პოლიცია სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში რჩება, ადვოკატს არ ახვედრებენ

22:20-ისთვის პოლიცია კვლავ სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში რჩება. აქამდე ბლოგერის ყოფილი მეუღლე სოციალურ ქსელში წერდა, რომ პოლიციამ უჩა აბაშიძეს მობილურ ტელეფონზე წვდომა და ადვოკატთან დარეკვის უფლება შეუზღუდა. ამავე ცნობით, ჩხრეკენ ბლოგერის ამჟამინდელი პარტნიორის საცხოვრებელსაც. უცნობია რა მიზეზით ჩხრეკს პოლიცია უჩა აბაშიძის ბინას. სახლთან მობილიზებულია პოლიცია. შეიკრიბნენ დემონსტრანტებიც და უჩა აბაშიძის მეგობრები. “ადვოკატს საგამოძიებო უწყება […]
“ახალგაზრდების გვერდით უნდა იყვნენ უფროსები, დროა…” – პრეზიდენტი

“მე მინდა მივმართო არა მხოლოდ ახალგაზრდებს, ახალგაზრდების გვერდით უნდა იყვნენ უფროსები… დროა, რომ გაერთიანებული, ერთად შეკრული საზოგადოება გავიდეს იმ გზაზე, რომელიც უნდა დამთავრდეს მშვიდობიანი, გამარჯვებული არჩევნებით” – ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დრისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. პრეზიდენტი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობა არცერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გამოიყენოს. როგორც აქამდე მშვიდობიანად, ხალისიანად, […]
,,ზღვა შეიძლება ხანდახან ღელავს, მაგრამ საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია” – ევროკავშირის ელჩი

,,ზღვა შეიძლება ხანდახან ღელავს, მაგრამ საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია” – ევროკავშირის ელჩი ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ათონელის რეზიდენციასთან, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილებს ქართულ ენაზე მიმართა და მოუწოდა საქართველოს, შეინარჩუნოს ევროპული კურსი. “ზღვა შესაძლოა ხანდახან ღელავს, მაგრამ საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია. შეინარჩუნეთ კურსი ევროპისკენ! შეიჯარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ! ჩვენ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვართ. […]
,,დღეს გაგვიჩნდა მაგალითი, საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას – ასეთი საქართველო, სინდისით, ყველა ღირსებით აღსავსე, ნამდვილად შევა ევროპაში” – სალომე ზურაბიშვილი

,,დღეს გაგვიჩნდა მაგალითი, საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას – ასეთი საქართველო, სინდისით, ყველა ღირსებით აღსავსე, ნამდვილად შევა ევროპაში” – სალომე ზურაბიშვილი დღეს გაგვიჩნდა მაგალითი, საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას, არამედ ნიშნავს იმას, რომ შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო ბოლომდე და არანაირად რომელიმე პარტიის , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, […]
საია: უჩა აბაშიძეს ეზღუდება დაცვის უფლება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბლოგერისა და აქტივისტის, უჩა აბაშიძის სახლში პოლიციის შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს ადვოკატს საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრებისა უჩა აბაშიძესთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. “მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ამ დროისთვის მიმდინარეობს უჩა აბაშიძის საცხოვრებლის ჩხრეკა. ადგილზე მისულია არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატი, რათა დაიცვას უჩა […]
მილერი: ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ მიმდინარე აქციებში მონაწილეთა დაკავებების გამო

ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებში მონაწილეთა დაკავებების გამო. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ შევიწროებისა და ფიზიკური შეურაცხყოფების ფაქტებზე. ჩვენ ამას ვგმობთ და მოვუწოდებთ სრული, დამოუკიდებელი და დროული გამოძიების ჩატარებისკენ. ასევე ვიტყოდი, ზოგადი კითხვის პასუხად, რომ ჩვენ გვქონდა წარმატებული პარტნიორობა საქართველოსთან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და გვსურს გავაგრძელოთ […]
ჰერჩინსკი: ზღვა შესაძლოა ხანდახან ღელავს, მაგრამ, საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია!

ჩვენ გვსურს, რომ საქართველო ევროპის ერთობის ნაწილი გახდეს. სწორედ ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნებაც. მთავარია პოლიტიკურ ლიდერებსაც ისევე კარგად ესმოდეთ ხალხის ხმა, როგორც ეს ევროკავშირში ისმოდა შარშან. […] ზღვა შესაძლოა ხანდახან ღელავს, მაგრამ, საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია! შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ. შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ. ჩვენ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვართ.
უჩა აბაშიძის ძმა – პასუხს არავინ გვცემს, არც ორდერი წარმოუდგენიათ, ადვოკატსაც არ უშვებენ – ჩხრეკა მიმდინარეობს მისი შეყვარებულის სახლშიც

პასუხს არავინ გვცემს რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ეს ყველაფერი, არც ორდერი არ წარმოუდგენიათ. მოვიდა ადვოკატი და მასაც არ უშვებენ, – ამის შესახებ ბლოგერ უჩა აბაშიძის ძმამ, გიორგი აბაშიძემ განაცხადა. გიორგი აბაშიძის ინფორმაციით, ჩხრეკა მიმდინარეობს უჩა აბაშიძის შეყვარებულის სახლშიც. „მეზობელმა დაურეკა ოჯახის წევრს, რომ რაღაც ხდებაო და იქნებ მოხვიდეთო, თორემ ისე საერთოდ ვერ გავიგებდით. პასუხს არავინ გვცემს […]
ლევან ხაბეიშვილი – საქართველოს, როგორც ცენტრალურ დერეფანს და დამაკავშირებელს დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან, გაეხსნა შესაძლებლობის უდიდესი ფანჯარა, რაც არ მოსწონს პუტინს და ივანიშვილის ხელით ქვეყანას უარს ათქმევინებს ევროკავშირზე

საქართველოს, როგორც ცენტრალურ დერეფანს და დამაკავშირებელს ჩვენი რეგიონის, დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან, გაეხსნა შესაძლებლობის უდიდესი ფანჯარა, რაც არ მოსწონს პუტინს და ივანიშვილის ხელით საქართველოს უარს ათქმევინებს ევროკავშირზე, სწორედ ამიტომ, შემოიტანეს ახლა და სასწრაფოდ რუსული კანონი, რასაც ქართველი ხალხი ვეუბნებით არას!” , – წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში. ლევან ხაბეიშვილის თქმით, საქართველოს უნიკალური […]
სალომე ზურაბიშვილი – ჩვენს პარტნიორებს ზოგიერთმა ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა, თუნდაც დღეს, იმ ცარიელი სკამებით

ჩვენს პარტნიორებს ზოგიერთმა ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა, თუნდაც დღეს, იმ ცარიელი სკამებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების მოედანზე, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ რუსთაველის თეატრში ევროპის დღისადმი მიძღვნილ კონცერტს “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არ დაესწრნენ. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყანამ უნდა იცოდეს, ვინ არის […]