ჰერჩინსკი: მთავარია ლიდერებს ისევე კარგად ესმოდეს ხალხის ხმა, როგორც EU-ში ისმოდა შარშან

მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო ელჩებო, ძვირფასო სტუმრებო! დღეს, ტრადიციულად ევროპის დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ. საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას! დღეს ჩვენ ვზეიმობთ 27 განსხვავებული ისტორიისა კულტურის მქონე სახელმწიფოს წარმატებას, რომელიც საერთო ფასეულობებზე დგას. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს – სწორედ […]

პოლიციამ სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავა

რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ, პოლიციამ სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავა. დაკავებამდე პოლიციელებმა ბლოგერის სახლიდან ნივთები გამოიტანეს. აქამდე ბლოგერის ყოფილი მეუღლე სოციალურ ქსელში წერდა, რომ პოლიციამ უჩა აბაშიძეს მობილურ ტელეფონზე წვდომა და ადვოკატთან დარეკვის უფლება შეუზღუდა. ამავე ცნობით, ჩხრეკდნენ ბლოგერის ამჟამინდელი პარტნიორის საცხოვრებელსაც. უცნობია უჩა აბაშიძის დაკავების მიზეზი. გასულ კვირებში უჩა აბაშიძე წერდა ვიდეობს, რომლებშიც რუსული კანონის […]

ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს

რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ თავის სახლში დააკავეს სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე, ის ხელბორკილდადებული ჩასვეს პოლიციის მანქანაში. დაკავებისას მისი ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო სად წაიყვანა ის პოლიციამ. მოგვიანებით ადვოკატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის ორთაჭალაში დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს და მას ბრალად სდებენ იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას. უჩა აბაშიძის მეგობარი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ უჩა აბაშიძეს […]

პოლიციაზე ძალადობაში ბრალდებულ ორ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

პოლიციაზე ძალადობაში ბრალდებულ ორ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. დაცვის მხარე 5 ათას ლარიან გირაოს სანაცვლოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა. პროკურორ როინ ხინთიბიძის განცხადებით, საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერებში ნათლად არის ასახული ორივე ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედება. მისივე თქმით, ბრალდებულმა დაასახელა იმ პირების ვინაობა, ვინც აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის ფული გადაუხადა. „მოცემულ […]

პოლიციელებმა ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს

პოლიციელებმა ბლოგერი უჩა აბაშიძე სავარაუდოდ, დააკავეს. პოლიციამ აბაშიძე სახლიდან ხელებაწეული გამოიყვანა და მანქანაში ჩასვა, უცნობია, სად გადაიყვანეს ბლოგერი. პოლიცია ბლოგერის სახლში რამდენიმე საათის წინ შევიდა. ახლობლების ინფორმაციით, მას ამ დროის განმავლობაში, ტელეფონის გამოყენებისა და ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ ჰქონდა და ადვოკატებმა მისი ნახვა მხოლოდ ცოტა ხნის წინ შეძლეს. ადგილზე იმყოფებიან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის […]

პოლიციამ უჩა აბაშიძის სახლიდან გარკვეული ნივთები ამოიღო

სამართალდამცველებმა ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლიდან, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ჩხრეკის შედეგად გარკვეული ნივთები გამოიტანეს. ბლოგერის ადვოკატები, რომლებიც ამ დრომდე ელოდებონენ უჩა აბაშიძის ნახვას, პოლიციამ სადარბაზოში შეიყვანა. საცხოვრებელი კორპუსის ეზოში კვლავ სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია იმყოფება, ადგილზე შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტებიც, რომლებიც არსებულ ვითარებას აპროტესტებენ.

საია – უწყება არ აძლევს უჩა აბაშიძის ადვოკატს ბინაში შესვლის და მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობას, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს

უწყება არ აძლევს ადვოკატს ბინაში შესვლის და მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობას. აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს ამ პირის დაცვის უფლების შეზღუდვას, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, – ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. საია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, ადვოკატს დაუყოვნებლივ მისცეს საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრების და მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შესაძლებლობა. „მედიაში გავრცელებული […]

უჩა აბაშიძე პოლიციამ წაიყვანა, სახლიდან გამოიტანეს ნივთებიც – დეტალები

უჩა აბაშიძე, რომლის სახლშიც პოლიცია იყო შესული, დააკავეს და გადაიყვანეს, ოღონდ, სად, ოჯახის წევრებმა ამ ეტაპზეც არ იციან. კომპიუტერები, ჩიპები, ზურგჩანთა – კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა უჩა აბაშიძის სახლიდან ნივთების გამოტანა დაიწყეს. უცნობია, რას იკვლევს საგამოძიებო უწყება, რადგან ერთ საათზე მეტია, უჩა აბაშიძე პოლიციელებთან ერთად მარტოა სახლში, მასთან ჩხრეკის დასრულებისა და ნივთების გამოტანის შემდეგ შეუშვეს ადვოკატი. […]

უჩა აბაშიძესთან ადვოკატი შეუშვეს

შენიშვნა: ადვოკატის შეშვებიდან მალევე უჩა აბაშიძე პოლიციელებმა სახლიდან გამოიყვანეს და დააკავეს. მას იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. ბლოგერ უჩა აბაშიძესთან რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ ადვოკატი შეუშვეს. მანამდე მისი სახლიდან პოლიციელებმა ნივთები გაიტანეს. ამ დრომდე უცნობია, რასთან დაკავშირებით ტარდება მის სახლში ჩხრეკა. უჩა აბაშიძის ძმა აცხადებს, რომ ოჯახისთვის ამ დრომდე უცნობია, რა მდგომარეობაშია ბლოგერი. იგი […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი – ჯერ კიდევ არის დრო ერთობლივი მუშაობისთვის, ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს

ჯერ კიდევ არის დრო საქართველოსთან ერთობლივი მუშაობისთვის, მაგრამ ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს ინფორმაცია შევიწროების მზარდი ცნობებისა და ფიზიკური თავდასხმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ. მეთიუ მილერმა აღნიშნული ფაქტები დაგმო და გამოძიებისკენ მოუწოდა. […]