკურ ოპონენტებს… მართლა ძალიან მძიმეა ამის ყურება და უნდა გვესმოდეს, ივანიშვილს ამ ქვეყანაში სიძულვილის მეტი არაფერი დაუთესია ამ 12 წლის განმავლობაში, ეს ხომ კარგად იცის ხელისუფლების ჯერ კიდევ მომხრეებმა. უხარიათ მათ, რომ შუა ღამის 12 საათზე ოჯახებში უვარდებიან ადამიანებს, ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, […]
ონიანი: 14 წლის ბავშვთან გაბედეს მოსვლა, იგინებოდნენ, აბრახუნებდნენ, ანუ ბავშვი შეაშინეს

როდესაც გავიგე, რომ დიმა ჩიქოვანს სცემეს, წავედით საავადმყოფოში და 14 წლის ბავშვი დარჩა სახლში. ერთადერთი, ვისაც ეს ეცოდინებოდა, რა თქმა უნდა, იყო სუს-ი. მათ 14 წლის ბავშვთან გაბედეს მოსვლა, აბრახუნეს კარებზე, კარები ჩაკეტილი გვქონდა გარედან, იგინებოდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ ანუ ბავშვი შეაშინეს. ეს არის ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც დასდევს და აშინებს 14 წლის ბავშვებს, ეს არის დამთავრებული […]
,,მე ვარ 9 აპრილის მომსწრე… როდესაც ის ე.წ. ჭყლეტა მოხდა, და თქვენ იცით ხო, რამდენი ადამიანი იმსხვერპლა” – ბექა ოდოშარია

,,მე ვარ 9 აპრილის მომსწრე… როდესაც ის ე.წ. ჭყლეტა მოხდა, და თქვენ იცით ხო, რამდენი ადამიანი იმსხვერპლა” – ბექა ოდოშარია PosTV-ის ეთერში “ქართული ოცნების” წევრი, ბექა ოდიშარია ამბობს: ,,მე ვარ 9 აპრილის მომსწრე, და მე მახსოვს, მე არ ვიყავი 11 და 12 წლის, ვიყავი, მართალია 14 და 15 წლის, მაგრამ ძალიან მძიმე იყო, როდესაც ის […]
,, ბართლომეს ღამეს აწყობენ” – ინგა გრიგოლია

,, ბართლომეს ღამეს აწყობენ” – ინგა გრიგოლია ჟურნალისტი ინგა გრიგოლია თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება: ,,Gia Japaridze -ს დახვდნენ სადარბაზოსთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ😡ასე ვისხდეთ და ვუყუროთ ამ ნაძირლების ანგარიშსწორებას? ბართლომეს ღამეს აწყობენ 😡” გია ჯაფარიძემდე თავს დაესხნენ დიმა ჩიქოვანსა და ლაშა ღვინიანიძეს